1. შეფასება უნდა განახორციელოს მხოლოდ შემფასებლის დაშვების მქონე პირმა.

2. შემფასებლის დაშვების მფლობელი უფლებამოსილია ჩაატაროს შემდეგი შეფასებები:

ა) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდის მოწმობის, ახალი ოსტატობის ან/და ოსტატობის დაშვების მიღებისათვის საჭირო პირველადი სწავლების პროცესში;

ბ) კვალიფიკაციის შეფასება ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

გ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდის შეფასება, მისთვის სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვების ან ოსტატობის დაშვების გასაცემად;

დ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის შეფასება, მისთვის სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვების ან ოსტატობის დაშვების გასაცემად, ასევე, სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვების მოქმედების ვადის გაგრძელების ან განახლებისათვის;

ე) პრაქტიკული ინსტრუქტორის ან შემფასებლის დაშვების მიღებაზე განმცხადებლის  შეფასება იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

3. შემფასებლის დაშვების მფლობელმა, დაშვებით მინიჭებული უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა)  მას გააჩნია, სულ ცოტა, ორი წლის მუშაობის გამოცდილება იმ ოსტატობის და ოსტატობის დაშვებ(ებ)ის მიხედვით, რომელთან დაკავშირებითაც  მას მოუწევს შეფასების             ჩატარება; და

ბ)  მან გამოავლინა მოქმედი სამუშაო პროცედურების ცოდნა;

4. შემფასებლის დაშვების მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს:

ა)  შეფასება პუნქტზე დაშვების გაცემის, გაგრძელების ან განახლების მიზნით, თუ სულ მცირე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფლობდა სამეთვალყურეო პუნქტზე ისეთ დაშვებას, რომელიც დაკავშირებულია შეფასებასთან.

ბ) სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის (STDI) დაშვების გაცემის  ან განახლებისათვის კომპეტენციის შეფასება -  თუ  ფლობს სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის  (STDI) დაშვებას ან სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის (OJTI) დაშვებას და ამ დაშვებით მინიჭებულ უფლებამოსილებას  ახორციელებდა, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში;

გ)  სამუშაო ადგილზე  სწავლების ინსტრუქტორის (OJTI) დაშვების გაცემის  ან განახლების მიზნით  კომპეტენციის შეფასება - თუ ფლობს სამუშაო ადგილზე  სწავლების ინსტრუქტორის (OJTI) დაშვებას და ამ დაშვებით მინიჭებულ უფლებამოსილებას ახორციელებდა, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში;

დ)  შემფასებლის დაშვების გაცემის  ან განახლებაზე განმცხადებლის კომპეტენციის შეფასება თუ  შემფასებლის დაშვებით მინიჭებულ უფლებამოსილებას  ახორციელებდა, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში;

5. პუნქტზე დაშვების გაცემის ან მისი განახლების მიზნით შეფასების ჩატარებისას და სამუშაო ადგილზე ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად, შემფასებელს ასევე უნდა გააჩნდეს სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის (OJTI) დაშვება, ან შეფასებას უნდა ესწრებოდეს სამუშაო ადგილზე სწავლების ისეთი ინსტრუქტორი (OJTI), რომელიც ფლობს სამეთვალყურეო პუნქტზე მოქმედ ისეთ დაშვებას, რომელიც დაკავშირებულია ხსენებულ შეფასებასთა