1. სასწავლო დაწესებულებამ უნდა დანერგოს სწავლებასთან დაკავშირებული დოკუმენტების აღრიცხვის სისტემა, რაც მოიცავს ჩანაწერების შენახვას დოკუმენტის ნომრის მითითებით და მართვის სისტემით განსაზღვრული  ელემენტების მონიტორინგს.

2. ჩანაწერების ფორმატი უნდა განისაზღვროს საწარმოს მართვის სისტემის პროცედურებში.

3. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია შეინახოს ჩანაწერები იმ პირთა შესახებ, რომლებსაც გავლილი აქვთ ან  ამჟამად გადიან სწავლებას.

4. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია გააჩნდეს ინსტრუქტორების და შემფასებლების  კვალიფიკაციის, ინსტრუქტაჟის ჩატარების მეთოდიკისა და შეფასების შესახებ ჩანაწერების წარმოების სისტემა იმ საგნების მითითებით, რომლებშიც მათ მოუწევთ სწავლების ჩატარება.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტში მითითებული ჩანაწერები უნდა ინახებოდეს მინიმუმ ხუთი წლის ვადით, რომლის ათვლა იწყება:

ა)   პირის მიერ სასწავლო კურსის დასრულების მომენტიდან;  და

ბ) ინსტრუქტორის ან შემფასებლის მიერ სასწავლო დაწესებულებასთან საქმიანი ურთიერთობების შეწყვეტის მომენტიდან.

6.   ჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი დაზიანება,  ცვლილება ან/და დაკარგვა.

7. ჩანაწერების შენახვა უნდა განხორციელდეს  მატერიალური სახით, ან ელექტრონული ან/და კომბინირებული ფორმი