1. საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნისათვის წარმდგენმა სახელმწიფომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოსაგან უნდა მიიღოს წინასწარი თანხმობა. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამაზე თანახმა არ არის, იგი ვალდებული არ არის შეატყობინოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილების მოტივი.
2. წარმდგენი სახელმწიფო ადგილსამყოფელი სახელ;მწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცემს საკონსულო პატენტს ან შეტყობინებას საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნის შესახებ.
3. საკონსულო პატენტის წარდგენის შემდეგ ადგილსამყოფელი სახელმწიფო შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გასცემს ეგზეკვატურას საკონსულო დაწესებულების მეთაურზე.
4. საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუძლია შეუდგეს თავისი მოვალეობების შესრულებას მას შემდეგ, როცა ადგილსამყოფელი სახელმწიფო გასცემს მასზე ეგზეკვატურას.
5. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ეგზეკვატურის გაცემამდე შეუძლია ნება დართოს საკონსულო დაწესებულების მეთაურს დროებით შეასრულოს თავისი ფუნქციები.
6. საკონსულო დაწესებულების მეთაურზე ეგზეკვატურის ან თავისი ფუნქციების დროებითი განხორციელბის შესახებ ნებართვის გაცემის შემდეგ, ადგილსამყოფელი სახელმწიფო დაუყოვნებლივ ატყობინებს საკონსულო ოლქის ხელისუფლებას და იღებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას, რათა საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუქმნას თავისი მოვალეობების განხორციელების შესაძლებლობა და სარგებლობდეს ყველა უფლებებით, შეღავათებით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც გათვალისწინებული წინამდებარე კონვენციით
საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია
მუხლი 3. საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. წინამდებარე კპონვენციაში ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
- მუხლი 2. საკონსულო დაწესებულების გახსნა
- მუხლი 4. საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციების დროებითი შესრულება
- მუხლი 5. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შეტყობინება დანიშვნის, ჩამოსვლისა და გამგზავრების თაობაზე
- მუხლი 7. ,,Persona non grata” - დ ან მიუღებლად გამოცხადებული პირები
- მუხლი 8. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები
- მუხლი 9. ზოგადი დებულებები
- მუხლი 10. მოქალაქეობასთან და მოქალაქეობრივ მდგომარეობასთან დაკისრებული ფუნქციები
- მუხლი 11. პასპორტებთან და ვიზებთან დაკავშირებული ფუნქციები
- მუხლი 12. ლეგალიზაცია და დადასტურება
- მუხლი 13. შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების და მონახულების შესახებ
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია“, მუხლი 3. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1218398/muxli-3/