1. წარმდგენი სახელმწიფო თავისი კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინასწარ წერილობით ატყობინებს:

1.1. საკონსულო დაწესებულების მუშაკების სახელს, გვარს, მოქალაქეობას, რანგს, თანამდებობას, მათი ჩასვლისა და საბოლოო გამომგზავრების, ან მათი ფუნქციების შეწყვეტის თარიღს, აგრეთვე საკონსულო დაწესებულების მუშაობის პერიოდში მათი სტატუსის ყოველგვარი ცვლილების შესახებ;

1.2. საკონსულო დაწესებულების თითოეული მუშაკის ოჯახის წევრის სახელს, გვარს, ჩასვლისა და საბოლოო გამომგზავრების თარიღს, აგრეთვე იმას, რომ ესა თუ ის პირი გახდა ან აღარ არის ასეთი ოჯახის წევრი.

2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფლება, ამ სახელმწიფოში დადგენილი წესის შესაბამისად, საკონსულო დაწესებულების მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებზე უფასოდ გასცემს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, რომელიც ადასტურებს მათი, როგორც საკონსულო დაწესებულების მუშაკების და მათი ოჯახის წევრების სტატუსს, იმ პირების გამოკლებით, რომლებიც არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები ან იქ მუდმივად მაცხოვრებლებ