1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში ატყობინებენ საკონსულო თანამდებობის პირს საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, აგრეთვე საკონსულო თანამდებობის პირს აწვდიან ინფორმაციას სამკვიდრო ქონების, ანდერძის არსებობის შესახებ, აგრეთვე ამა თუ იმ პიროვნების, რომელიც იმყოფება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ ქონების განმკარგველად დანიშვნის შესახებ.
2. საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია ამ მუხლის 1 პუნქტის გათვალისწინებით, ქონების არსებობის შემთხვევაში, დაესწროს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ქონების აღწერას და მის დალუქვას.
3. იმ შემთხვევაში, როცა წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეს აქვს იმ პირის ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება, რომელიც გარდაიცვალა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მიუხედავად გარდაცვლილი პირის მოქალაქეობისა, ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ ატყობინებენ ამის შესახებ საკონსულო დაწესებულებებს.
4. თუ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეს აქვს უფლება ან პრეტენზია უფლებაზე, რომ მიიღოს მემკვიდრეობა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, მაგრამ არც მას და არც მის წარმომადგენელს არ შეუძიათ მონაწილეობა მიიღონ მემკვიდრეობის შესახებ საქმის განხილვაში, საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია პირადად ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობოთ წარმოადგინოს ეს მოქალაქე სასამართლოში, ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებში.
5. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის სახელით, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, მიიღოს ამ მოქალაქისათვის გადასაცემად ნებისმიერი სახის მემკვიდრეობა, რომელიც მას ეკუთვნის.
6. თუ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, გარდაიცვლება ამ სახელმწიფოში, საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს დროებითი შენახვის მიზნით მიიღოს ყველა დოკუმენტი, ფულადი სახსრები და გარდაცვლილის პირადი ქონება მათ მემკვიდრეებზე, განმკარგველებზე, ან სხვა უფლებამოსილ პირებზე გადასაცემად.
7. საკონსულო თანამდებობის პირს, წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის სახელით, თუკი ეს მოქალაქე არ იმყოფება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შეუძლია სასამართლოსაგან, ხელისუფლებისაგან და სხვა ცალკეული პირებისაგან მიიღოს ფული ან სხვა სახის საკუთრება, რომელზედაც მოცემულ მოქალაქეს უფლება აქვს ნებისმიერი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მათ შორის სამკვიდრო ქონების, უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაციის გადასახადების, აგრეთვე სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებული სადაზღვევო პოლისების გადასახადების ჩათვლით.
8. წინამდებარე მუხლის 4, 5, 6, 7 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქიცების განხორციელებისას საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია დაიცვას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესები
საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია
მუხლი 17. მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ფუნქციები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. პასპორტებთან და ვიზებთან დაკავშირებული ფუნქციები
- მუხლი 12. ლეგალიზაცია და დადასტურება
- მუხლი 13. შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების და მონახულების შესახებ
- მუხლი 14. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა
- მუხლი 15. მეურვეობა და მზრუნველობა
- მუხლი 16. შეტყობინება გარდაცვალების შესახებ
- მუხლი 18. დახმარება, გაწეული წარმდგენი სახელმწიფოს ხომალდებისადმი
- მუხლი 19. წარმდგენი სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის
- მუხლი 20. დახმარება ხომალდებისადმი, რომლებმაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდა ან ტერიტორიულ წყლებში განიცადეს ავარია, დაჯდნენ მეჩეჩზე ან სხვა რომელიმე მიზეზით არ ძალუძთ დამოუკიდებლად განაგრძონ ცურვა
- მუხლი 21. წარმდგენი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდი
- მუხლი 22. სამართლებრივი დოკუმეტების გადაცემა
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია“, მუხლი 17. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1218398/muxli-17/