(1) თუ წარმდგენი სახელმწიფოს გემმა განიცადა მარცხი, თავთხელზე გაირიყა ან დაიღუპა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდა ან ტერიტორიულ წყლებში, პორტების ჩათვლით, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შესაძლო მოკლე ვადაში ატყობინებენ საკონსულო თანამდებობის პირს აღნიშნული ინციდენტების შესახებ.

(2) მოცემული მუხლის (1) პუნქტში ჩამოთვლილ შემთხვევებში ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები თავისი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ საჭირო ზომებს გემის, მგზავრების, ეკიპაჟის, გემის მოწყობილობის, ტვირთის, მარაგის და გემბანზე არსებული სხვა ნივთების დასაცავად, ასევე გემბანზე არსებული ქონებისათვის ზიანის მიყენებისა და უწესრიგობის თავიდან აცილების ან აღმოფხვრის მიზნით. ეს ზომები ვრცელდება როგორც გემზე განლაგებულ ნივთებზე, ასევე გემიდან გადავარდნილ ნივთებზე, და მიღებული ზომების შესახებ ეცნობება საკონსულო თანამდებობის პირს. აღნიშნული ორგანოები უზრუნველყოფენ საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ზიანის, თავთხელზე გარიყვის ან გემის დაღუპვასთან დაკავშირებით სათანადო ზომების მიღებას.

(3) წარმდგენი სახელმწიფოს გემის დაღუპვის შემთხვევაში, თუ მის გემბანზე არსებული მოწყობილობა, ტვირთი, მარაგი ან სხვა ნივთები აღმოჩნდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნაპირზე ან მახლობლად, ან თუ ეს ნივთი მიტანილი იქნება ამ სახელმწიფოს პორტში და არ აღმოჩნდება ადგილზე გემის კაპიტანი, მისი რწმუნებული, გემის ბროკერი ან სადაზღვევო აგენტი, ან თუ ეს პირები ვერ შეძლებენ აღნიშული ნივთების შესანახად სათანადო ზომების მიღებას, ამ შემთხვევაში საკონსულო თანამდებობის პირს აქვს უფლება, მიიღოს ის ზომები, რომელებსაც გაატარებდა გემის კაპიტანი მისი ადგილზე ყოფნის შემთხვევაში.

(4) საკონსულო თანამდებობის პირს ასევე აქვს უფლება, ამ მუხლის (3) პუნქტის თანახმად მიიღოს ზომები წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის კუთვნილ ან იმ ნებისმიერ ნივთთან დაკავშირებით, რომელიც იყო გემზე ან ამოღებულ იქნა გემის ტვირთიდან, მიტანილ იქნა პორტში ან ნაპოვნია ნაპირზე ან მის მახლობლად, ან დაზიანებულ, თავთხელზე გამორიყულ თუ დაღუპულ გემზე. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ საკონსულო თანამდებობის პირს ასეთი ნივთის არსებობის შესახებ.

(5) საკონსულო თანამდებობის პირს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს გემის დაზიანების, თავთხელზე გარიყვის ან გემის დაღუპვის მიზეზის ამოსაცნობად დაწყებულ გამოძიებაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისა