1. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს:

1.1. კავშირი ჰქონდეს და მოინახულოს საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე მყოფი წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი მოქალაქე, ხოლო ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ ხელი არ უნდა შეუშალოს ურთიერთობას წარმდგენ სახელმწიფოს მოქალაქესა და საკონსულო დაწესებულებას შორის, არ შეზღუდოს ამ მოქალაქეთა საკონსულო დაწესებულებაში მისვლა;

1.2. დროებითი შენახვისათვის მიიღოს წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი მოქალაქის ქონება, ფულადი სახსრები, ფასეულობა და დოკუმენტები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობასა და წესებს;

1.3. შეკითხვით მიმართოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, რათა დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია ყოველი იმ შემთხვევის თაობაზე, რომლის შედეგიც მატერიალური ზარალი და ადამიანთა მსხვერპლი, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაკავება და უბედური შემთხვევაა და რომელთანაც დაკავშირებული არიან წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქენი;

1.4. დახმარებისათვის მიმართოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს წარმდგენი სახელმწიფოს უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეთა ძებნაში;

2. თუ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად არ შეუძლია დროულად დაიცვას თავისი უფლებები და ინტერესები, საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია წარმოადგინოს იგი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო და სხვა კომპეტენტურ ორგანოებში, ან უზრუნველყოს ადეკვატური წარმომადგენლობა მანამდე, სანამ აღნიშნული მოქალაქე არ დანიშნავს თავის წარმომადგენელს ან პირადად არ დაიცავს თავის უფლებებსა და ინტერესებ