1. თუ გემის ნავსადგურიდან გასვლის გაფორმების შემდეგ ეკიპაჟის შემადგენლობამ ან გემის ტექნიკურმა მდგომარეობამ განიცადა ცვლილებები, მაშინ გემის კაპიტანი ვალდებულია გემის ნავსადგურიდან გასვლამდე აღნიშნულის თაობაზე აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია ძალაში დატოვოს მის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა გემის ნავსადგურიდან გასვლის შესახებ ან გასცეს ახალი წერილობითი თანხმობა.

2. თუ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური გასასვლელად მზადმყოფი გემის შემოწმებისას გამოავლენს შეუსაბამობას გემის ფაქტობრივ მონაცემებსა და ეკიპაჟის, გემის საბუთებსა და გასვლის უფლების შესახებ განცხადებაში მოყვანილ მონაცემებს შორის, ან აღმოჩენილი იქნება გემის გასვლისათვის ხელშემშლელი ნაკლოვანებები, შემმოწმებელი, გემის კაპიტნის მონაწილეობით, ადგენს სათანადო აქტს გემის ნავსადგურიდან გასვლის ხელშემშლელი მიზეზ(ებ)ის მითითებით, ხოლო გემი დაკავებული იქნება ნავსადგურში აღნიშნული მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრამდე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული აქტის ასლი ეგზავნება დროშის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, გემთმფლობელს, აგრეთვე იმ საკლასიფიკაციო საზოგადოებას, რომლის ზედამხედველობის ქვეშაც იმყოფება გემი.

4. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის წერილობითი თანხმობის გარეშე გემის ნავსადგურიდან გასვლის შემთხვევაში ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მიერ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები გემის ნავსადგურში დასაბრუნებლად. იმ შემთხვევაში, თუ გემის კაპიტანი, გაფრთხილების მიუხედავად, არ დაემორჩილა ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის განკარგულებას გემის ნავსადგურში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გემთმფლობელს და აღნიშნული გემის სავარაუდო შესვლის ნავსადგურს, აგრეთვე სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტსა და სანაპირო დაცვა