1. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის ან შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში სალოცმანო სამსახურის მფლობელი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს ძველი სერტიფიკატი. სააგენტო გასცემს ახალ სერტიფიკატს, რომლის მოქმედების ვადა არის იგივე და რომელშიც აღნიშნულია შესაბამისი ცვლილებები და შეზღუდვები.
2. სააგენტოს უფლება აქვს ცვლილება შეიტანოს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში, თუ:
ა) შეიცვალა სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის დასახელება ან ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
ბ) შეიცვალა სალოცმანო მომსახურების პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატი და რომლებიც მითითებულია სერტიფიკატში;
გ) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საფუძველზე, ითხოვს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებების შეტანას;
დ) აუცილებელია სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით (დანართი №2), რომელშიც აღინიშნება სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი. განცხადებას უნდა ერთვოდეს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ის დამამტკიცებელი საბუთ(ებ)ი.
4. სააგენტო განცხადებას და თანდართულ საბუთებს იხილავს სააგენტოში განცხადების რეგისტრაციიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში და ღებულობს გადაწყვეტილებას სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის ან ცვლილებ(ებ)ის შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
5. სააგენტო ახალი სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი ახლის გაცემიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში უბრუნდება სააგენტო