მუხლი 177. შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ
თავი XVIII — სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება, ბრალდებულად ცნობა
1. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ვალდებულია პირის დაკავებიდან, დაპატიმრებიდან ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან არა უგვიანეს 3 საათისა შეატყობინოს ეს მისი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – რომელიმე ნათესავს ან ახლობელს, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში კი აგრეთვე შეატყობინოს სამუშაო ან სწავლის ადგილას.
2. თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადაში უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამისი სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი № 6439 – ვებგვერდი,22 .0 6 .2012
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 177. შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ 1. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ვალდებულია პირის დაკავებიდან, დაპატიმრებიდან ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან არა უგვიანეს 3 საათისა შეატყობინოს ეს მისი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – რომელიმე ნათესავს ან ახლობელს, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში კი აგრეთვე შეატყობინოს სამუშაო ან სწავლის ადგილას. 2. თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი უცსხოვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადაში უნდა შეატყცნობინონ ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამისი სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი № 6439 – ვებგვერდი, 22 .0 6 .2012
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(11)
საქმე №461საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.05.2007
…ნაწილის,,ა" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,გ’’ და,,დ" ქვეპუნქტებიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველო სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ბ" ქვეპუნქტზე და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის,,გ’’ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). რაც შეეხება შ. ო-სა და ა. ბ-ის…
…სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი: ნ------ ა--–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით (8 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით…
…„ბ“ ქ/პუნქტით და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი: საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის განაჩენით: ზ---–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ დანაშაულში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით; ზ---–--------–---–ს საქართველოს სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის…
…ნაწილი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის განაჩენით: გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის…
…d g i n a: ზ----- მ--–----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი: ზ----- მ--–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქ-ტით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 177, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-177/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია