1. სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის  ინსტრუქტორს  უფლება აქვს ჩაატაროს პრაქტიკული სწავლება სინთეზურ საწვრთნელ მოწყობილობაზე:

ა) პრაქტიკული ხასიათის დისციპლინებში პირველადი სწავლების დროს;

ბ) პუნქტზე მომზადების დროს, გარდა სამუშაო ადგილზე  სწავლებისა;

გ) კვალიფიკაციის შენარჩუნების  სწავლების  დროს.

2. თუ სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის  ინსტრუქტორი (STDI),  ატარებს მუშაობისწინა სწავლებას  (pre-OJT), მას უნდა ჰქონდეს შესაბამის პუნქტზე დაშვება.

3. სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის დაშვების მფლობელმა, დაშვებით მინიჭებული უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) სულ ცოტა, ორი წლის განმავლობაში, ახორციელებდა  იმ ოსტატობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რომელთან დაკავშირებითაც  მას მოუწევს სწავლების ჩატარება;

ბ)  მოახდინა მიმდინარე სამუშაო პრაქტიკის ცოდნის დემონსტრირება;

გ) გააჩნია სწავლების ჩატარების პრაქტიკული ჩვევები იმ პროცედურებში, რომლებთან დაკავშირებითაც მას მოუწევს სწავლების ჩატარება.

4. მიუხედავად ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადენილი მოთხოვნისა:

ა) საბაზო სწავლების ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერი ოსტატობის მქონე ინსტრუქტორის მიერ;

ბ) ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების მიზნებისათვის, კონკრეტული შერჩეული სამუშაო ამოცანის დამუშავებაზე ორიენტირებული სწავლება შეიძლება ჩატარდეს სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის იმ ინსტრუქტორის (STDI) მიერ, რომლის ოსტატობა ამ კონკრეტულ სამუშაო ამოცანას ესადაგებ