1. ადგილსამყოფელი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ ატყობინებენ წარმდგენი სახელმწიფოს შესაბამის საკონსულო თანამდებობის პირს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის დაკავების, დაპატიმრების, მსჯავრდების ან სხვაგვარად მისი თავისუფლების შეზღუდვის შესახებ. იმავდროულად ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ გადასცემენ საკონსულო დაწესებულებას ამ პირისგან მიღებულ და მათთვის განკუთვნილ ნებისმიერ შეტყობინებას.
2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ, წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის დაკავების, დაპატიმრების, მსჯავრდების ან სხვაგვარად თავისუფლების შეზღუდვის შემდეგ,უზრუნველყოფენ საკონსულო თანამდებობის პირის უფლების რეალიზებას – მოინახულოს ან კავშირი დაამყაროს ასეთ მოქალაქესთან, აღმოუჩინოს საჭირო, მათ შორის სამართლებრივი დახმარება.
3. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ ატყობინებენ წარმდგენი სახელმწიფოს შესაბამის მოქალაქეს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მის უფლებებს.
4. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული უფლებები ხორციელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, ოღონდ იმ პირობით, რომ აღნიშნული კანონები და წესები არ უნდა აუქმებდეს ამ უფლებებ