დახმარების გაწევა

1. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს:

1.1. ურთიერთობა ჰქონდეს და მოინახულოს წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც იმყოფება საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე, ხოლო ადგილსამყოფელი სახელმწიფო არ დააბრკოლებს ურთიერთობებს საკონსულოსა და წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის და არ შეზღუდავს მათ დაშვებას საკონსულო დაწესებულებაში.

1.2. დროებით შესანახად მიიღოს წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი მოქალაქისა და იურიდიული პირის ფულადი სახსრები, ფასეულობები და დოკუმენტები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობასა და წესებს,1.3. მოითხოვოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან ინფორმაციის დაუყოვნებლივი მიწოდება ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომლის შედეგადაც სახეზეა ადამიანთა მსხვერპლი და მატერიალური ზარალი, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაკავება და უბედური შემთხვევები, რომლებთანაც დაკავშირებულნი არიან წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები,1.4. დახმარებისათვის მიმართოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს წარმდგენი სახელმწიფოს უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების ძებნაში.

2. იმ შემთხვევაში, თუკი წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეს არ შეუძლია დროულად დაიცვას თავისი უფლებები და ინტერესები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს წარმოადგინოს იგი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებში ან უზრუნველყოს მისთვის ადეკვატური წარმომადგენლობა მანამ, სანამ იგი არ დანიშნავს თავის წარმომადგენელს ან არ შეძლებს თავად დაიცვას თავისი უფლებები და ინტერესებ