1. ლოცმანის სერტიფიკატის მისაღებად, სერტიფიკატის მაძიებელი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და მას უნდა დაერთოს მაძიებელის:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) მოქმედი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;

გ)  3000 ან მეტი რეგისტრული ტონის გემზე კაპიტნად და კაპიტნის  თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ  36 (ოცდათექვსმეტი) თვის ნაოსნობის სტაჟის (აქედან 12 თვე კაპიტნად მუშაობის), ან ლოცმანად მუშაობის 24 თვის პრაქტიკული სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში მომზადების/გადამზადების/კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი საბუთი;

ე) ნავსადგურში (სადაც უნდა შეასრულოს ლოცმანის უფლებამოსილება) არანაკლებ 3 (სამი)-თვიანი სალოცმანო სტაჟირების გავლის დამადასტურებელი საბუთი ამ რეგლამენტის შესაბამისად;

ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთი   „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად.

2. ლოცმანის ზღვრული ასაკია 65 (სამოცდახუთი) წელი.

3. სააგენტო, განცხადების წარდგენიდან   1 (ერთი) თვის ვადაში, იხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადებისა და საბუთების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან, განხილვის შედეგები აისახება აქტში.

4. სააგენტო ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დადებითი დასკვნის გამოტანიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ნიშნავს პრაქტიკულ გამოცდას. პრაქტიკული გამოცდის ჩატარების წესი განისაზღვრება  ამ რეგლამენტის მე-16 მუხლით.

5. სააგენტო ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გასცემს „ლოცმანის სერტიფიკატს".

6. ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 (ხუთი) წელი.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული ლოცმანის/მაძიებლის მომზადება/გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლება უნდა ხორციელდებოდეს  რეზოლუციით განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტის/პროგრამის შესაბამისა