საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს:
1. გასცეს, განაახლოს, ჩამოართვას, გააუქმოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა პასპორტები, გააგრძელოს მათი მოქმედების ვადა, შეიტანოს მათში აუცილებელი აღნიშვნები, აგრეთვე მოქალაქეებს მისცეს სხვა დოკუმენტები, რომლებიც იძლევიან საზღვრის გადაკვეთის უფლებას.
2. გასცეს, გააგრძელოს, გააუქმოს წარმდგენ სახელმწიფოში შესასვლელი და გამოსასვლელი ვიზები, აგრეთვე ვიზები მის ტერიტორიაზე სატრანზიტო მგზავრობისათვი