1. მეთვალყურის თეორიული სწავლება უნდა ჩატარდეს მხოლოდ სათანადო კვალიფიკაციის მქონე ინსტრუქტორის მიერ.
2. თეორიული სწავლების ინსტრუქტორი სათანადო კვალიფიკაციის მქონედ ითვლება თუ:
ა) მას აქვს მოქმედი მეთვალყურის მოწმობა ან/და გააჩნია პროფესიული კვალიფიკაცია იმ საგანში, რომელსაც ასწავლის ან/და სასწავლო დაწესებულების წინაშე მოახდინა შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების დემონსტრირება;
ბ) სასწავლო დაწესებულების წინაშე მოახდინა პედაგოგიური უნარების დემონსტრირება