1. თუ წარმდგენი სახელმწიფოს გემმა მარცხი განიცადა, თავთხელზე გაირიყა ან სხვაგვარად დაზიანდა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდა ან ტერიტორიულ წყლებში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შესაძლო მოკლე ვადაში ატყობინებენ ამის შესახებ საკონსულო თანამდებობის პირს და აცნობებენ მას გემის მგზავრებისა და ეკიპაჟის, გემისა და მისი ტვირთის გადასარჩენად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
2. საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია დახმარება გაუწიოს წარმდგენი სახელმწიფოს გემს, მისი ეკიპაჟის წევრებს და იმ მგზავრებს, რომლებიც წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ან სთხოვოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ასეთი დახმარების გაწევა.
3. თუ წარმდგენი სახელმწიფოს გემის მფლობელს, კაპიტანს ან სხვა უფლებამოსილ პირს არა აქვს საშუალება განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები გემისა და მისი ტვირთის დაცვისა და გადარჩენის უზრუნველსაყოფად ან განსაკარგავად, წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირი მფლობელის სახელით ახორციელებს ღონისძიებებს მარცხგანცდილი გემისა და ქონების შესანახად და განსაკარგავად ან მიმართავს თხოვნით ადგილსამყოფელ სახელმწიფოს განახორციელოს ასეთი ღონისძიებები.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებანი გამოიყენება აგრეთვე წარმდგენი სახელმწიფოს ან მესამე სახელმწიფო მოქალაქის კუთვნილი საგნების მიმართ, რომლებიც ნაპოვნია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს წყლებში ან ნაპირზე ან მიტანილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნავსადგურში.
5. წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას უწევენ საკონსულო თანამდებობის პირს წარმდგენი სახელმწიფოს გემის გადარჩენასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას.
6. წარმდგენი სახელმწიფოს გემი, რომელიც დაზიანდა, აგრეთვე მისი ტვირთი და ქონება თავისუფლდება საბაჟო გადასახადების, მოსაკრებლების და ბაჟისაგან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, იმ შემთხვევების გარდა, როცა გემი ან მისი ტვირთი დატოვებულია ამ სახელმწიფოში ბაჟის გადასახდელა