1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულებას შეუძლია აკრიფოს საკონსულო აქტების შესრულებისათვის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოსაკრებელი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხები და ასეთი თანხების მიღების ქვითრები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადის, მოსაკრებლისა და ბაჟისაგან.

3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ნებას რთავს საკონსულო დაწესებულებას ასეთი სახით მიღებული თანხები შეიტანოს თავის საბანკო ანგარიშზ