საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს:
1. დაიცვას წარმდგენი სახელმწიფოს, თავისი მოქალაქეების, ასევე იურიდიული პირების უფლებები, დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მათ საერთაშორისო სამართლისა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებით დაშვებულ ფარგლებში.
2. ხელი შეუწყოს სავაჭრო, ეკონომიკური, სამართლებრივი, ტურისტული, კულტურული, ეკოლოგიური, სამეცნიერო-ტექნიკური, ინფორმაციული, ჰუმანიტარული კავშირების და ურთიერთობების განვითარებას წარმდგენ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის განათლების სფეროში, ასევე ხელი შეუწყოს მეგობრულ ურთიერთობებს სხვა საშუალებითაც.
3. ყველა კანონიერი საშუალებით დაადგინოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო ცხოვრების მოვლენები და პირობები და აცნობოს მათ შესახებ წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობას.
4. შეასრულოს საკონსულო დაწესებულებაზე წარმდგენი სახელმწიფოს მიერ დაკისრებული სხვა ფუნქიცები, რომლებიც აკრძალული არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით