1. სასწავლო დაწესებულებაში დაგეგმილი ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატისა და მისი დანართით გათვალისწინებულ პირობებზე, ან სასწავლო დაწესებულების ამ წესის 46-ე მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული მართვის სისტემის ნებისმიერ ელემენტზე, საჭიროებს სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას.

2. თუ სასწავლო დაწესებულება გეგმავს ისეთი ცვლილების განხორციელებას, რომელიც საჭიროებს სააგენტოსთან  წინასწარ შეთანხმებას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტომ აღნიშნული ცვლილებების შეთანხმებამდე უნდა შეამოწმოს სასწავლო დაწესებულების შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.

3. სააგენტო განსაზღვრავს პირობებს, რომელთა დაცვითაც უნდა ფუნქციონირებდეს სასწავლო დაწესებულება ცვლილების განხორციელების პერიოდში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სააგენტო წარმოდგენილ ცვლილებას არ შეითანხმებს.

4. ისეთი ცვლილებებისთვის, რომელიც არ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას, სასწავლო დაწესებულება ვალდებულია დანერგოს სააგენტოსთან შეთანხმებული პროცედურა, სადაც განსაზღვრული უნდა იყოს ამგვარი ცვლილების ფარგლები, ცვლილების მართვისა და შეტყობინების პროცესი.

5. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია ცვლილების შეტყობინების პროცედურის შესაბამისად, სააგენტოს  აცნობოს ყველა ის ცვლილება, რომელიც არ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას.

6. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია სააგენტოს აცნობოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახე