1. სააგენტო, საკუთარი ინიციატივით და/ან სალოცმანო სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში, როცა:

ა)   ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი არღვევს რეზოლუციით, საქართველოს კანონმდებლობით და/ან ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრავენ ლოცმანის ფუნქციებს და ვალდებულებებს ნაოსნობის უსაფრთხოების, ზღვაში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის და გარემოს დაცვის საკითხებში, რამაც გამოიწვია (შეიძლება გამოიწვიოს) საზღვაო ინციდენტი;

ბ) ლოცმანის ჯანმრთელობის მდგომარეობა (სერიოზული ტრავმა ან დაავადება) არ შეესაბამება  „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციით განსაზღვრულ, კაპიტნისა და კაპიტნის უფროსი თანაშემწის დიპლომირებისათვის საჭირო სტანდარტებს;

გ) ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელმა შეაჩერა საქმიანობა ბოლო სალოცმანო გაცილებიდან  12 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში.

დ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

2. ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება ლოცმანს, სალოცმანო სამსახურს და შესაბამის ნავსადგურს, რომელშიც უნდა აისახოს ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზ(ებ)ი.

3. ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადით იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების  ვადის შეჩერების მიზეზი. თუ ლოცმანის სერტიფიკატის შეჩერება მოხდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის აღსადგენად სერტიფიკატის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს სხვა სერტიფიცირებულ ლოცმანთან ერთად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არანაკლებ 10 (ათი)  სალოცმანო გაცილებაზე დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. თუ სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ვადაში ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი სააგენტოში წარადგენს წერილობით მტკიცებულებას, რომ აღმოფხვრილია სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მიზეზები, მას შეუძლია განაახლოს საქმიანობა სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში. სააგენტო ვალდებულია წერილობითი პასუხი აცნობოს ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი მტკიცებულებების  წარმოდგენის დღიდან.

5. ლოცმანის სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი;

ბ) ლოცმანის გარდაცვალება;

გ) ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;

დ) ლოცმანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

6. ლოცმანის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება ლოცმანის/სალოცმანო სამსახურის განცხადების ან ამ რეგლამენტის მე-19 მუხლით განსაზღვრული მუდმივი ზედამხედველობის და კონტროლის, აგრეთვე, შემოწმებების, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით გამოვლენილი ნაკლოვანებების არსებობისას და ისინი აისახება ლოცმანის სერტიფიკატშ