თავი III — გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა
1. გემის კაპიტნის ბრძანება მისი კომპეტენციის ფარგლებში ზედმიწევნით უნდა შეასრულოს გემზე მყოფმა ყველა პირმა. თუ გემზე მყოფი რომელიმე პირი კაპიტნის ბრძანებას არ შეასრულებს, კაპიტანი ვალდებულია მის მიმართ შესაბამისი ზომები მიიღოს.
2. გემის კაპიტნის უფლებამოსილება მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) იმ უფლებას, რომ მან უარი თქვას გემის სანაოსნოდ გაყვანაზე, როდესაც გემი უსაფრთხოდ არ მიაჩნია, გემზე ასვლაზე უარი განუცხადოს ნებისმიერ პირს, გარდა სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირისა, რომელიც ასრულებს მოვალეობას „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, ასევე უარი თქვას ნებისმიერი სახის ტვირთის დატვირთვაზე.
3. თუ გემის კაპიტანი პროფესიული განსჯის საფუძველზე მიიჩნევს, რომ არსებობს კონფლიქტი გემის მიმართ წაყენებულ საზღვაო უშიშროების მოთხოვნასა და საზღვაო უსაფრთხოების მოთხოვნას შორის, იგი უპირატესობას ანიჭებს საზღვაო უსაფრთხოების მოთხოვნას, საჭიროების შემთხვევაში იღებს დროებით ზომებს საზღვაო უშიშროებისთვის და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-693აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.06.2018
…გაწევის შესახებ’’ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის დებულებათა და 2011 წლის მაისში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად. აღნიშნული სერტიფიკატების დონე ზემოაღნიშნული შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობის ცოდნას სავალდებულოდ მიიჩნევს. საქართველოს საზღვაო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მთელი რეისის განმავლობაში გემის კაპიტანს ევალება გემის ზღვაოსნობა უნარიანობის უზრუნველყოფა, რაც თავისთავად გულისხმობს როგორც ტექნიკურ, ასევე - სამართლებრივ ზღვაოსნობაუნარიანობას.
საქმე №2კ-68დად.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2001
მ-შვილმა, საქართველოს საზღვაო კოდექსის 48-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, საწვავის გარეშე მიატოვა ეკიპაჟის 4 წევრი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლი 18— სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 73. კაპიტნის გადაწყვეტილება— „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესის“ დამტკიცების შესახებ
მუხლი 46— ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი“, მუხლი 48, №715, 15.05.1997, სარეგისტრაციო კოდი 400.010.020.05.001.000.212 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29908/muxli-48/