1. სასწავლო დაწესებულებას უნდა ჰყავდეს პასუხისმგებელი ხელმძღვანელი.

2. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია დაადგინოს პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უფლება-მოვალეობები გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც  პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები  დადგენილია ამ წესის შესაბამისად.

3. სასწავლო დაწესებულება  სულ მცირე ორ წელიწადში ერთხელ ახორციელებს პერსონალის რაოდენობის შესწავლას, მათი ფუნქციების, სწავლების, ყოველწლიური შვებულების და სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით, საკმარისი რაოდენობის კადრებით უზრუნველყოფის მიზნით.

4. სასწავლო დაწესებულებამ უნდა აწარმოოს ჩანაწერები თეორიული ინსტრუქტორების პროფესიული მომზადების, ცოდნის და გამოცდილების, სწავლების ჩატარების მეთოდის შეფასების შესახებ იმ საგნების  მითითებით, რომლებშიც მათ  სწავლების ჩატარება მოუწევთ.

5. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშაოს თეორიული ინსტრუქტორების კვალიფიკაციის შენარჩუნების პროცედურა.

6. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პრაქტიკულმა ინსტრუქტორებმა და შემფასებლებმა გაიარონ განმეორებითი სწავლება შესაბამისი საკვალიფიკაციო აღნიშვნის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად.

7. სასწავლო დაწესებულებამ უნდა აწარმოოს ჩანაწერები იმ პირების შესახებ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ პრაქტიკული ინსტრუქტორების და შემფასებლების კვალიფიკაციის შეფასება, შესაბამისი დაშვებების მითითებით.

8. სასწავლო დაწესებულებამ უნდა შეიმუშაოს პერსონალის სწავლების პროგრამა და წლიური გეგმ