რეგულირებად გემებზე უნდა იყოს დანერგილი არალეგალური მგზავრობისა და გემზე მოხვედრის პრევენციის , ასევე მგზავრებზე რეაგირების შემდეგი ზომები:
ა) ჩაკეტილი კარები, ხუფები, სათავსოები, აღჭურვილობის შესანახი ოთახები, ტრიუმები, სამანქანე განყოფილება და ეკიპაჟისა და მგზავრების კაიუტები;
ბ) გემის საცხოვრებელ ნაწილში შემავალი კარები ასევე უნდა იყოს უსაფრთხო და იკეტებოდეს ისე, რომ ტოვებდეს მხოლოდ ერთ ღია შესასვლელს. უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩაკეტილი კარების გასაღები უნდა ინახებოდეს ხელმისაწვდომ ადგილას, რათა შესაძლებელი იყოს კარების გაღება საგანგებო მდგომარეობის დროს;
გ) სათავსოები, აღჭურვილობის შესანახი ოთახები გემბანზე, სამანქანე განყოფილება და კაიუტები ჩაკეტილი უნდა იყოს გემის ნავსადგურში ყოფნის დროს;
დ) დერეფნებზე განხორციელდეს თვალთვალი;
ე) იმ ტერიტორიების შემოწმება, რომელთა რეგულარულად დაკეტვა შეუძლებელია;
ვ. უბილეთო მგზავრის აღმოჩენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შესაბამის უწყებებს. თუმცა, რადგან ზოგიერთი უბილეთო მგზავრი შეიძლება იყოს საფრთხის წყარო, არ არის რეკომენდირებული პირდაპირი ჩარევა, რათა გემის და ეკიპაჟის უშიშროება არ დადგეს რისკის ქვე