დაკავშირებული ფუნქციები
1. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს:
1.1 აწარმოოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების აღრიცხვა;
1.2 მიიღოს მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადება;
1.3 ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღოს ცნობები წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების დაბადებასა და გარდაცვალების შესახებ, რეგისტრაცია გაუკეთოს ასეთ მოქალაქეების დაბადებისა და გარდაცვალებას და შეადგინოს შესაბამისი აქტები.
1.4 რეგისტრაცია გაუკეთოს ქორწინებას წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობასთან შესაბამისად;
1.5 რეგისტრაცია გაუკეთოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის განქორწინებას წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობასთან შესაბამისად.
2. მოცემული მუხლის 1 პუნქტის დებულებანი არ ათავისუფლებენ დაინტერესებულ პირებს მოვალეობისაგან, დაიცვან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესებ