1. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვების (OJTI) მისაღებად, განმცხადებელი:

ა) უნდა ფლობდეს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობას, პუნქტზე  მოქმედი დაშვებით;

ბ) განაცხადის შეტანამდე  უკანასკნელი  ორი  წლის მანძილზე ახორციელებდა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. სააგენტო უფლებამოსილია, სასწავლო დაწესებულების მოთხოვნით, შეამციროს მითითებული  ვადა, მაგრამ არანაკლებ ერთ წლამდე;

გ) განაცხადის წარდგენამდე  უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, წარმატებით ჰქონდეს გავლილი პრაქტიკული სწავლების ჩატარების კურსი სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA)  ან მისი წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში.

2. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვების მისაღებად განმცხადებელმა სააგენტოში უდნა წარმოადგინოს:

ა) ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის  ფორმა (შესაბამისი გრაფები);

ბ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის ასლი, პუნქტზე მოქმედი დაშვებით;

გ) პრაქტიკული სწავლების ჩატარების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;

დ) მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატის ასლ