1. თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურს არ შეუძლია შეასრულოს თავისი ფუნქციები, ან თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურის თანამდებობა ვაკანტურია, საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციები შეუძლია დროებით შეასრულოს საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა.
2. საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციების დროებითი შემსრულებლის სრულ სახელსა და გვარს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინასწარ აცნობებს საკონსულო დაწესებულების მეთაური ან, თუ მას ეს არ შეუძლია, წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი კომპეტენტური ორგანო.
3. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ეხმარებიან და იცავენ საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს. საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შესრულებისას მასზე ამ კონვენციის დებულებანი ისევე ვრცელდება, როგორც საკონსულო დაწესებულების მეთაურზ