1. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს:

1.1. აწარმოოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა აღრიცხვა;

1.2. მიიღოს ნებისმიერი განცხადება მოქალაქეობის საკითხებზე;

1.3. მიიღოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან შეტყობინებები წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ, რეგისტრაციაში გაატაროს ასეთ მოქალაქეთა დაბადება და გარდაცვალება და შეადგინოს შესაბამისი აქტები;

1.4. წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში გაატაროს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა ქორწინება და განქორწინება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ ათავისუფლებენ დაინტერესებულ პირებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების დაცვის მოვალეობისაგა