მუხლი 181. სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის ვადა
თავი XVIII — სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება, ბრალდებულად ცნობა
1. ბრალდებული შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსდეს არა უმეტეს 20 დღის ვადით.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ექიმთა დასკვნის საფუძველზე, რომლებიც სტაციონარულ ექსპერტიზას ატარებენ, ეს ვადა შეიძლება სასამართლოს განჩინებით გაგრძელდეს კიდევ 10 დღით. ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია, თუნდაც სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი ამაზე თანახმა იყოს.
3. თუ პირი ერთ სისხლის სამართლის საქმეზე რამდენჯერმე იყო მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში, ამ დაწესებულებაში მისი ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლით დადგენილ ვადას.
4. ბრალდებული ან მისი ადვოკატი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ. სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
5. ბრალდებულის სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადა ჩაითვლება პატიმრობის ვადაში, გარდა მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადისა.
თავი XIX
სასამართლო განხილვის ზოგადი დებულება
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 181. სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის ვადა 1. ბრალდებული შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსდეს არა უმეტეს 20 დღის ვადით. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ექიმთა დასკვნის საფუძველზე, რომლებიც სტაციონარულ ექსპერტიზას ატარებენ, ეს ვადა შეიძლება სასამართლოს განჩინებით გაგრძელდეს კიდევ 10 დღით. ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია, თუნდაც სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი ამაზე თანახმა იყოს. 3. თუ პირი ერთ სისხლის სამართლის საქმეზე რამდენჯერმე იყო მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში, ამ დაწესებულებაში მისი ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლით დადგენილ ვადას. 4. ბრალდებული ან მისი ადვოკატი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ. სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. 5. ბრალდებულის სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადა ჩაითვლება პატიმრობის ვადაში, გარდა მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადისა. თავი XIX. სასამართლო განხილვის ზოგადი დებულებანი
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(6)
საქმე №2კ-751აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.11.2025
…ჩასატარებლად ბრალდებულ ი. მ–ე–ზ–ის სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში მოთავსების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ განმარტა, რომ: 12.1.1. საქართველოს სსსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებული შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსდეს არაუმეტეს 20 დღისა, ხოლო ამავე…
…მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასი-თის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას. სასამართლოს მი-ჩნი-, რომ მა----ა შა----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სსსკ- 1571-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა’’ ქვეპუნქტით, სსსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, დადასტურებული- მხარეთა…
…181-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6…
…საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.) 2.75. სასამართლოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, უტყუარად არ უდასტურდება საქართველოს სსსკ-ის 181-ე მუხლით თითოეული ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ვინაიდან ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 181-ე…
…1000 ლარი პროპორციული სასჯელი იქნება მ--–--------------თან მიმართებით. 16. ამასთან, მ--–------------- სასამართლოს განჩინებით მოთავსებული იყო სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის 2019 წლის 15 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადა ჩაითვლება პატიმრობის ვადაში,…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 181, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-181/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია