1. საერთო თეორიული ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის მისაღებად პილოტის მოწმობის მიღების/აღიარების მსურველმა პირმა სააგენტოში უნდა ჩააბაროს თეორიული გამოცდა, რომელიც ეფუძნება ამ წესის დანართ №1-ში განსაზღვრულ პროგრამას. გამოცდა:
ა) არის 90 წუთის ხანგრძლივობის;
ბ) შედგება 60 ღია ტიპის კითხვისგან, კითხვებზე პასუხის რამდენიმე ვარიანტის ფორმატით (MCQ).
2. გამოცდის ჩასაბარებლად ამ მუხლის 1-ელ პუნქტში აღნიშნულმა პირმა სწორად უნდა უპასუხოს კითხვების არანაკლებ 75%-ს. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში სააგენტოს მიერ გაიცემა ზსხ-ის პილოტის საერთო თეორიული ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
3. საერთო თეორიული ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი მოქმედია გაცემის თარიღიდან 24 თვის განმავლობაში.
4. ზსხ-ის პილოტის საერთო თეორიული ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის ეკვივალენტური დოკუმენტის მფლობელად მიიჩნევა პირი, იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) ფლობს თვითმფრინავის ან შვეულმფრენის პილოტის მოქმედ მოწმობას, რომელიც გაცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის რეგულაციის „Commission Regulation (EU) No 1178/2011“ I დანართის (ANNEX I (PART-FCL)) შესაბამისად;
ბ) ფლობს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ შესაბამისად გაცემულ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის მოქმედ მოწმობას;
გ) ფლობს არაუმეტეს 24 თვით ადრე გაცემულ თეორიული გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომელიც მიღებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და/ან „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული მოწმობების მიღების მიზნით.
5. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის თეორიული ცოდნის შეფასებაში დამაკმაყოფილებელი შედეგის მისაღებად პირმა სწორად უნდა უპასუხოს საერთო თეორიული გამოცდის კითხვების არანაკლებ 90%-