1) ,,საკონსულო დაწესებულება” ნიშნავს ნებისმიერ გენერალურ საკონსულოს, საკონსულოს, ვიცე-საკონსულოს ან საკონსულო სააგენტოს;
2) ,,საკოპნსულო ოლქი” ნიშნავს რაიონს, რომელიც საკონსულო დაწესებულბას გამოეყოფა საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად;
3) ,,საკონსული დაწესებულების მეთაური” ნიშნავს პიროვნებას, რომელსაც დავალებული აქვს იმოქმედოს ამ სახით;
4) ,,საკონსულო თანამდებობის პირი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, მათ შორის საკონსულო დაწესებულების მეთაურს, რომელსაც ამ სახით დავალებული აქვს საკონსულო ფუნქციების შესრულება;
5) ,,საკონსულოს მოსამსახურე” ნიშნავს პირს, რომელიც საკონსულო დაწესებულებაში ასრულებს ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ მოვალეობებს;
6),,მომსახურე პერსონალის მუშაკი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ასრულებს საკონსულო დაწესებულების მომსახურების მოვალეობას;
7) ,,საკონსულო დაწესებულების მუშაკი” ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს, საკონსულოს მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალის მუშაკებს;
8) ,,ოჯახის წევრი” ნიშნავს საკონსულო დაწესებულების მუშაკის მეუღლეს, შვილებს, მშობლებს და აგრეთვე სხვა პირებს, რომლებიც ცხოვრობენ მასთან ერთად და რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან;
9) ,,საკონსულო კარ-მიდამო” ნიშნავს მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მიზნებისათვის გამოყენებულ შენობებს ან შენობათა ნაწილებს და მიმდებარე მიწის ნაკვეთებს, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს მათზე საკუთრების უფლება;
10) ,,საკონსულო არქივები” გულისხმობს ყველა იმ ქაღალდს, დოკუმენტს, კორესპონდენციას, წიგნს, ფილმს, დაგროვების ტექნიკურ საშუალებას, ინფორმაციის შენახვისა და გამოყენების საშუალებას, საკონსულო დაწესებულების რეესტრს შიფრების, კოდების, კარტოთეკებისა და მათი დაცვისა და შენახვისათვის განკუთვნილი ნებისმიერი საავეჯო საგნების ჩათვლით;
11) ,,ხომალდი” ნიშნავს ყველა იმ საქალაქო ხომალდს, რომელსაც აქვს წარმდგენი სახელმწიფოს დროშის აღმართვის უფლება;
12) ,,საჰაერო ხომალდი” ნიშნავს ნებისმიერ სამოქალაქო საჰაერო ხომალდს, რომელსაცაქვს წარმდგენი სახელმწიფოს ამოსაცნობი ნიშნების გამოყენების უფლება.
ნაწილი II. საკონსულო ურთიერთობათა შესახებ ზოგადი დებულებებ
საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია
მუხლი 1. წინამდებარე კპონვენციაში ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. საკონსულო დაწესებულების გახსნა
- მუხლი 3. საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნა
- მუხლი 4. საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციების დროებითი შესრულება
- მუხლი 5. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შეტყობინება დანიშვნის, ჩამოსვლისა და გამგზავრების თაობაზე
- მუხლი 7. ,,Persona non grata” - დ ან მიუღებლად გამოცხადებული პირები
- მუხლი 8. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები
- მუხლი 9. ზოგადი დებულებები
- მუხლი 10. მოქალაქეობასთან და მოქალაქეობრივ მდგომარეობასთან დაკისრებული ფუნქციები
- მუხლი 11. პასპორტებთან და ვიზებთან დაკავშირებული ფუნქციები
- მუხლი 12. ლეგალიზაცია და დადასტურება
- მუხლი 13. შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების და მონახულების შესახებ
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია“, მუხლი 1. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1218398/muxli-1/