1. სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირება სააგენტოს მიერ ხორციელდება ოთხ ეტაპად:
ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო პროცედურა:
ა.ა) განცხადებისა და თანდართული საბუთების წარდგენა სააგენტოში;
ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წინასწარ განხილვა და შეფასება;
ბ) II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება;
გ) III ეტაპი – გადაწყვეტილების მიღება;
დ) IV ეტაპი – ზედამხედველობა და კონტროლი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ეტაპების ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდნენ სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოებ