განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-261-2019 წელი
№820100118002748024
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
14 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ა---- მ--------ს,ადვოკატის – დ----- კ----–--ის,მსჯავრდებულის – ზ----- მ--–----ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განი-ხილა ზ----- მ--–----ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ზ----- მ--–----, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქო-ნე, მცხოვრები ზ----------------------------–------–--ში, მ–--------------------ში, მსჯავრ-დებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენით დანა-შაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქ-ტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით შე-ფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 02 (ორი) წელი და 08 (რვა) თვე განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 01 (ერთი) წელი და 04 (ოთხი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდე-ლი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ზ----- მ--–----ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლ-საწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით.
– ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლ-საწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 04 ოქტომბერს, დაახლოებით 10:50 საათზე, ხ--–----------------–----–----------------–-------ში მდებარე ავტოსადგომზე მდგომი გ--–- ბ-----ის კუთვნილი „ბმვ“-ს მარ-კის ავტომანქანიდან, ზ----- მ--–---- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „სონის“ ფირმის აუდიო მაგნიტოფონს და მეხსიერების ბარათს, რამაც გამოიწვია 60 (სამოცი) ლარის მატერიალური ზიანი.
2018 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 10:50 საათზე, ხ--–----------------–----–----------------–-------ში მდებარე სასტუმრო „ს---------დან“ ზ----- მ--–----, ფარულად მართლ-საწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ამავე სასტუმროს კოტეჯების ნომრებ-ში არსებულ „ჰაისენსის“ ფირმის რვა ცალ ტელევიზორს, თექვსმეტ ცალ დისტანციური მართვის პულტს და „ნეოსატის“ ფირმის, რვა ცალ სატელიტური ანტენის რესივერს. აღ-ნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია 2480 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ა---- მ--------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზ----- მ--–----ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე მითითების ამორიცხვას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტი-ვირებით, რომ ზ----- მ--–----ს არ უთანამშრომლია გამოძიებასთან, რადგან გამოძიების დაწყების შემდეგ იგი მიიმალა და თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას. საქმეში არ არსებობს არცერთი დოკუმენტი, გარდა ზ----- მ--–----ს დაკავების შემდეგ აღიარე-ბისა, რომლითაც დადასტურდებოდა რაიმე მტკიცებულების მოპოვებაში ზ----- მ--–----ს დახმარება, მეტიც მან არ მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია თუ სად მოახდინა დანაშაუ-ლებრივი გზით დაუფლებული ნივთების რეალიზაცია. მის მიერ არ მომხდარა ზიანის ანაზღაურება.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ა---- მ--------ს, რომელიც ითხოვს ზ----- მ--–----ს მიმართ სას-ჯელის დანიშნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე მითითების ამორიცხვას.
– მსჯავრდებულ ზ----- მ--–----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს დ----- კ-----–--ეს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ზ----- მ--–----ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხ-ლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ----- მ--–----ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინს-ტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმ-დეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმე-დების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვ-რულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრებული წარსულში არ არის ნასამართლევი, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითა-ნამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო მტკიცებულებების მოპოვებაში და ზ----- მ--–----ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლსაწი-ნააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით ჩადენილი დანაშაულებისათვის დაუნიშნა სას-ჯელი – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 02 (ორი) წელი და 08 (რვა) თვე განუსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 01 (ერთი) წელი და 04 (ოთხი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხ-ლის საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ზ----- მ--–----ს არ უთანამშრომლია გამოძიებასთან, რის გამოც მოსამართლეს არ უნდა დაენიშნა სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 50-ე მუხლის გამოყენებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ----- მ--–----მ, გამოძიების ეტაპზე, პირველივე დაკითხვისას აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტებში, რა დროსაც მიუთითა თუ სად, როგორ და რა ვითარებაში დაეუფლა სხვადასხვა ნივთებს, მიუთითა, თუ სად ინახავდა და სად ჩააბარა ისინი გარკვეული თან-ხის სანაცვლოდ.
ბრალდების მხარე თავის სააპელაციო საჩივარში აპელირებს, რომ ზ----- მ--–----მ თავი აარიდა საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მის მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება. საქმეში მართლაც მოთავსებულია რამდენიმე ოქმი სატელეფონო გაფრთხილება-გასაუბრებისა და ბინაზე გამოცხადების შესახებ. აღნიშნული ოქმები შედგენილია 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით. 2018 წლის 4 ნოემბერს კი ზ----- მ--–---- დაკავებული იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს, რომ ზ----- მ--–----ს არ გააჩნია ფაქტობრივი სა-ცხოვრებელი ადგილი და შესაბამისად, მითითებულ მისამართზე - ზ----------------------------–------–--ში, მ–-------------ში, პოლიციის თანამშრომელთა გამოცხადების დროს არ იმყოფებოდა. როგორც აღნიშნა ჩვენებებში, საცხოვრებელი სახლი გაყიდულია ბანკის მიერ.
ზემოთმოყვანილ გარემოებათა გამო, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტან-ციის სასამართლოს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას, რის გამოც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენი ზ----- მალა-ნიას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყო-ფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a:
ზ----- მ--–----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ზ----- მ--–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქ-ტით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქ-ტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული-სათვის – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ ზ----- მ--–----ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე 02 (ორი) წელი და 08 (რვა) თვე მოიხადოს რეალურად პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 01 (ერთი) წელი და 04 (ოთხი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლები საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ზ----- მ--–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმ-რობა გაუქმებულია.
ზ----- მ--–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 04 ნოემბრიდან.
ნივთმტკიცებები – აუდიო მაგნიტოფონი, სამი ცალი ტელევიზორი, სამი ცალი სატელი-ტური ანტენის რესივერი, ოთხი ცალი დისტანციური მართვის პულტი და სალომბარდე ხელშეკრულება, დაუბრუნდეს მესაკუთრეებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღე-ბის შემდეგ.
ნივთმტკიცებები – ანაწმენდები და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ერთი ცალი CD კი დაერთოს საქმეს, სს საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili