1. სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირება ხორციელდება სამ ეტაპად:
ა) I ეტაპი - რომელიც მოიცავს:
ა.ა) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წარდგენას;
ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში განხილვას.
ბ) II ეტაპი – ადგილზე შემოწმება;
გ) III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის (შემდგომში – სერტიფიკატი) გაცემის ან გაცემაზე უარის თაობაზე.
2. სერტიფიცირებისას, სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, ინსპექტირების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღე