(1) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ ატყობინებენ საკონსულო თანამდებობის პირს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც, გარდაცვლილის მოქალაქეობის მიუხედავად, დაკავშირებულია გარდაცვლილის სამემკვიდრეო ქონებასთან, რომელშიც დაინტერესებულია წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე მემკვიდრის ან მემკვიდრეობის უფლებების მქონე პირის სახით.

(2) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები, თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად, მიიღებენ აუცილებელ ზომებს გარდაცვლილის ქონების დაცვისა და საკონსულო თანამდებობის პირისათვის გარდაცვლილის ანდერძის, თუ ასეთი არსებობს, ასლის მიწოდების მიზნით. ეს ორგანოები საკონსულო თანამდებობის პირს მიაწვდიან ასევე ინფორმაციას მემკვიდრეობის უფლების მქონეთა, მათი მუდმივი თუ დროებითი ადგილსამყოფლის, გარდაცვლილის ქონების ღირებულებისა და ოდენობის შესახებ, სოციალური დაზღვევის, შემოსავლის თუ სადაზღვევო პოლისის შედეგად ამონაგები თანხების ჩათვლით. ამავე ორგანოებმა უნდა აცნობონ გარდაცვლილის ქონებაზე საპროცესო მოქმედებათა დაწყების თარიღის ან მიმდინარეობის შესახებ.

(3) საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია თავისი წარმომადგენლობის საშუალებით, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, წარმოადგინოს წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც უფლებამოსილია ან აქვს პრეტენზია გარდაცვლილის ქონებაზე ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლოსა და სხვა კომპეტენტური ორგანოების წინაშე. ასეთმა მემკვიდრემ, რომელიც დანიშნულების ადგილზე არ იმყოფება, არ უნდა დანიშნოს სხვა რწმუნებული.

(4) საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მოსთხოვოს:

(ა) გარდაცვლილი პირის ქონების შენახვა, დალუქვა ან ლუქის მოხსნა, აგრეთვე მეურვის დანიშვნა გარდაცვლილის ქონებაზე და მონაწილეობის მიღება ასეთ ოპერაციებში;

(ბ) გარდაცვლილი პირის ქონების ნაწილის გაყიდფა და გაყიდვის თარიღის შეტყობინება, რათა მან შეძლოს გაყიდვაზე დასწრება;

(5) გარდაცვლილის ქონებასთან დაკავშირებით აღძრული სასამართლო პროცესის და მასთან დაკავშირებული ფორმალობების შესრულების შემდეგ, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები აღნიშნულის შესახებ დროულად შეატყობინებენ საკონსულო თანამდებობის პირს და ვალებისა და გადასახადების გადახდის შემდეგ ნებას მისცემენ სამი თვის მანძილზე მიიღოს მემკვიდრეობა ან იმ პირის წილი, რომელსაც ისინი წარმოადგენენ მისი ბენეფიციარისათვის გადაცემის მიზნით;

(6) თუ გარდაცვლილის ქონების ღირებულება უმნიშვნელოა, საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ქონების მისთვის გადაცემა. ამ შემთხვევაში მას ექნება ქონების სხვა დაინტერესებული პირებისათვის გადაცემის უფლება.

(7) საკონსულო თანამდებობის პირს აქვს უფლება, მიიღოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის განკუთვნილი მემკვიდრეობა ან ქონების გარკვეული წილი მისი იმ პირთათვის გადაცემის მიზნით, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში. მას აქვს ასევე უფლება, მიიღოს ფულის გარკვეული რაოდენობა, რომელიც განკუთვნილია დაინტერესებული პირებისათვის ანაზღაურების, პენსიის, სოციალური დაზღვევის, ხელფასისა და სადაზღვევო პოლისის სახით.

(8) თუ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, გარდაიცვალა მისი ამ სახელმწიფოში დროებითი ყოფნის დროს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან დაიცვან მისი ქონება და შემდგომ სპეციალური პროცედურის გარეშე გადაუგზავნონ წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირს. საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია დაფაროს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ყოფნის დროს გარდაცვლილი პირის მიერ აღებული ვალები. გადახდილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ქონების ღირებულებას.

(9) ამ მუხლის დებულებების თანახმად, წარმდგენ სახელმწიფოში ქონების გადაცემა განხორციელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისა