საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს:

1. დაიცვას წარმდგენი სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების უფლებები და ინტერესები, დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მათ.

2. ხელი შეუწყოს სავაჭრო, ეკონომიკური, სამართლებრივი, ტურისტული, ეკოლოგიური, სამეცნიერო-ტექნიკური, საინფორმაციო, კულტურული, ჰუმანიტარული კავშირებისა და განათლებისა და სპორტის დარგში კავშირების განვითარებას წარმდგენ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის, აგრეთვე დაეხმაროს სხვაგვარად მათ შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას.

3. ყველა კანონიერი გზით გაარკვიოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო ცხოვრების პირობები და მომხდარი მოვლენები, მათ შესახებ აცნობოს წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობას.

4. შეასრულოს წარმდგენი სახელმწიფოს მიერ საკონსულო დაწესებულებისათვის დაკისრებული სხვა ფუნქციები, რომლებიც აკრძალული არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესები