1. გემს, რომელიც იძახებს საზღვაო ლოცმანს (შემდეგში – ლოცმანი), აღმართული უნდა ჰქონდეს შესაბამისი ალამი („G“ – „მე მჭირდება ლოცმანი“).
2. თუ გემზე ლოცმანის ასვლიდან 30 წუთის განმავლობაში გემი არ იქნება მზად შესაბამისი ოპერაციის განსახორციელებლად, ლოცმანი ტოვებს გემს, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს სალოცმანო ქვითარში და აღნიშნულის შესახებ აცნობებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ლოცმანი ხელახლა გამოძახებული უნდა იქნეს გემის შესაბამისი ოპერაციის განსახორციელებლად მზადყოფნაში მოყვანის შემდე