ხომალდებისადმი

1. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს თავისი საკონსულო ოლქის ფარგლებში დახმარება გაუწიოს წარმდგენი სახელმწიფოს ხომალდებს, რომლებიც იმყოფებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდა წყლებში ან ტერიტორიულ ზღვაში, ამ ხომალდის კაპიტნებს და ეკიპაჟის წევრებს, აგრეთვე:

1.1 ავიდეს ხომალდის გემბანზე, გამოკითხოს კაპიტანი და ეკიპაჟის ნებისმიერი წევრი, აგრეთვე მიიღოს ინფორმაცია ხომალდის საქმიანობის, ნაოსნობისა და ტვირთის შესახებ;

1.2 ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების უფლებებისათვის ზიანის მიუყენებლად, გამოიძიოს ნებისმიერი უბედური შემთხვევა, რომელიც მოხდა ნაოსნობის დროს.

1.3 გადაწყვიტოს დავები კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს შორის, იმ დავების ჩათვლით, რომლებიც ეხება ხელფასსა და იმ ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია დაქირავების ხელშეკრულებით, აგრეთვე მიიღოს ზომები ხომალდის გემბანზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

1.4 მიიღოს ზომები ხომალდების კაპიტნისა და ეკიპაჟის ნებისმიერი წევრისათვის სამედიცინო დახმარების, რეპატრიაციის უზრუნველსაყოფად.

1.5 მიიღოს, განიხილოს, შეადგინოს, ხელი მოაწეროს, ან დაადასტუროს დოკუმენტები, რომლებიც ეხებიან ხომალდს.

1.6 გადაწყვიტოს სხვა პრობლემები, რომლებიც ეხება ხომალდს წარმდგენი სახელმწიფოს დავალებით.

2. კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს უფლება აქვთ უშუალოდ დაუკავშირდნენ საკონსულო თანამდებობის პირს, ამასთან, ისინი არ უნდა არღვევდნენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებ