1. განმცხადებელი, სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მისაღებად, სააგენტოში წარადგენს განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებისა და ამ რეგლამენტის №1 დანართით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.
2. განცხადებას უნდა დაერთოს საბუთები, რომლებიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) განმცხადებლის მიერ ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, კატარღის, ულტრამოკლეტალღიანი რადიოსადგურის და ორმხრივი კავშირის საშუალებების ფლობის დამადასტურებელი საბუთი;
ბ) სალოცმანო სამსახურის სალოცმანო მომსახურების განმახორციელებელი პერსონალის (შემდგომში – ლოცმანი) მე-12 მუხლით გათვალისწინებული სერტიფიკატი განმცხადებლის მიერ მითითებული ნავსადგურისათვის;
გ) სალოცმანო სამსახურში არსებული საერთაშორისო საზღვაო აქტების, ნორმატიული აქტებისა და საცნობარო საბუთების ნუსხა, რომლის მინიმალური ჩამონათვალი განსაზღვრულია ამ რეგლამენტის №3 დანართით;
დ) ლოცმანების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გეგმა ამ რეგლამენტის 21-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ე) სალოცმანო სამსახურის მიერ გემების კონკრეტულ ნავსადგურში/ნავსადგურიდან შესვლა-გასვლასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის და რეაგირების წესი;
ვ) სალოცმანო სამსახურის ლოცმანთა ცვლ(ებ)ის სამუშაო გრაფიკის ნიმუში;
ზ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს სალოცმანო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მონაცემების ჩაწერის, შენახვის, სიზუსტის, სისრულის, აგრეთვე, ინფორმაციის შენახვის ვადების დაცვის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ (როგორიცაა დებულება, შინაგანაწესი და ა.შ.);
თ) იმ კონკრეტული ნავსადგურ(ებ)ის აკვატორიის სქემა, რომლის ფარგლებშიც სამსახურმა უნდა განახორციელოს სალოცმანო მომსახურება;
ი) განმცხადებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი ნავსადგურის, გემის ან მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ჩათვლით;
კ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს სალოცმანო სამსახურში არსებული სამაშველო ჟილეტის ტიპის, რაოდენობის შესახებ;
ლ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
3. თუ განმცხადებელი ითხოვს მოქმედი სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის ვადის გაგრძელებას, მის განცხადებას უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთებ