1. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს:
1.1. ურთიერთობა ჰქონდეს და მოინახულოს წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც იმყოფება საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე, ხოლო ადგილსამყოფელი სახელმწიფო არ დააბრკოლებს ურთიერთობებს საკონსულოსა და წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის და არ შეზღუდავს მათ დაშვებას საკონსულო დაწესებულებაში.
1.2. დროებით შესანახად მიიღოს წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი მოქალაქისა და იურიდიული პირის ფულადი სახსრები, ფასეულობები და დოკუმენტები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობასა და წესებს.
1.3. მოითხოვოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან ინფორმაციის დაუყოვნებლივი მოწოდება, ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომლის შედეგადაც სახეზეა ადამიანთა მსხვერპლი და მატერიალური ზარალი, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაკავება და უბედური შემთხვევები, რომლებთანაც დაკავშირებულნი არიან წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები.
1.4. დახმარებისათვის მიმართოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს წარმდგენი სახელმწიფოს უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების ძებნაში.
2. იმ შემთხვევაში, თუკი წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეს არ შეუძლია დროულად დაიცვას თავისი უფლებები და ინტერესები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს წარმოადგინოს იგი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებში ან უზრუნველყოს მისთის ადეკვატური წარმომადგენლობა მანამ, სანამ იგი არ დანიშნავს თავის წარმომადგენელს ან არ შეძლებს თავად დაიცვას უფლებები და ინტერესები
საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია
მუხლი 14. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები
- მუხლი 9. ზოგადი დებულებები
- მუხლი 10. მოქალაქეობასთან და მოქალაქეობრივ მდგომარეობასთან დაკისრებული ფუნქციები
- მუხლი 11. პასპორტებთან და ვიზებთან დაკავშირებული ფუნქციები
- მუხლი 12. ლეგალიზაცია და დადასტურება
- მუხლი 13. შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების და მონახულების შესახებ
- მუხლი 15. მეურვეობა და მზრუნველობა
- მუხლი 16. შეტყობინება გარდაცვალების შესახებ
- მუხლი 17. მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ფუნქციები
- მუხლი 18. დახმარება, გაწეული წარმდგენი სახელმწიფოს ხომალდებისადმი
- მუხლი 19. წარმდგენი სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია“, მუხლი 14. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1218398/muxli-14/