1. გემის კაპიტანს გააჩნია უპირატესი მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გემის უსაფრთხოებასთან და უშიშროებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2. თუ, კაპიტნის პროფესიული განსჯის მიხედვით, გემზე მოქმედი უშიშროების და უსაფრთხოების მოთხოვნებს შორის წარმოიშობა კონფლიქტი, კაპიტანს შეუძლია უპირატესობა მიანიჭოს უსაფრთხოების ზომებს და მიიღოს ისეთი დროებით უშიშროების ზომები, რომელთაც არსებულ ვითარებაში მიიჩნევს საუკეთესოდ.

3. უშიშროების ყველა დონეზე, უშიშროებასთან დაკავშირებული ინციდენტისას, კაპიტანს შეუძლია შესაბამის უწყებებს მოსთხოვოს ახსნა-განმარტება და ცვლილების შეტანა მათ მიერ მოცემულ ინსტრუქციებში, თუ ეს გემს საფრთხეში ადგებ