1. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობისა და ლოცმანის სერტიფიცირების წესი“ (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 2003 წლის 5 დეკემბრის A.960(23) რეზოლუციის „საზღვაო ლოცმანების, გარდა ღია ზღვის ლოცმანებისა, მომზადების, სერტიფიცირების და საექსპლუატაციო პროცედურების შესახებ რეკომენდაციები" (შემდგომში - რეზოლუცია), „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (შემდგომში – კონვენცია), საქართველოს საზღვაო კოდექსის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. რეგლამენტის მიზანია საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მისასვლელებთან და მათ აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სალოცმანო სამსახურების მიერ სალოცმანო მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება.

3. სალოცმანო სამსახური ყალიბდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ან საწარმოს სტრუქტურული ერთეულის სახით. სალოცმანო სამსახურები თავის საქმიანობას ახორციელებენ ნავსადგურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

4. იურიდიულ პირს არა აქვს უფლება, საქართველოს საზღვაო ნავსადგურის მისასვლელთან და მის აკვატორიაში განახორციელოს სალოცმანო მომსახურება, თუ მას არ გააჩნია ამ რეგლამენტის შესაბამისად გაცემული და მოქმედი სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატი.

5. ფიზიკურ პირს არა აქვს უფლება საქართველოს საზღვაო ნავსადგურის მისასვლელთან და მის აკვატორიაში, განახორციელოს სალოცმანო მომსახურება, თუ მას არ გააჩნია ამ რეგლამენტის შესაბამისად გაცემული და მოქმედი ლოცმანის სერტიფიკატი.

6. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის, ლოცმანის სერტიფიკატის და სტაჟიორის მოწმობის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას და გაგრძელებას, გაუქმებას, სალოცმანო მომსახურებაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საზღვაო ტრანსპორტის საგენტო (შემდგომში – სააგენტო).

7. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის, ლოცმანის სერტიფიკატის და სტაჟიორის მოწმობის გაცემა, გაცემაზე უარის თქმა, მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, გაგრძელება და გაუქმება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. განცხადება სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის და ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნეს სააგენტოში სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

8. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის ან ლოცმანის სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის, მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების და თანდართული საბუთების წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და პირობებით.

9. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას უსაფრთხოდ განახორციელოს საქართველოს საზღვაო ნავსადგურის მისასვლელთან და მის აკვატორიაში სალოცმანო მომსახურება იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია ამ სერტიფიკატით.

10. ლოცმანის სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას უსაფრთხოდ განახორციელოს კონკრეტულ საქართველოს საზღვაო ნავსადგურის მისასვლელთან და მის აკვატორიაში სალოცმანო მომსახურება იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია ამ სერტიფიკატით.

11. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს.

12. ლოცმანის სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს.

13. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის ან ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელის მიერ სალოცმანო მომსახურებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს სააგენტო.  ზედახმედველობისა და კონტროლის მიზანია სალოცმანო მომსახურების შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით, რეზოლუციითა და კონვენციით დადგენილ მოთხოვნებთან, ასევე, „საუკეთესო საზღვაო პრაქტიკასთან“.

14. იმ პირობების შეცვლისას, რომელთა მიხედვითაც გაცემული იყო სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატი ან ლოცმანის სერტიფიკატი, მისი მფლობელი მოვალეა ახალი პირობებით საქართველოს საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში სალოცმანო მომსახურების განხორციელებამდე, სააგენტოში წარადგინოს განცხადება სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში (დანართი №2) საჭირო ცვლილებების შესატანად. განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

15. ამ რეგლამენტის ამოქმედებამდე, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ლოცმანის სერტიფიკატი ძალაშია მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ხოლო სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, გაგრძელება, მასში ცვლილებების შეტანა, აგრეთვე სერტიფიკატის გაუქმება ხორციელდება ამ რეგლამენტის თანახმა