1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ წარმდგენი სახელმწიფოს შესაბამის საკონსულო თანამდებობის პირს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის დაკავების, დაპატიმრების ან ნებისმიერი სხვა სახით თავისუფლების შეზღუდვის შესახებ.
იმავდროულად ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ გადასცემენ ამ პირის ნებისმიერ ცნობას, რომელიც განკუთვნილია საკონსულო დაწესებულებისათვის.
2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები, მაგრამ არა უგვიანეს ოთხი დღისა წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის დაკავების, დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის მომენტიდან, უზრუნველყოფენ საკონსულო თანამდებობის პირის უფლებას მოინახულოს ან დაუკავშირდეს ასეთ მოქალაქეს.
3. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები წარმდგენი სახელმწიფოს შესაბამის მოქალაქეს ატყობინებენ მისი უფლებების შესახებ, ამ მუხლის 1 და 2 პუნქტების შესაბამისად.
4. მოცემული მუხლის 1 და 2 პუნქტებში მითითებული უფლებები ხორციელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ზემოთ ხსენებული კანონები და წესები არ უნდა აუქმებდნენ ამ უფლებებ