1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებებს, რომ მისი საკონსულო ოლქის ფარგლებში დააპატიმრეს, მოათავსეს ციხეში ან დააკავეს სასამართლო გარჩევის მოლოდინში ამ ქვეყნის მოქალაქე, ასევე ამ მოქალაქის დაკავების ადგილი; საკონსულო დაწესებულებას არაუგვიანეს ორი დღის ვადისა უნდა ეცნობოს დაპატიმრებული, ციხეში მოთავსებული ან სასამართლო განხილვის მოლოდინში დაკავებული პირის მიმართ ასეთი ღონისძიებების გამოყენების საფუძველი; ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ წარმდგენი სახელმწიფოს დაპატიმრებული, დაკავებული, ციხეში მოთავსებული, სასამართლო გარჩევის მოლოდინში დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებააღკვეთილი მოქალაქის საკონსულო დაწესებულებასთან ურთიერთობის დაუბრკოლებლად განხორციელება. აღნიშნულმა ორგანოებმა უნდა გააცნონ ამ პირს ის უფლებები, რომლებიც მას გააჩნია ამ პუნქტის მიხედვით.
2. საკონსულო თანამდებობის პირებს შეუძლიათ მოინახულონ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც არის დაკავებული, წინასწარ პატიმრობაშია ან სხვა სახით აქვს თავისუფლება აღკვეთილი, შეუძლიათ ესაუბრონ მას მის მიერ შემოთავაზებულ ენაზე, იქონიონ მასთან მიმოწერა და გაუწიონ იურიდიული დახმარება. საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ მოინახულონ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე და ესაუბრონ მას 5 დღის განმავლობაში მისი დაპატიმრების, დაკავების ან სხვა სახით თავისუფლების აღკვეთის დღიდან.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებები განხორციელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ეს კანონები და წესები ხელს შეუწყობს იმ მიზნების სრულ განხორციელებას, რა მიზნითაცაა ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებები. აღნიშნული განხორციელდება იმ პირობით, რომ პირი, რომელსაც ეს ეხება, არ გამოთქვამს თავის წინააღმდეგობა