1. გემის კაპიტანი, თავისუფალი პრაქტიკის მიღებისას, ვალდებულია გემის აგენტს გადასცეს ამ წესების დანართი №3-ით გათვალისწინებული საბუთები, გარდა ამ წესების მე-10 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. გემის ნავსადგურში ყოფნისას გემის კაპიტანი პასუხისმგებელია გემის უსაფრთხო დგომაზე, ეკიპაჟის და ტვირთის უსაფრთხოებაზე.
3. გემის ნავსადგურში ყოფნისას გემის კაპიტანი პასუხისმგებელია თავისი გემიდან მოახდინოს ზღვისა და ატმოსფეროს/ჰაერის დაბინძურების პრევენცია MARPOL კონვენციის შესაბამისად.
4. გემის ნავსადგურში ყოფნისას გემის კაპიტანი ვალდებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი გადასცეს ადგილობრივ ხელისუფლებას.
5. გემის რეისში გასვლისათვის მზადყოფნაზე პასუხისმგებელია გემის კაპიტანი/გემთმფლობელ