1. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლოებს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს განზრახული აქვთ განახორციელონ იძულებითი ღონისძიებები ან ჩაატარონ გამოძიება წარმდგენი სახელმწიფოს გემზე, რომელიც იმყოფება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდა და ტერიტორიულ წყლებში ან შიდა წყალსავალ გზებზე, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ხელისუფლებმა წინასწარ უნდა შეატყობინონ ამის შესახებ საკონსულო თანამდებობის პირს, რათა მას ჰქონდეს შესაძლებლობა დაესწროს ასეთი ღონისძიებების განხორციელებას. თუ საკონსულო თანამდებობის პირი არ ესწრება ასეთი ღონისძიებების განხორციელებას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები მისი თხოვნით წერილობითი ფორმით ატყობინებენ მას ამის შესახებ. თუ ღონისძიებების ჩატარების სასწრაფო ხასიათი არ იძლევა საკონსულო თანამდებობის პირის წინასწარი შეტყობინების საშუალებას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები წერილობითი ფორმით ატყობინებენ ამ ფაქტის და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ საკონსულო თანამდებობის პირს მისი შესაბამისი თხოვნის გარეშეც.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები გამოიძახებენ ნაპირზე წარმდგენი სახელმწიფოს გემის კაპიტანს ან ეკიპაჟის რომელიმე წევრს გემთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენების მისაცემად.
3. იმ შემთხვევების გარდა, როცა ეს ხორციელდება საკონსულო თანამდებობის პირის ან წარმდგენი სახელმწიფოს გემის კაპიტნის თხოვნით ან ნებართვით, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო ან სხვა კომპეტენტური ორგანოები არ ერევიან წარმდგენი სახელმწიფოს გემის საშინაო საქმეებში, რომლებიც ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის ეკიპაჟის წევრებს შორის ურთიერთობა, შრომითი ურთიერთობა, დისციპლინა გემზე და გემთან დაკავშირებული სხვა შიდა ხასიათის ღონისძიებები, თუ ამასთანავე არ ირღვევა კანონები და წესები, რომლებიც ეხება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სიმშვიდესა და უშიშროების უზრუნველყოფას.
4. ამ მუხლის დებულებანი არ ეხება ჩვეულებრივ ღონისძიებებს, რომელიც დაკავშირებულია საბაჟო შემოწმებასთან, საპასპორტო და სანიტარულ კონტროლთან დაკავშირებულ და სხვა ღონისძიებებთან, რომლებსაც ახორციელებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები გემის კაპიტნის თხოვნით ან მისი ან საკონსულო თანამდებობის პირის თანხმობი