1. გემის ნავსადგურში შესვლის ან ნავსადგურიდან გასვლისას თევზსაჭერი, სპორტული, სასეირნო და სხვა მცურავი ობიექტები უნდა განთავსდნენ გემის სვლაგეზისგან მოშორებით, არ გადაეღობონ გემის მოძრაობას და მისცენ მას თავისუფალი მანევრირების საშუალება.
2. ნავსადგურში შემსვლელ გემსა და ნავსადგურიდან გამსვლელ გემებს შორის უპირატესობა ენიჭება ნავსადგურიდან გამსვლელ გემს, რის შესახებ ორივე გემი დამატებით და დროულად უნდა იყოს ინფორმირებული VTS ოპერატორის მიერ.
3. ნავსადგურში გემების შესვლა/გასვლა ფორმდება ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურში სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად. გემის გასვლის შემთხვევაში გემს ეძლევა წერილობითი დასტური – „Harbour Master Clearance“.
4. განაცხადი გემის ნავსადგურში შესვლის შესახებ, ასევე ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის გადაწყვეტილება გემის ნავსადგურში შესვლის ან ნავსადგურიდან გასვლის თაობაზე უნდა გადაიცეს ულტრამოკლეტალღური რადიოსადგურით ან/და სხვა ხელმისაწვდომი საშუალებები