1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შესაძლო უმოკლეს ვადაში ატყობინებენ საკონსულო თანამდებობის პირს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის მისი საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე გარდაცვალების შესახებ, აგრეთვე საკონსულო თანამდებობის პირს ინფორმაციას აწვდიან სამემკვიდრო ქონების, ანდერძის არსებობის, აგრეთვე იმის თაობაზე, რომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი ან წარმოდგენილი რომელიმე პირი დანიშნულია ამ ქონების განმკარგავად.

2. საკონსულო თანამდებობის პირს მემკვიდრეობის არსებობისას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლება აქვს დაესწროს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ქონების აღწერის შედგენას და მიიღოს ზომები სამემკვიდრო ქონების დასაცავად.

3. თუ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გარდაცვლილი პირის, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, მემკვიდრეობის უფლება აქვს, ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლვი აწვდიან ინფორმაციას ამის თაობაზე საკონსულო დაწესებულებას.

4. თუ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მემკვიდრეობის უფლება ან პრეტენზია აქვს, მაგრამ არც მას, არც მის წარმომადგენელს არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება მემკვიდრეობის საქმის განხილვაში, საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია პირადად ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით წარმოადგინოს ეს მოქალაქე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებში.

5. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს, წარმდგენი სახელმწიფოს იმ მოქალაქის სახელით, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, მიიღოს აღნიშნული მოქალაქისათვის გადასაცემად ნებისმიერი მემკვიდრეობა ამ სახელმწიფოში, რომელიც მას ეკუთვნის.

6. თუ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, გარდაიცვლება იქ, საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს, დროებით შესანახად მიიღოს გარდაცვლილის ყველა დოკუმენტი, ფულადი სახსრები, ფასეულობა და პირადი ქონება მემკვიდრეების, განმკარგავის ან სხვა რწმუნებული პირისათვის გადასაცემად.

7. საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის სახელით, თუ ეს უკანასკნელი არ იმყოფება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მიიღოს სასამართლოსაგან, ხელისუფლების ან ცალკეული პირებისაგან ფული ან სხვა საკუთრება, რომელზეც ზემოაღნიშნულ მოქალაქეს აქვს უფლება სამემკვიდრო ქონების და იმ გადასახდელების ჩათვლით, რომლებიც გადახდილია უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით, კომპენსაციების გაცემის შესახებ კანონების თანახმად, აგრეთვე სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პოლისის გადასახდელი თანხის ჩათვლით.

8. ამ მუხლის 4, 5, 6, 7 პუნქტებთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისას საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია დაიცვას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესებ