განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2019
საქმის ნომერი
010100119002970969
დავის ტიპი
181 2 ა , 181 1
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100119002970969

საქმე N1-333/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26.11.2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ან---------–---–ი

 

1. ბრალდებული: რა---–------ძე

მამის სახელი: ო-----

დაბადებული: 2--1--1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ქედის რაიონი სოფელი აბ------ა

მისამართი: ქ. ბათუმი, თა--------------–------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ოთხი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი)

 

2. ბრალდებული: რა--------ძე

მამის სახელი: თე------

დაბადებული: 2--1--1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: მქონე

რეგისტრირებული მისამართი: ქობულეთის რაიონი სოფელი აჭ--------ი

ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, სე-----------–----------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი

 

3. ბრალდებული: ნო–------------------ი

მამის სახელი: ჯ--–-ლ

დაბადებული: 2--0--1--- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლეობა: მქონე

რეგისტრაციის მისამართი: მარნეული, სოფელი ხუ-–-----ა

ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ად-–---------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (სამი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 181-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

ადვოკატი - პა---------–---ძე, ნუ------------–-ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------

 

აღწერილობით სამოტივაციო ნაწილი

 

1.1.პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად რა---–------ძის მიმართ:

 

2018 წლის 29 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში“ იქვე მომუშავე რა---–------ძემ და რა--------ძემ ჯგუფურად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სე------–----ის (S----------) და ნი------------ის (N----------) მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით განახორციელა ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ აღნიშნული პირები სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ითხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი არარსებული მენიუს საზღაურს 3700 ლარის გადახდას, მუქარისა და ძალადობის შედეგად დაზარალებულს გადაახდევინეს 6500 ლარი.

 

1.2. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 29 ნოემბერს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში’’ მომუშავე რა---–------ძემ ჯგუფურად რესტორან ,,ბ-------ში’’ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს სე------–----ის და ნი------------ის აიძულებდა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადათ არარსებული მენიუს საზღაური;

 

1.3 პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად რა---–------ძის მიმართ:

 

2019 წლის 21 თებერვალს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში“ იქვე მომუშავე რა---–------ძემ და ნო–------------------მა, ჯგუფურად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ჰა-–--–------თის (H-----------) და მე---------------ის (M--------------) მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით განახორციელა ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ აღნიშნული პირები სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ითხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი არარსებული მენიუს საზღაურს 2100 ლარის გადახდას, მუქარისა და ძალადობის შედეგად ჰა-–--–------თს (H-----------) და მე---------------ის (M--------------), რა---–------ძემ და ნოშრევან ორუჯოვმა გადაახდევინეს 4994 ლარი.

 

1.4 სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 21 თებერვალს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში’’ მომუშავე რა---–------ძემ ჯგუფურად იქვე რესტორან ,,ბ-------ში’’ მომუშავე ნო–------------------თან ერთად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს ჰა-–--–------თის (H-----------) და მე---------------ის (M--------------) აიძულებდნენ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადათ არარსებული მენიუს საზღაური;

 

1.5 პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად რა---–------ძის მიმართ:

 

2019 წლის 21 თებერვალს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში“ იქვე მომუშავე რა---–------ძემ და ნო–------------------მა, ჯგუფურად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ეჯ-----------ის (E----------) მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით განახორციელა ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ აღნიშნული პირები სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ითხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი არარსებული მენიუს საზღაურს 2330 ლარის გადახდას, მუქარისა და ძალადობის შედეგად დაზარალებულ ეჯ-----------ს (E----------), რა---–------ძემ და ნო–------------------მა გადაახდევინეს 100 ლარი, რის შედეგადაც მათი დანაშაულებრივი ქმედება პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი

 

1.6. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 21 თებერვალს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში’’ მომუშავე რა---–------ძემ ჯგუფურად იქვე რესტორან ,,ბ-------ში’’ მომუშავე ნო–------------------თან ერთად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ეჯ-----------ს (E----------), აიძულა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადა არარსებული მენიუს საზღაური;

 

1.7 პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად რა---–------ძის მიმართ:

 

2019 წლის 23 თებერვალს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში“ იქვე მომუშავე რა---–------ძემ და ნო–------------------მა, ჯგუფურად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების იბ--------------ის (I--------------) და ფე--------------ის (F-------------) მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით განახორციელა ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ აღნიშნული პირები სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ითხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი არარსებული მენიუს საზღაურს 2700 ლარის გადახდას, მუქარისა და ძალადობის შედეგად დაზარალებულს გადაახდევინეს 2393 ლარი.

 

1.8. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 23 თებერვალს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში’’ მომუშავე რა---–------ძემ ჯგუფურად იქვე რესტორან ,,ბ-------ში’’ მომუშავე ნო–------------------თან ერთად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე იბ--------------ის (I--------------) და ფე--------------ის (F-------------) აიძულა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადა არარსებული მენიუს საზღაური;

 

1.9. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად რა---–------ძის მიმართ:

 

2018 წლის 12 მაისს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში აეროპორტის გზატკეცილი N1---ში მდებარე დისკო-კლუბ ,,პი---–-----ში“ იქვე მომუშავე რა---–------ძემ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ომე--------------ის (O------------), მე-----------–-----ის (M-------------) და ია---------------ის (Y------------) მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით განახორციელა ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ რა---–------ძე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ითხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი არარსებული მენიუს საზღაურს 2660 ლარის გადახდას, მუქარისა და ძალადობის შედეგად დაზარალებულებს ომერ დაღთეინის (O------------), მე-----------–-----ის (M-------------) და ია---------------ის (Y------------) რა---–------ძემ გადაახდევინა 1635 ლარი.

 

1.1-- სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 12 მაისს ღამის საათებში, ქ. ბათუმში აეროპორტის გზატკეცილი N1---ში მდებარე დისკო-კლუბ ,,პი---–-----ში“ რა---–------ძემ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს ომე--------------ის (O------------), მე-----------–-----ის (M-------------) და ია---------------ის (Y------------) აიძულებდა თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადათ არარსებული მენიუს საზღაური;

 

1.11. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად რა---–------ძის მიმართ:

2018 წლის 08 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში“ იქვე მომუშავე რა---–------ძემ აზერბაიჯანის მოქალაქეების მა------------ის (M------------) და ელ-------------ის (E------------) მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით განახორციელა ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ რა---–------ძე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ითხოვდა თითქოსდა შეკვეთილი არარსებული მენიუს საზღაურს 2200 ლარის გადახდას, მუქარისა და ძალადობის შედეგად დაზარალებულებს მა------------ს (M------------) და ელ-------------ს (E------------) რა---–------ძემ გადაახდევინა დაახლოებით 1718 ლარი.

 

1.1-- სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 08 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში“ რა---–------ძემ აზერბაიჯანის მოქალაქეების მა------------ის (M------------) და ელ-------------ის (E------------) აიძულებდა თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადათ არარსებული მენიუს საზღაური;

 

1.13.პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად რა--------ძის მიმართ:

 

2018 წლის 29 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში“ მომუშავე რა---–------ძემ და რა--------ძემ ჯგუფურად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სე------–----ის (S----------) და ნი------------ის (N----------) მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით განახორციელეს ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ აღნიშნული პირები სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ითხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი არარსებული მენიუს საზღაურს 3700 ლარის გადახდას, მუქარისა და ძალადობის შედეგად დაზარალებულს გადაახდევინეს 6500 ლარი.

 

1.14. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 29 ნოემბერს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში’’ მომუშავე რა--------ძემ რესტორან ,,ბ-------ში’’ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს სე------–----ის და ნი------------ის აიძულებდა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადათ არარსებული მენიუს საზღაური;

 

1.15. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ნო–------------------ის მიმართ:

 

2019 წლის 21 თებერვალს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში“ იქვე მომუშავე რა---–------ძემ და ნო–------------------მა, ჯგუფურად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ჰა-–--–------თის (H-----------) და მე---------------ის (M--------------) მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით განახორციელა ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ აღნიშნული პირები სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ითხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი არარსებული მენიუს საზღაურს 2100 ლარის გადახდას, მუქარისა და ძალადობის შედეგად ჰა-–--–------თს (H-----------) და მე---------------ის (M--------------), რა---–------ძემ და ნო–------------------მა გადაახდევინეს 4994 ლარი.

 

1.16. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 21 თებერვალს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში’’ მომუშავე ნო–------------------ი ჯგუფურად იქვე რესტორან ,,ბ-------ში’’ მომუშავე რა---–------ძესთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს ჰა-–--–------თის (H-----------) და მე---------------ის (M--------------) აიძულებდა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადათ არარსებული მენიუს საზღაური;

 

1.17. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ნო–------------------ის მიმართ:

 

2019 წლის 21 თებერვალს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში“ იქვე მომუშავე რა---–------ძემ და ნო–------------------მა, ჯგუფურად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ეჯ-----------ის (E----------) მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით განახორციელა ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ აღნიშნული პირები სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ითხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი არარსებული მენიუს საზღაურს 2330 ლარის გადახდას, მუქარისა და ძალადობის შედეგად დაზარალებულ ეჯ-----------ს (E----------), რა---–------ძემ და ნო–------------------მა გადაახდევინეს 100 ლარი, რის შედეგადაც მათი დანაშაულებრივი ქმედება პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი

 

1.18. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 21 თებერვალს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში’’ მომუშავე რა---–------ძემ ჯგუფურად იქვე რესტორან ,,ბ-------ში’’ მომუშავე ნო–------------------თან ერთად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ეჯ-----------ს (E----------), აიძულებდა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადა არარსებული მენიუს საზღაური;

 

1.19. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ნო–------------------ის მიმართ:

 

2019 წლის 23 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში“ იქვე მომუშავე რა---–------ძემ და ნო–------------------მა, ჯგუფურად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების იბ--------------ის (I--------------) და ფე--------------ის (F-------------) მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით განახორციელა ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ აღნიშნული პირები სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ითხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი არარსებული მენიუს საზღაურს 2700 ლარის გადახდას, მუქარისა და ძალადობის შედეგად დაზარალებულს გადაახდევინეს 2393 ლარი.

 

1.20. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 23 თებერვალს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში’’ მომუშავე ნო–------------------მა ჯგუფურად იქვე რესტორან ,,ბ-------ში’’ მომუშავე რა---–------ძესთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე იბ--------------ის (I--------------) და ფე--------------ის (F-------------) აიძულებდა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადათ არარსებული მენიუს საზღაური;

 

1.21. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ნო–------------------ის მიმართ:

 

2019 წლის 05 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, დ. აღ--–-----–------------ა-ში მდებარე ღამის კლუბ ,,რე----ში“ მომუშავე ნო–------------------მა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს სუ-–---------–----ის (S-------------) მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით განახორციელა ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ ნო–------------------ი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ითხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი არარსებული მენიუს საზღაურს 2150 ლარის გადახდას, მუქარისა და ძალადობის შედეგად დაზარალებულს ნოშრევან ორუჯოვმა გადაახდევინა 669 ლარი.

 

1.2-- სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 23 თებერვალს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,რე----ში’’ მომუშავე ნო–------------------მა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე სუ-–---------–----ის (S-------------) აიძულებდა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადათ არარსებული მენიუს საზღაური;

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სრული მოცულობით უდავოდ ცნო;

ბრალდებულებმა რა---–------ძემ, რა--------ძემ და ნო–------------------მა თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და არ ეთანხმებიან მათ მიმართ წარდგენილ ბრალს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით;

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულებს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები სრული მოცულობით სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

2.4. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

2.5. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

2.6. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

2.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით

 

სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.8. 2018 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით რა---–------ძის და რა--------ძის მიმართ;

 

2.8.1. დაზარალებულმა ნი------------მა საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას 2018 წლის 11 დეკემბერს განაცხადა, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათისთვის, კუთვნილი მანქანით შემოვიდა საქართველოში. მანქანაში იყო მისი მეგობარი, სე------–----ი, რომელიც გადმოსვეს მანქანიდან და უთხრეს, რომ ფეხით უნდა შემოსულიყო. გამოსვლისას ნახა, რომ სერდალთან ორი მანდილოსანი იდგა. მეგობარმა უთხრა, რომ მანდილოსნებს მათთან ერთად სურდათ ბათუმში წამოსვლა და რაზეც უთხრა, რომ ჯერ დაზღვევას გააკეთებდა და შეეძლო ამის შემდეგ წასვლა; მანდილოსნების რჩევით გადაწყვიტეს გზაში გაეკეთებინათ დაზღვევა; მანდილოსნებიდან ერთის სახელი იყო ანა, მეორესი მარია, მეგობარმა უთხრა, რომ მანდილოსნებს სურდათ ჭამა; შეთავაზეს გამასპინძლება და ერთად ჭამა. ანამ გვითხრა, რომ მისი დეიდაშვილის სახლის ქვეშ პირველ სართულზე იყო რესტორანი, სადაც შეთავაზა მათ წასვლა; უთხრა, რომ სუფთად და გემრიელ საჭმელს ამზადებდნენ. მშვიდი ადგილი იყო. ენდნენ და წავიდნენ; იყო ძალიან ისეთი უბრალო და ჩვეულებრივი დაწესებულება. შემდეგ შეამჩნიეს, რომ უფრო დისკოს ტიპის იყო, ვიდრე ჩვეულებრივი რესტორანის. ერთი, ორი მაგიდა იყო სადაც კლიენტები იჯდნენ. დასხდნენ ერთ-ერთ მაგიდასთან და მივიდა მიმტანი. ჩვენ მოინდომეს შეკვეთა მიეცათ, მაგრამ რადგან ენა არ იცოდნენ, თანმხლებმა გოგონამ ისურვა, რომ მიეცა შეკვეთა. როცა შეკვეთას აძლევდა გოგონა მიმტანს, ძალიან მოკლე საუბარი შედგა მათ შორის. გოგონები იყვნენ მშივრები და თავად არც ისე ძალიან, ამიტომ უთხრეს, რომ სანამ ისინი საჭმელს მიირთმევდნენ, დალევდნენ მხოლოდ ლუდს;

 

არ მოეწონა იქ არსებული ვითარება, არ იყო სისუფთავე, ხუთი წუთიც არ იქნებოდა გასული, რაც გოგონებმა შეუკვეთეს, ყველაფერი უკვე მაგიდასთან იყო მოტანილი. 15 წუთი დაყვეს მაგიდასთან, მუსიკაც ჩართული იყო. გოგონა ადგა და ტელეფონზე სასაუბროდ გავიდა გარეთ. როცა დაყოვნდა და დაახლოებით 5-10 წუთი გავიდა და არ მობრუნდა, მის მეგობარს კითხა, მანაც დააპირა გარეთ გასვლა. წავიდა კარებისკენ, სადაც კარებთან დახვდა რამდენიმე პიროვნება, რომლებმაც მოაბრუნეს და მიანიშნეს, რომ დამჯდარიყო მაგიდასთან. მერე გაიგეთ, რომ ესენი ყველა ერთად იყვნენ, ერთი დაჯგუფება. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში არ მოუთხოვია, მაგიდასთან მაინც მიიტანეს ანგარიში მიხვდნენ და გააცნობიერეს, შემდეგ აჩვენეს მენიუ, საჭმელების ჩამონათვალი სადაც ძალიან მაღალი ფასები ეწერა და გააპროტესტეს. მათ მაგიდასთან არ მოტანილა საჭმელები რაც იყო ჩამონათვალში და გაზრდილი თანხებიც კი იყო მიწერილი. 4-5 პიროვნება მიუახლოვდა მათ მაგიდას. თითქოსდა ემუქრებოდნენ ისეთი ფიზიკური ქცევებით ეუბნებოდნენ როგორ შეიძლებოდა გაეპროტესტებინათ ეს ანგარიში. მიანიშნა რომ ისეთი რაღაცეები იყო შეტანილი ანგარიშში, რომლებიც არ მოუტანიათ და განსაკუთრებით მაღალი ფასები იყო; ამ საუბარში ერთ-ერთმა მოიტანა სკამი და დაჯდა მაგიდასთან, ხელები დააწყო მაგიდაზე და უთხრა, რომ ეს ანგარიში აუცილებლად უნდა გადაეხადა. ,მათ ხელზე მხოლოდ 600 ლირა მქონდა და მეტი არა. გვითხრეს, რომ ეს თანხა არ ეყოფოდა და ამიტომ მოითხოვეს საკრედიტო ბარათები. ამ ოდენობით თანხაზე არ დაეთანხმნენ და ითხოვდნენ საკრედიტო ბარათებიდან თანხის მოხსნას; შეეშინდათ საკრედიტო ბარათი აიღეს და მოათავსეს ტერმინალში, ბანკის გადახდის ტერმინალში და უნდა მოეხსნათ 3 700 ლარი ბოდიში. ისინი დაეთანხმნენ შეშინებულები იყვნენ; მათ უთხრეს, რომ ტერმინალით თანხა არ მოიხსნა და ამიტომ უკვე ბანკომატთან უნდა წასულიყვნენ და იქ უნდა მოეხსნათ თანხა. დათანხმდნენ ბანკომატთან მისვლაზე იმიტომ, რომ აპირებდნენ თან გადაემოწმებინათ ბანკომატზე ხომ გამოჩნდებოდა ნაშთი რამდენი იყო და რამდენის მოხსნა შეძლეს. მივიდნენ ბანკომატთან და თვითონ მოხსნა ერთერთმა, რადგან ისინი ქართული ენით ვერ ერკვეოდნენ; სამჯერ აკრიფეს ცალ-ცალკე 500-500 ლარი და ამის გამოტანა შეძლეს. ამის შემდეგ დასვეს მანქანაში, წამოიყვანეს უკან, სადაც ყავდა მანქანა გაჩერებული. იქ დაშორდნენ ერთმანეთს. შემდეგ გადაამოწმეს და ნახეს, რომ სულ 13 265 ლირა იყო ბარათიდან მოხსნილი, ამ სიტუაციის შემდეგ მეგობართან სე------–----ისთან ერთად გადაწყვიტა, რომ მისულიყო პოლიციის განყოფილებაში;

 

დაახლოებით ნახევარ საათში, მათთან ერთად, რომელიც ახლდა როცა მიდიოდნენ ბანკომატთან, მაღალი აღნაგობის პიროვნება და რომელმაც მოხსნა თანხა, ის მოვიდა განყოფილებაში. პოლიციელებს გაესაუბრა და პოლიციელებმა უთხრეს, რომ მათგან წაღებული თანხის ნაწილის დაბრუნებას აპირებდა და მოიტანდა ერთ საათში;

მათ არ იცოდნენ ქართული და ჟესტიკულაციით და ხელების მოძრაობებით ხვდებოდნენ, რომ მათგან ითხოვდნენ თანხას, რასაც ისინი მიიჩნევდნენ, რომ იყო ზედმეტი თანხა, ისინი კი უმტკიცებდნენ, რომ ის იყო მათ მიერ შეკვეთილი საკვების და სასმელის საფასური; მათი ქცევა მათთვის იყო შემაშინებელი, ამიტომ დათანხმდნენ თანხის გადაცემაზე;

 

ის პიროვნება, ვინც მაგიდასთან ჩამოჯდა და აიძულებდა თანხის გადახდას, იყო დაახლოებით 17 დღის გაუპარსავი წვერით; წონიანი, მოსული ტანის. კი იყო შიგნით სიბნელე, მაგრამ მას შემდეგ კიდევ ერთხელ ვნახე ეს პიროვნება, ამ სიტუაციის შემდეგ და იმიტომ ასე დაზუსტებით მახსოვს. ვინც აქტიურობდა ასევე იყო მაღალი პიროვნება, ვინც ბანკომატთან მათ გაყვა და თანხა მოხსნა და ამის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში თანხის დაბრუნებისთვის რომ მიაკითხა; (იხ ს.ფ. ტ-3, 222-284 მოწმის დაკითხვის სხდომის ოქმი )

 

2.8.2. დაზარალებულმა სე------–----იმ სასამართლოში საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის ეტაპზე მოწმის სახით დაკითხვისას 2018 წლის 12 დეკემბერს დაადასტურა და მიუთითა ნი------------ის მსგავსად 2018 წლის 28 ნოემბერს კლუბ „ბ-------ში განხორციელებულ ქმედებებზე კლუბის თანამშრომლების მხრიდან; დაადასტურა რომ დაუბრუნეს 10 000 (ათი ათასი) ლირა; (იხ ს.ფ. ტ-3, 185-221 მოწმის დაკითხვის სხდომისოქმი )

 

2.8.3. მოწმის სახით გამოკითხვისას და-----------–-ძე აჩვენებს, რომ მას გახსნილი ჰქონდა ღამის კლუბი „ბ-------ი“, ამ კლუბში დაცვის თანამშრომლების პოზიციაზე მუშაობდნენ რა---–------ძე და რა--------ძე; უნაღდო ანგარიშსწორებისთვის თიბისი ბანკიდან გამოტანილი აქვს ტერმინალი, რომელიც მიბმულია შპს „პი---–-----ს“ ანგარიშზე; 2018 წლის 28 ნოემბერს ის იმყოფებოდა ღამის კლუბში , მოვიდა ორი სტუმარი მამაკაცი და მათ ახლდა ორი ქართველი გოგონა, რომლებსაც ვერ იცნობდა; თურქმა მამაკაცებმა მისცეს შეკვეთა, როგორც იცის იმ შეკვეთილი საკვების და სასმელის ოდენობა შეადგენდა 3700 ლარს; ამ თანხიდან იცის, რომ 2500 ლარის გადახდაზე თურქი ეროვნების მამაკაცები თანახმანი იყვნენ, თან არ ჰქონდათ ნაღდი ფული და აპირებდნენ ტერმინალით გადახდას; , მათთან ვინ მიიტანა ტერმინალი არ იცის, რადგან ამ დროს ჩაძინებული იყო, როგორც აღმოჩნდა ტერმინალი იყო გაჭედილი, თანხის გადახდა არ დადასტურდა და ქვითარი ამობეჭდა მოგვიანებით -თან 5000 ლარზე; როცა ეს გაიგო ამ დროს თურქი ეროვნების მამაკაცი ტერმინალზე გაყვანილი ყავდა მისი დაცვის თანამშრომელს რა--------ძეს, რომელსაც დაუკავშირდა და უთხრა რომ თანხა აღარ მოეხსნათ; დაგვიანებით რადგან მოხდა თანხის დადასტურება ამიტომ იყვნენ გასულები სხვა ბანკომატის დასაძებნად, რა--------ძე დაბრუნდა , თუმცა მას თურქი ეროვნების მამაკაცები აღარ ახლდნენ მან გადასცა 1500 ლარი ბანკომატიდან მოხსნილი; იმ ღამესვე მოიძია 10 000 თურქული ლირა და როგორც ზედმეტად გადახდილი დაუბრუნდა მათ რა---–------ძის მეშვეობით ხოლო 1500 ლარის გადახდაზე პრეტენზია არ ჰქონდათ; ძალადობას და გამოძალვას მათ მიმართ იმ ღამით მისი თანამშრომლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია; (იხ გამოკითხვის ოქმი 68-70, ტ-3) ;

 

2.8.4. იგივე სახით გარემოებებს ადასტურებს გამოკითხვისას კლუბ „ბ-------ის“ დაცვის თანამშრომელი ირ---–------–--–-ძე; მას დაუკავშირდა მის თანამშრომელი რა--------ძე და თხოვა მისულიყო პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში, ის აპირებდა თურქი ეროვნების მამაკაცებისთვის შეცდომით მოხსნილი თანხის დაბრუნებას და მათთვის გადაცემას; რა--------ძისაგან შეიტყო, რომ თანხა მოიხსნა მოგვიანებით და შეცდომით; 10 000 თურქული ლირა მათ დაუბრუნეს, მას დაუკავშირდნენ იმიტომ, რომ კარგად იცოდა თურქული და მათთვის გასაგებად რომ ესაუბრა; (იხ გამოკითხვის ოქმი ს.ფ. 71-73 ,ტ-3)

 

2.8.5. გუ-–----------–-----ძის გამოკითხვის ოქმით დადასტურებულია, რომ ის მუშაობს პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე; 2018 წლის 29 ნოემბერს დაახლოებით 01 საათისთვის განყოფილებაში მივიდა ორი თურქი ეროვნების მამაკაცი, ახალგაზრდა გოგონას დახმარებით, რომელიც ფლობდა ნაწილობრივ თურქულ ენას მოახდინა გასაუბრება და ისინი მიუთითებდნენ კლუბ „ბ-------ში“ ყოფნისას თანხის გადახდასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ამ დროს იმავე კლუბის დაცვის თანამშრომლები მოვიდნენ, კერძოდ რა--------ძე და ირ---–------–--–-ძე და მათ მიუთითეს რა--------ძეზე, რომ ის გაყვა მათ და მოახსნევინა თანხა ბანკომატიდან 1500 ლარი; დაცვის თანამშრომლებს სურდათ მათთვის თანხის დაბრუნება და აცხადებდნენ, რომ ტერმინალით ვინაიდან დროულად არ დადასტურდა თანხის მოხსნა , ზედმეტი მოიხსნა და აპირებდნენ მათთვის გადაცემას; (იხ გამოკითხვის ოქმი 74-76; ტ-3)

 

2.9. ღამის კლუბი „ბ-------ში“ 2019 წლის 23 თებერვლის ეპიზოდი, რა---–------ძისა და ნო–------------------ის მიმართ;

 

2.9.1 დაზარალებულმა ფე--------------მა საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, 2019 წლის 23 თებერვალს, ძმასთან იბ--------------თან ერთად გადაწყვიტა თურქეთიდან საქართველოში შემოსვლა. ფეხით გადმოკვეთა საზღვარი და ელოდებოდა ძმას; მასთნ მოვიდა ახალგაზრდა გოგონა და კითხა თუ სად მიემგზავრებოდა და სურდა ბათუმში წასვლა; გოგონასთან ერთად ჩაჯდა მანქანაში, გზაში გაესაუბრნენ კითხეს სასტუმრო თუ იცოდა, სადაც შეძლებდნენ დასვენებას, გოგონამ შეთავაზა რესტორანი რომელიც მის მეგობარს ჰქონდა; დაჟინებით მოითხოვდა, სურდა რომ პატივისცემა გამოეხატა, დათანხმდნენ;

მიიყვანა რესტორან „ბ-------ში“ ამ სახელწოდებით; ვინაიდან დანაყრებულები იყვნენ. მხოლოდ ჩაი შეუკვეთეს, მაგრამ გოგონები, რომლებიც მათთან იყვნენ არ ჩერდებოდნენ და სხვადასხვა შეკვეთებს აძლევდნენ : ასორტი ხორცის დელიკატესები და სასმელები. გოგონები აძლევდნენ ქართულ ენაზე შეკვეთებს მიხვდნენ რომ მათ უნდოდათ რაც შეიძლება მეტი თანხა დაეწერათ მათთვის, მისმა ძმამ მობილურ ტელეფონზე ესემესი გაუგზავნა, გარეთ გასულიყო და შემდეგ მისთვისაც დაეძახა; ასეც მოიქცა გაუგზავნა ესემესი და გავიდა გარეთ. ერთმანეთში ვისაუბრეს, ეჭვობდნენ, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა და გადაწყვიტეს წასვლა გაქცევა. შემდეგ გამოჩნდა ერთი პიროვნება რომელმაც უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ის იყო მათი თანამემამულე, რომ არ შეშინებოდათ. ამის შემდეგ ისევ შევიდნენ რესტორანში, 5-10 წუთის შემდეგ მათ მოიტანეს ანგარიში, გადასახდელი ანგარიში ძმას მისცეს. ძმამ რომ დახედა ანგარიშს უარი განაცხადა გადახდაზე; იყო 2700 ლარი გადასახდელი. მათ კი მხოლოდ ჩაი დალიეს; ის პირი ვინცა ამშვიდებდა ისინი გაიყვანა ცალკე ოთახში და დაიწყო იქ ანგარიში თუ რა კერძები მიირთვეს, რაზეც უარს აცხადებდნენ, ის არ იყო მათი შეკვეთა და შეუკვეთეს მათთან მსხდომმა გოგონებმა; ისინი თვლიდნენ, რომ იყვნენ მიპატიჟებულები; შემდეგ შეთავაზეს 2500 ლარის გადახდა და ამაზეც უარზე იყვნენ; შემდეგ 900 აშშ დოლარი შეტავაზეს ; მათ ისევ დაეთანხმნენ მხოლოდ 800 დოლარზე და დაუწყეს მუქარა თუ არ გადაიხდიდნენ ვერ გავიდოდნენ შენობიდან ცოცხლები; ერთერთი მათგანი მოძრაობდა ნერვიულად მუშტებს იფშვნეტდა; ერთერთი მათგანი სახელით იუ-----ი გაეცნო და ეუბნებოდა მათ, რომ კრიმინალური ავტორიტეტის ახლობელი იყო; დაეთანხმნენ რომ რაც ჰქონდათ გადაიხდიდნენ ერთი პირობით თუ გავიდოდნენ გარეთ რადგან იცოდა იქ ვიდეოკამარები იყო და დაფიქსირდებოდა თანხის გადახდის ფაქტი; ოთახში ისინი ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით და მუქარით ან გადაიხდიდნენ და ან ცოცხალი ვერ გავიდოდნენ;

ბოლოს მისმა ძმამ გადათვალა 900 დოლარი და ვინმე იუ-----ს გადასცა. იუ-----მა აიღოს ეს თანხა და გადასცა ვინმე ბ--–--ს. ბ--–-- კი ამ მომენტში სახით კამერისკენ იყო მიბრუნებული და იქ გადათვალა ფული და ჯიბეში ჩაიდო, როგორც კი გადათვალა ფული ჩაიდო ჯიბეში. მათ უთხრეს რო უკვე შეეძლოთ წასვლა. გამოვიდნენ ამ რესტორნიდან და ქალაქში მოძრაობდნენ; საპატრულო მანქანა გააჩერეს და საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომელმა გამოიძახა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, შემდეგ გამოკითხეს პოლიციის განყოფილებაში, იქ აჩვენეს რამოდენიმე ფოტო და ამოიცნეს ეს პიროვნებები. რესტორანში პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურეს, რომ გადახდილი ჰქონდათ 900 ლარი ,მაგრამ უკან დაბრუნებაზე განაცხადეს უარი, რადგან ის იყო შეკვეთის საფასური; (იხ გამოკითხვის ოქმი 2--02.2019წ ს.ფ.58-64, ტ-1);

 

2.9.2. ანალოგიურ გარემოებებზე და მსგავს ფაქტებზე მიუთითა დაზარალებულმა იბ--------------მა სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხვისას, 2019 წლის 25 თებერვალს (იხ სასამართლო სხდომის ოქმი , ს.ფ 94-126, ტ-1)

 

2.9.3. მოწმის სახით გამოკითხვისას მა-------–-ძე აცხადებს, რომ ის კლუბ „ბ-------ში“ მუშაობს დამლაგებლის პოზიციაზე, 2019 წლის 23 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, იხსენებს, რომ იყო ორი უცხო ეროვნების მამაკაცი, ისინი ისხდნენ თანმხლებ ქალბატონებთან ერთად, რუსულადაც და თურქულადაც საუბრობდნენ; იმის გამო, რომ მიმტანი არ ყავს რესტორანს, მას თხოვეს ემუშავა, ასევე აეღო ამ მაგიდიდან შეკვეთა, უცხო ენა არ იცის და გოგონები კარნახობდნენ თუ რა სახის საკვები უნდა მიეტანა, შეუკვეთეს როგორც ხორცის საკვები, ასევე სალათა, ჩაი, ვისკი და კოქტეილები; ისინი გაჩერდნენ დაახლოებით ორი საათი; როცა ანგარში მიუტანა, გამოთქვეს უკმაყოფილება და მათთან მივიდა რა---–------ძე, ის უ-----ის დახმარებით, ესაუბრებოდა კლიენტებს ჯერ მაგიდასთან, შემდეგ ცალკე ოთახში, მას თან გაყვა თარჯიმნის სახით უ-----ი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია ნო–------------------ი; მას ხმამაღალი საუბარი და ყვირილი არ გაუგონია, არც იცის რაზე საუბრობდნენ, რადგან არ იცის უცხო ენა; როცა ანგარიში მიუტანა ახსოვს იყო 2700 ლარი; რა გადაიხადეს და როგორ მან უკვე არ იცის; (იხ. გამოკითხვის ოქმი ს.ფ 131-133, ტ-1)

 

2.9.4. ფა---------------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 23 თებერვალს ს-----იდან ბათუმის მიმართულებით გამოყვა აზერბაიჯანის მოქალაქეებს, მათ თხოვეს სასტუმრო და საჭმელის მისაღებად შეთავაზა რესტორანი „ბ-------ი“, მათ შუკვეთეს შერეული ხორცი, სალათა და სასმელები, მათი თანხმობით თავადაც შეუკვეთა სასმელები და კოქტეილები, როცა ანგარიში მიუტანეს არ მოეწონათ და პრეტენზია გამოთქვეს, რომ თანხა იყო ზედმეტი, ის გავიდა და რა ფორმით გადაიხადეს და ვინ გადაახდევინა არ იცის, ბოლოს დაუკავშირდნენ ტელეფონით, რადგან გასული იყო და მას უნდა წაეყვანა სასტუმროში; არ იცნობდა მათ და ვერც სახელებს იხსენებს; (იხ გამოკითხვის ოქმი ს.ფ. 134-136, ტ-1) ;

 

2.9.5. იგივე სახით ადასტურებს გარემოებებს მოწმე თა----------ე; გამოკითხვისას ის ჩვენებს, რომ სტუმრად „ბ-------ში“ 2019 წლის 23 თებერვალს იყვნენ ძმები იბრაჰიმი და ფერჰათი; ისინი იყვნენ გასართობად მისულები და შეუკვეთეს სხვადასხვა სასმელები, ასევე საკვები; ბოლოს არ მოეწონათ ანგარიში, ოდენობით; მათთან მივიდა რა---–------ძე და ნო–------------------ი და შემდეგ არ იცის რა ფორმით და რამდენი გადაახდევინეს, ამ პირებს; (იხ გამოკითხვის ოქმი 1---139, ტ-1, )

 

2.1-- 2019 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი სასტუმრო „ბ-------ში“ რა---–------ძის და ნო–------------------ის მიმართ

 

2.1--1. დაზარალებული ეჯ-----------ი საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას გამოკითხვისას აცხადებს, რომ 2019 წლის 21 თებერვალს აეროპორტის გზატკეცილზე #175-ში მდებარე რესტორანში გოგონასთან სახელით „ვიკა“ წავიდა; დასხდნენ და ქალბატონმა მისცა შეკვეთა, გაჩერდნენ დაახლოებით ერთი საათი, შეუკვეთეს ვისკი და მისთვის წყალი ასევე გოგონამ მისცა შეკვეთა; როცა მიუტანეს ანგარში, გაუკვირდა თანხა; იყო 2230 ლარი; მაგიდასთან მივიდა ერთი პირი და უთხრა რომ იყო ჩეჩენი, ასევე მასთან მივიდა მაღალი აღნაგობის ჩაფსკვნილი მამაკაცი და ორთავემ მოითხოვეს პლასტიკური ბარათის გადაცემა; არ უშვებდნენ, სანამ სასურველ თანხას არ გადაიხდიდა; მას შეეშინდა, ვინაიდან რეალურად ბარათზე იყო დარჩენილი 100 ლარი, მოიხსნა ამ ოდენობით; სხვა თანხა არ გააჩნდა, რადგან იქ შესვლამდე ითამაშა და წააგო; მის მსგავსად ექცეოდნენ ასევე იმავე რესტორანში მყოფ ორ თურქი ეროვნების მამაკაცს და თხოვდნენ თანხას; დაახლოებით 40 წუთის გასვლის შემდეგ იქ მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები, მას უკვე თავი დაანებეს, მან მხოლოდ 100 ლარის გადაიხადა; ადასტურებს, რომ აშკარად ზედმეტს ითხოვდნენ მას ამ ღირებულებით შეკვეთა არ მიუცია; (იხ გამოკითხვის ოქმი 229-232 ტ-1)

 

2.11. 2019 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი სასტუმრო „ბ-------ში“ ნო–------------------ის და რა---–------ძის მიმართ

 

2.11.1. დაზარალებულის მე---------–--–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 21 თებერვალს მეგობართან ნე---------------იასთან ერთად გადმოვიდა თურქეთიდან საქართველოში, წავიდნენ ბათუმში არსებულ ჯამეში, ილოცეს და ს-----ში წასასვლელად დაიქირავეს ტაქსი; მძღოლმა შეთავაზა ჩაის დალევა და დათანხმდნენ და მიიყვანა ერთერთ ბარში; მისცეს ჩაის შეკვეთა; მძღოლმა ამ დროს დაუძახა იქვე მყოფ გოგონას და დაუსვა მათ მაგიდაზე; მან მისცა შეკვეთა და მიმტანმა დაიწყო კოქტეილებისა და ვისკის მოტანა; მძღოლმა დალია ჩაი და გავიდა გარეთ; ვინაიდან მძღოლი არ დაბრუნდა, დააპირეს გასვლა და მოითხოვეს ანგარიში, მიუტანეს 2100 ლარით; თანხის გადახდაზე უარი განაცხადეს და შეთავაზეს 100 ლარის გადახდა; იქ მყოფმა ჩაფსკვნილი აღნაგობით ახალგაზრდამ, ასევე მამაკაცმა წვერებით, დაიწყეს მოთხოვნა, რომ გადაეხადათ შეკვეთილი მენიუს საფასური; ისინი ხმამაღლა საუბრობდნენ და მოითხოვდნენ პლასტიკური ბარათიდან თანხა მოეხსნა; სხვა შემთხვევაში ვერ დატოვებდა შენობას; მისი კუთვნილი პლასტიკური ბარათიდან მოხსნეს სულ 4000 ლირა; მის მეგობრის პლასტიკური ბარათიდან კი 6000 ლირა, თან მისცეს აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითრები; სულ 10 0000 ლირის გადახდა მოუწიათ; იქედან გამოსულებს ურჩიეს რომ პოლიციისთვის მიემართათ; მათ განაცხადეს ამის შესახებ; (იხ გამოკითხვის ოქმი 240-242, ტ-1);

 

2.1--2 ანალოგიურად იგივე სახის გარემოებებზეა მითითებული დაზარალებულის მე---------------ის გამოკითხვის ოქმით (იხ გამოკითხვის ოქმი ს.ფ. 252-254, ტ-1);

 

2.13. ბათუში აღ--–-----–ის ქუჩაზე #25ა-ში კლუბ „რე----ში 2019 წლის 5 მარტის ეპიზოდთან დაკავშირებით ნო–------------------ის მიმართ

 

2.13.1. დაზარალებულმა სუ-–---------–----მა მოწმის სახით სასამართლოში დაკითხვისას , საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში განაცხადა, რომ საქართველოში შემოსვლისას მანქანის დაზღვევის საბუთებს აწესრიგებდა იქ შეყოვნდა 5-10 წუთი იყო ნამგზავრი, მოშიებული და მოინდომე საჭმლის ჭამა; გამოსვლის დროს შეამჩნია, რომ ერთი ქალბატონი უქნევდა ხელს, ჰკითხა თუ მიდიოდა თბილისისკენ ახლოს და მოინდომა მასთან ერთად მგზავრობა ; ღამით უნდა ემგზავრა და იფიქრა რომ თუ კი ეყოლებოდა მგზავრი და თან საქართველოს გზები კარგად არ იცოდა, დამეხმარებოდა კიდეც. მანქანაში ყოფნისას დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ ტელეფონით დაურეკა ვიღაცას და უთხრა, რომ ქონდა ამანათი დატოვებული და გზად გაივლიდა; ბენზინგასამართ სადგურთან შეჩერდა და უთხრა რომ აქ დაელოდებოდა. დაპატიჟა ან საჭმელზე ან ჩაის დასალევად, არ უნდოდა და წავიდა მარკეტისაკენ სადაც უნდა ეყიდა კოლა, ამ დროს გამომდო ხელკავი და უთხრა რომ უნდა წაყოლოდა მას უნდოდა თუ არა. ცოტა აღელდა; შეიყვანა ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც დასხდნენ და ელოდებოდნენ ჩაის. ჩაისთან ერთად მოვიდა ხილის ასორტი ერთ თეფშზე განლაგებული; ქალბატონისთვის მოიტანეს მიმტანებმა ხილის წვენის მსგავსი ყვითელი სითხე ერთ ჭიქაში ჩასხმული. ხუთი წუთი არ იქნებოდა გასული ადგა მაგიდიდან და წავიდა მოშორდა მაგიდას. ეს იყო ჩვეულებრივი კაფე-ბარი და რადგან გოგონა წავიდა, თავადაც ეცადა გასვლას; მაგრამ წინ გადაეღობა ერთი პიროვნება და უთხრა რომ ვერ შეძლებდა იქედან გამოსვლას. რომ გადასახდელი ჰქონდა ანგარიში, უთხრა რომ მიეტანათ და გადაიხდიდა, თუმცა მაინც არ უშვებდნენ; ერთერთმა წვერებიანმა პიროვნებამ ხელი კრა და დასვა ადგილზე. ეუბნებოდა რომ უნდა მისულიყო უფროსი; უფროსმა მოთხოვა 2000 ლარს ზევით თანხის გადახდა, მას გაუკვირდა, რადგან ამ ღირებულების არაფერი ჰქონდა მირთმეული; აიძულებდნენ გადაეხადა მითითებული ანგარიში; თუ არადა მოკლავდა და გამომჭრიდა ყელს. ასევე მასთან მივიდა ჩეჩენი, როგორც თავად ამბობდა და ემუქრებოდა; ეუბნებოდა, რომ თანხა არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ითხოვდა; მამაკაცი წვერებით ამოწმებდა მის ჯიბეებს ჰქონდა თუ არა რაიმე თანხა; თხოვდნენ მანქანის გასაღებს რომ დაეთვალიერებინათ შეიძლებოდა იქ ჰქონოდა დამალული თანხა მაგრამ არ მისცა გასაღები. ეხვეწებოდა რომ მხოლოდ ორასი ლირა ჰქონდა თურქული და იმას მიცემდა ოღონდ გაეშვათ იქედან. მანქანასთან წამოყვა სამი პირი გააღო მანქანა მაგრამ ჩემს მანქანაში შესვლამდე შევიდნენ ისინი მანქანაში. აიღო საფულე საიდანაც ამოიღო ორასი ლირა და გაუწოდა მათ. მაგრამ ამ ორასი ლირის გარდა ჰქონდა 60 დოლარი და საბანკო ბარათები, ეს რომ დაინახეს კიდე დაიწყეს მოთხოვნა რადგან თვლიდნენ რომ ექნებოდა სხვა თანხაც; შიშით თუ ინსტიქტით მანქანის საყვირს რთავდა; ამით ცდილობდა იქნებ პოლიციას შეემჩნია ან ვინმეს ყურადღება მიექცია, იმიტომ რომ ძალიან შეეშინდა. ამ დროს შეძლო და ხელის მუხრუჭი ამოწია მანქანაზე, რომელსაც განსხვავებული ხმა აქვს. და ამაზე შეეშინდათ და სასწრაფოდ წავიდნენ; ამ ხმაურზე იქვე უბანში იქვე მყოფი ახალგაზრდებიც მოვიდნენ და ერთ ერთმა ახალგაზრდამ დარეკა პოლიციაში. ის პირები შემდეგ ამოიცნო პოლიციის განყოფილებაში; სულ გამოართვეს 550 ლარი და 305 ლირა; (იხ გამოკითხვის ოქმი ტ-2 ს.ფ. 203-224)

 

2.14. 2019 წლის 08 ივნისის ეპიზოდი, კლუბ „ბ-------ში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რა---–------ძის მიმართ

 

2.14.1. დაზარალებულმა მა------------მა სასამართლოში გამოკითხვისას გამოძიების ეტაპზე განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოვიდა 2019 წლის 08 ივნისს მეგობართან ელ-------------თან ერთად; 15 წუთი ელოდებოდა საზღვარზე სანამ გადმოვიდოდა მისი მეგობარი გოგონებმა დაუქნიეს ხელი და წაიყვანეს ბათუმის მიმართულებით; იყვნენ ჩანთებით მიუხედავად იმისა, რომ ეჩქარებოდათ მაინც დათანხმდნენ;

ერთერთმა თხოვა მათ, დაბადების დღე ჰქონდა და უნდოდათ თუ არა ეპატიჟებოდნენ ერთერთ რესტორანში კლუბში. ძალიან თხოვეს და დაეთანხმნენ, ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ სასმელის დალევა არ სურდათ და დალევდნენ მხოლოდ ენერგეტიკულ სასმელს; შევიდნენ ამ დაწესებულებაში, გადაივლეს ხელზე წყალი და თქვეს, რომ რადგან იცავდნენ რამაზანს არ მიირთმევდნენ არაფერს. თავად არც აპირებდნენ შეკვეთას, რადგან ეპატიჟებოდნენ ისედაც, რომ დაბრუნდნენ მაგიდასთან, უკვე გავსებული იყო ვისკით და სხვადასხვა ხილით. მაშინვე უთხრეს, რომ არ აპირებდნენ იქ დიდხანს დარჩენას და შეკვეთა საკმაოდ ბევრი იყო; 10-15 წუთი იყვნენ მხოლოდ, გოგონები გავიდნენ საპირფარეშოში თითქოს და გაქრნენ წასვლა დააპირეს და დაუდგნენ წინ, მოითხოვეს გადახდა, ანგარში წარუდგინეს 2 220 ლარის ოდენობით. დაუწყეს მუქარა, რომ იქედან ცოცხლები ვერ გავიდოდნენ, დაემუქრნენ ცემით და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ერთმა გარედან, ერთმა შიგნიდან გადაუკეტა კარი. დასვეს იქ სადაც ისხდნენ ემუქრებოდნენ და არ უშვებდნენ; ასევე იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა. 700 დოლარი და 200 მანათი გამოართვეს. ეხვეწებოდნენ, რომ სხვა თანხა არ ჰქონდათ თუმცა არ უსმენდნენ; ძალიან შეეშინდათ და სხვა გზა არ ჰქონდათ გადაიხადეს და შემდეგ მიმართეს პოლიციას. ის პირები ამოიცვნეს პოლიციის განყოფილებაში; (იხ გამოკითხვის ოქმი, სხდომის ოქმი 0--06.2019წ; ს.ფ.76-86, ტ-2)

 

2.1.4.2. ანალოგიურად მსგავს გარემოებებზე მისცა განმარტება დაზარალებულმა ელ-------------მა და დაადასტურა იგივე ფაქტები, სასამართლოში გამოკითხვისას (იხ ს.ფ. 86-100, ტ-2, სხდომის ოქმი 0--06.2019წ)

 

2.15. 2019 წლის 12 მაისს კლუბ „პი---–-----ს“ ეპიზოდთან დაკავშირებით რა---–------ძის მიმართ

 

2.15.1. დაზარალებულის ომე--------------ის გამოკითხვის ოქმით დადასტურებულია, რომ ის 2019 წლის 12 მაისს ერთი დღით მეგობართან - ია---------------ისთან და მე-----------–-----ისთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, ს-----ში გამოსვლისას ორმა გოგონამ თხოვა წაეყვანათ ბათუმში რაზეც უარი არ თქვეს; გოგონებთან მოიკითხეს სასტუმრო ელეგანტი, რადგან იქ ჰქონდათ დაჯავშნილი ნომრები, მანამდე ერთერთმა მათგანმა ნინომ, როგორც გაეცნო, თხოვა, რომ ის მიეყვანა ერთერთ კლუბში, მიიყვანეს 5 წუთის შემდეგ გამოვიდა და თხოვა მათ შესულიყვნენ და დაეთვალიერებინათ რადგან ის იყო მისი მამის; ნინოსვე მითითებით დასხდნენ კლუბში, მოართვეს სასმელები, მათ არ შეუკვეთავთ და იცოდნენ რომ დაპატიჟებულები იყვნენ; გოგონებმა დაპატიჟეს კლუბში და ეუბნებოდნენ, რომ ეს იყო ქართული სტუმარ მასპინძლობიდან გამომდინარე;

გოგონები ცოტა ხანში გავიდნენ და არ დაბრუნდნენ, თავად როცა წასვლა დააპირეს კლუბის დაცვის სამი თანამშრომელი მივიდა მათთან და მოითხოვა თანხის გადახდა, შეკვეთილის მიხედვით; თავად იუარეს, რადგან იყვნენ დაპატიჟებულები; ისინი ეუბნებოდნენ, რომ თუ არ გადაიხდიდნენ გამოიძახებდნენ პოლიციას; გააპროტესტეს ფასები, მოუტანეს მენიუ და აჩვენეს, მათთან იყო ძალიან მაღალი ფასები; , ემუქრებოდნენ და აიძულებდნენ თანხის გადახდას, სამივეს რაც ჰოქნდა შეაგროვეს, სულ შეაგროვეს 1300 ლირა და გადასცეს; , მისი ბარათიდან ასევე იძულებით მოხსნეს 1350 ლარი,ის ვინც თანხას ითხოვდა თავად გაეცნო მათ და უთხრა რომ იყო 23 წლის, ჰქონდა დაბალი წვერი, რაის აქტიურობდა და ითხოვდა თანხას, მას მისი ამოცნობაც შეუძლია; ასევე იქ იყვნენ დაცვის თანამშრომლები მაგრამ მათ არანაირი იძულება მათ მიმართ არ განუხორციელებიათ; (იხ ს.ფ.296-298, ტ-1)

ანალოგიური გარემოებები დადასტურებულია მე-----------–-----ის და ია---------------ის გამოკითხვის ოქმებით; (იხ ს.ფ. 298-312; ტ-1);

 

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები;

 

2.16. დადგენილია, რომ 2019 წლის 23 თებერვალს იბ--------------ის და ფე--------------ის განცხადების საფუძველზე, სადაც მიუთითებდნენ ქ. ბათუმში, ად-–-------------5-ში მდებარე ღამის კლუბ ბ-------ში, იძულებით გადაახდევინეს შეკვეთის შეუსაბამო თანხა 900 აშშ დოლარი. ბათუმის საქალაქო სამმართველოში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ -ი ს 150- ე მუხლით ; (იხ განცხადება, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი იხ.ს/ფ 7-8, ტომი N1);

 

2.17 საქმეში არსებული ფოტოსურათის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამოცნობა დაიწყო 2019 წლის 25 თებერვალს 10:40 საათზე და დასრულდა 2019 წლის 25 თებერვალს 11:05 საათზე, დადგენილია, რომ ამომცნობს, ფე--------------ს, წარედგინა რა კომპიუტერის მონიტორზე გამოსახული ოთხი მამაკაცის ფოტოსურათი ფე--------------მა (F-------------) ყოველგვარი ყოყმანის გარეშე განაცხადა შემდეგი, რომ წარმოდგენილ ოთხ ფოტოსურათზე გამოსახულ პიროვნებათაგან ამოიცნო N4 ფოტოსურათზე გამოსახული მამაკაცი. ეს მამაკაცი ნახა 2019 წლის 23 თებერვალს, ქ. ბათუმში, ად-–-------------5-ში მდებარე რესტორან ,,ბ-------ში“, რომელმაც გაეცნო, როგორც თანამემამულე ნოშრევან ორუჯოვად, ზედმეტ სახელად იუ-----ი, მას ტანზე ეცვა მუქი შინდის ფერი პერანგი, შავი ფერის ნაჭრის შარვალი, ის აქცენტით საუბრობდა აზერბაიჯანულ ენაზე, ამომცნობმა აღნიშნა რომ, აღნიშნული პირის მიერ შავი სამყაროს წევრების ხსენებით და იქ მომუშავე ბ--–--ზე მითითებით, რომ ის მას ფიზიკურად გაუსწორდებოდა განიცადეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, სწორედ მისი დაჟინებული თხოვნით მათ შეიყვანეს რესტორნის გვერდით ოთახში, იუ-----მა და ბ--–--მ განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის გამოც გარეთ გამოსულები იძულებული გახდნენ ნების საწინაღმდეგოდ გადაეხადათ შეკვეთილი მაგიდის შეუსაბამო თანხა 900 აშშ დოლარი, რომელიც ფე--------------ის ძმამ მისცა იუ-----ს, იუ-----მა კი ბ--–--ს, მას ზუსტად ახსოვს აღნიშნული პიროვნების გარეგნობა: ის იყო სუსტი აღნაგობის, დაახლოებით 165-170 სმ სიმაღლის, ოდნავ წვერით, შავი თმით, მოგრძო სუსტი სახით, ქონდა თაფლისფერი თვალები, სწორი ცხვირი, იქნებოდა დაახლოებით 40 წლამდე, ამოცნობაში დარწმუნებულია და ეჭვი არ ეპარება (იხ. ტომი 1 ს-ფ 27-29)

 

2.18 საქმეში არსებული ფოტოსურათის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამოცნობა დაიწყო 2019 წლის 25 თებერვალს 09:40 საათზე და დასრულდა 2019 წლის 25 თებერვალს 10:00 საათზე, დადგენილია, რომ ამომცნობს, ფე--------------ს, წარედგინა რა კომპიუტერის მონიტორზე გამოსახული ოთი მამაკაცის ფოტოსურათი ფე--------------მა (F-------------) ყოველგვარი ყოყმანის გარეშე განაცხადა შემდეგი, რომ წარმოდგენილ ოთხ ფოტოსურათზე გამოსახულ პიროვნებათაგან ამოიცნო N3 ფოტოსურათზე გამოსახული მამაკაცი. ეს მამაკაცი ნახა 2019 წლის 23 თებერვალს, ქ. ბათუმში, ად-–-------------5-ში მდებარე რესტორან ,,ბ-------ში“, რომელსაც ეძახდნენ ,,ბ--–--ს“ , რომელსაც ტანთ ეცვა ნაცრისფერი კაპიშონიანი ზედა, მწვანე ფერის ჟილეტი, და ნაცრისფერი სპორტული შარვალი, მისი და იუ-----ის თხოვნით ის და მისი ძმა გაიყვანეს რესტორნის გვერდით მდებარე ოთახში, რომლებიც მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს და მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაიხადეს 900 აშშ დოლარი, იგი ბ--–--ს ახასიათებს, როგორც დაახლოებით 195 სმ-ი სიმაღლის, 30 წლამდე ასაკის, მრგვალი სახით, შავი ფერის თვალებით, პატარა სწორი ცხვირით, შავი ფერის თმებით, ჰქონდა მოშვებული მოუვლელი წვერი, მის ამოცნობაში დარწმუნებულია და ეჭვი არ ეპარება (იხ. ტომი 1 ს/ფ 31-33)

 

2.19. საქმეში არსებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ავთანდილ გოგიაშვილის მიერ, ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, 2019 წლის 24 თებერვალს 11:50 საათიდან 12:40 საათამდე შუალედში, დადგენილია, რომ მას შემდეგ რაც ჰე--------------მა თარჯიმნის მონაწილეობით, ხმამაღლა წაიკითხა მის მიერ მიცემული ჩვენება, გამოთქვა სურვილი, რომ მის მიერ მიცემული ჩვენება დადასტურდეს ადგილზე მისვლით, რის შემდეგაც მოხდა გასვლა ქ. ბათუმში, ად-–-------------5-ში, ფე--------------მა მიუთითა ის ადგილი და მაგიდა სადაც მის ძმასთან ერთად დაჯდა მაგიდასთან, ასევე მიუთითა ის მაგიდა სადაც იჯდნენ ქალბატონი მარიამი და ფატმანი, შემდეგ მიუთითა ის ოთახი სადაც მის ძმასთან ერთად შეიყვანა რესტორანში გაცნობილმა იუ-----მა, აღნიშნულ ოთახში მიუთითა ის ადგილი სადაც მის ძმასთან ერად იჯდნენ, ასევე მიუთითა ის ადგილი სადაც მის ძმასთან ფერჰათთან ერთად ჩაჯდა მანქანაში და წავიდა ქალაქის მიმართულებით.(იხ. ტომი 1 ს-ფ17-21)

 

2.20. საქმეში არსებული შემთხვევის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის მიერ, ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, 2019 წლის 24 თებერვალს 10:30 საათიდან 11:20 საათამდე შუალედში, დადგენილია, რომ მას შემდეგ რაც იბ--------------მა თარჯიმნის მონაწილეობით, ხმამაღლა წაიკითხა მის მიერ მიცემული ჩვენება, გამოთქვა სურვილი, რომ მის მიერ მიცემული ჩვენება დადასტურდეს ადგილზე მისვლით, რის შემდეგაც მოხდა გასვლა ქ. ბათუმში, ად-–-------------5-ში, იბ--------------მა მიუთითა ის ადგილი და მაგიდა სადაც მივიდა მის ძმასთან ერთად, შემდეგ მიუთითა ის ოთახი სადაც მისმა თანამემამულემ განახორციელა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის შემდეგაც აჩვენა ის ადგილი სადაც იუ-----ს გადასცა თანხა 900 აშშ დოლარი.(იხ. ტომი 1, ს-ფ 77-81)

 

2.21. საქმეში არსებული ფოტოსურათის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამოცნობა დაიწყო 2019 წლის 25 თებერვალს 09:10 საათზე და დასრულდა 2019 წლის 25 თებერვალს 09:30 საათზე, დადგენილია, რომ ამომცნობს იბ--------------ს წარედგინა რა კომპიუტერის მონიტორზე გამოსახული ოთი მამაკაცის ფოტოსურათი იბ--------------მა (I--------------) ყოველგვარი ყოყმანის გარეშე განაცხადა შემდეგი, რომ წარმოდგენილ ოთხ ფოტოსურათზე გამოსახულ პიროვნებათაგან ამოიცნო N1 ფოტოსურათზე გამოსახული მამაკაცი, რომელიც მამაკაცი ნახა 2019 წლის 23 თებერვალს, ქ. ბათუმში, ად-–-------------5-ში მდებარე რესტორან ,,ბ-------ში“, რომელსაც ეძახდნენ ,,ბ--–--ს“, რომელსაც ტანთ ეცვა ნაცრისფერი კაპიშონიანი ზედა, მწვანე ფერის ჟილეტი, და ნაცრისფერი სპორტული შარვალი, მისი და იუ-----ის თხოვნით ის და მისი ძმა გაიყვანეს რესტორნის გვერდით მდებარე ოთახში, რომლებიც მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს და მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაიხადეს 900 აშშ დოლარი, იგი ბ--–--ს ახასიათებს, როგორც დაახლოებით 195 სმ-ი სიმაღლის, 30 წლამდე ასაკის, მრგვალი სახით, შავი ფერის თვალებით, პატარა სწორი ცხვირით, შავი ფერის თმებით, ჰქონდა მოშვებული მოუვლელი წვერი, მის ამოცნობაში დარწმუნებულია და ეჭვი არ ეპარება (იხ. ს-ფ 86-87)

 

2.2-- საქმეში არსებული ფოტოსურათის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამოცნობა დაიწყო 2019 წლის 25 თებერვალს 10:10 საათზე და დასრულდა 2019 წლის 25 თებერვალს 10:30 საათზე, დადგენილია, რომ ამომცნობს, იბ--------------ს, წარედგინა რა კომპიუტერის მონიტორზე გამოსახული ოთი მამაკაცის ფოტოსურათი იბ--------------მა (I--------------) ყოველგვარი ყოყმანის გარეშე განაცხადა შემდეგი, რომ წარმოდგენილ ოთხ ფოტოსურათზე გამოსახულ პიროვნებათაგან ამოიცნო N1 ფოტოსურათზე გამოსახული მამაკაცი. იგი ნახა 2019 წლის 23 თებერვალს, ქ. ბათუმში, ად-–-------------5-ში მდებარე რესტორან ,,ბ-------ში“, რომელმაც გაეცნო, როგორც თანამემამულე ნოშრევან ორუჯოვად, ზედმეტ სახელად იუ-----ი, ამომცნობმა აღნიშნა რომ, აღნიშნული პირის მიერ შავი სამყაროს წევრების ხსენებით და იქ მომუშავე ბ--–--ზე მითითებით, რომ ის მას გაუსწორდებოდა ფიზიკურად განიცადეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, სწორედ მისი დაჟინებული თხოვნით იგი შეიყვანეს რესტორნის გვერდით ოთახში, იუ-----მა და ბ--–--მ განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის გამოც გარეთ გამოსულები იძულებული გახდა ნების საწინაღმდეგოდ გადაეხადა შეკვეთილი მაგიდის შეუსაბამო თანხა 900 აშშ დოლარი, რომელიც გადასცა იუ-----ს, იუ-----მა კი ბ--–--ს, მას ზუსტად ახსოვს აღნიშნული პიროვნების გარეგნობა: ის იყო სუსტი აღნაგობის, დაახლოებით 165-170 სმ-ი სიმაღლის, ოდნავ წვერით, შავი თმით, მოგრძო სუსტი სახით, ქონდა თაფლისფერი თვალები, სწორი ცხვირი, იქნებოდა დაახლოებით 40 წლამდე, ამოცნობაში დარწმუნებულია და ეჭვი არ ეპარება (იხ. ტომი 1, ს-ფ 90-92)

 

2.23. 2019 წლის 23 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების გამომძიებლის მიერ დათვალიერებულ იქნა ქ. ბათუმში, ად-–-------------5-ში მდებარე რესტორანი ,,ბ-------ი“, დათვალიერება მიმდინარეობდა საღამოს საათებში, ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე, დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ რესტორანი ბ-------ი მდებარეობს ბათუმში, სან-დასუფთავების ადმინისტრაციული შენობის მოპირდაპირე სახლის პირველ სართულზე, შესასვლელიდან წინ მდებარეობს სამზარეულო და გვერდით საპირფარეშო, სამზარეულოსთან მისვლამდე მარჯვნივ შესასვლელით შესასვლელი ოთახში, რომელიც განათებულია ჩვეულებრივი და სხვადასხვა ფერების განათებით, შესასვლელიდან მარცხნივ იქვე განთავსებულია დახლი, რომლის უკან აწყვია სხვადასხვა დასახელების ბოთლები, იქვე დგას მაცივარი სადაც აწყვია სხვადასხვა დასახელების სასმელები, დახლის გვერდით დგას შუშიანი კარადა რომელშიც აწყვია შამპანურის ბოთლები და ჭიქები, ოთახში არის 8 მაგიდა. ოთახის მარჯვენა კედლის კუთხეში მაგიდაზე განთავსებულია მუსიკალური ინსტრუმენტები, მაგიდის წინ აწყვია 4 დინამიკი, შესასვლელიდან მარჯვენა კედელზე არის ფანჯარა, რომლის ზედა ნაწილი შუშა დაზიანებული, რესტორან ბ-------ის დათვალიერებისას საკასო და ვიდეო შემკრები დივიდერი, ასევე თანხის მოსახსნელი ტერმინალი-კასა აღმოჩენილი ვერ იქნა, მეპატრონის განმარტებით ორი ცალი ტერმინალი ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ვიდეო ინფორმაციის შემკრებ კონტეინერთან (დივიდერთან) ერთად, ასევე მეპატრონის განმარტებით ჩეკის ამომერი საკასო აპარატი არ მუშაობს 20 დღეა იგი შესაკეთებლად წაიღო 22 თებერვალს, რესტორან ბ-------ის მთლიან ტერიტორიაზე განთავსებულია 8 ერთეული ვიდეო სათვალთვალო კამერა, კაფეში არსებული 8 მაგიდიდან 6 ზე აწყვია მენიუს პლასტიკური ფურცელი, სადაც მენიუს დასახელება ფასებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტ კრიმინალისტის მიერ ამოღებულ იქნა ერთი ცალი მენის პლასტიკური ბარათი, რომელიც მოთავსებულია სპეც. პაკეტში FCD-1------, ასევე ამოღებულ იქნა და-----------–-ძის სახელზე არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერი (პ/ნ 6----------) 100%-იანი წილის მეწილედ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სხვა რაიმე კანონსაწინაღმდეგო ნივთი არ ამოღებულა. (ტომი 1, ს/ფ 150-156);

 

2.2-- ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 23 თებერვალს 19:00 საათიდან 19:20 საათამდე შუალედში ფა---------------ისგან ამოღებული იქნა ,,I-------”-ს მარკის მობილური ტელეფონი, იმეილ კოდით 3--------------- რომელშიც მოთავსებულია სიმ ბარათი, მობილური ტელეფონი დასურათებული და მოთავსებულ იქნა ქაღალდის კონვერტში, დაილუქა ლუქით 26/1-- (იხ.ს-ფ 175-181, ტ-1)

 

2.25 ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ

2019 წლის 22 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მოწმე ფა---------------ის მონაწილეობით მოხდა ფა---------------ისგან ამოღებული მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ,,I-------”-ს დათვალიერება, დათვალიერებულ იქნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები ნომერთან 5------------ მიმოწერა იწყება 2019 წლის 23 თებერვალს 14:11 სთ-ზე, მიმოწერა თარჯიმნის მიერ გადაყვანილ იქნა ქართულ შრიფტზე: თ----------------------------------–-------–---------------------------------------------------------------–------–------------------------------------–-------––----------------–-----------------------------------------------------------------------–---–-----------------------------------------------------------------------------------–------------------------------------------------------–----------------–----------------------------------------–---------–----------------------------------------–-------------------------------------------------------------------------------------------------------------------რა ქნეს დე წავიდნენ? რითაც ჩანაწერი დასრულდა, შეტყობინებები დაქსრინშოტდა ხოლო მობილური ტელეფონი დაილუქა თეთრი ფერის კონვერტში. (იხ.ს-ფ 194-195, ტ-1)

 

2.2-- 2019 წლის 21 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების გამომძიებლის მიერ დათვალიერებულ იქნა ქ. ბათუმში, ად-–-------------5-ში მდებარე რესტორანი ,,ბ-------ი“, რომლიც მდებარეობს სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე, ოთახში განთავსებულია 8 ხის მაგიდა სკამებით, 2 მაცივარი, რომლებშიც აწყვია ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, იქვე განთავსებულია დახლი, შესასვლელიდან წინა მარჯვენა კუთხეში დგას მუსიკალური ინსტრუმენტები, გვერდით სარკეა, შესასვლელიდან ბოლოში დგას დახლი, დახლზე კომპიუტერია და მის გვერდით დევს სამი აპარატი, ერთი ჩეკის ამოსაწერია და ორი თანხის მოსახსნელი, დახლზე მდგარი მონიტორის უკან დევს კომპიუტერული ინფორმაციის შემკრებები ე.წ ,,დივიდერი“, ოთახში სულ განთავსებულია 5 ვიდეო სათვალთვალო კამერა. დათვალიერების დროს ამოღებული იქნა თანხის მოსახსნელი ორი აპარატი, რომლებიც მოთავსდა სპეც.პაკეტში FCD-1-------------------------–----------------–------------------–--–---------------------–--------–--------------------------–---------–------–------------------------–----–-----------------------------------------------------------------------–--------–-------------------------------------------------------------------–--------------–----------------------------------–-–------–--------–--------–------------- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოღებულა. (იხ.ს-ფ 204-210, ტ-1)

 

2.2-- 2019 წლის 29 აპრილის დათვალიერების ოქმით, დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის მიერ თარჯიმნის მზევინარ აბულაძის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა 2019 წლის 22 თებერვალს დაზარალებულ ეჯ-----------ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ფეიქბუქის სქრინშოტს, სადაც თურქულ ენოვანი შრიფტით არის შემდეგი შინაარსი: ,,ჯეოსელი 00:06, ვაქიფ ბანკი, გარიგების შესახებ ინფორმაცია, ქვითარი, შემდეგ არის ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია, რაც არ იკითხება, გზავნილი 2----------------------------–-------------- ფი---–----- ბათუმის ტერმინალი, საათი 21:00:13, კოდით 4---------------- ლირა ქვითრის ნომერი 7-----, თურქეთის ვაკით ბანკი ტაო. (იხ.ს-ფ 2331-1341, ტ-1)

 

2.26. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2019 წლის 22 თებერვალს მოწმე ეჯ-----------ის მიერ, მასზე წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოცნობილი იქნა, მარცხნიდან N2 და მარჯვნიდან მესამე ადგილას, რომელიც ნახა 2019 წლის 21 თებერვალს ქ. ბათუმში, ად-–-------------5-ში მდებარე, რესტორან ,,ბ-------ში“, რომელმაც იძულებით გამოართვა 209 ლირა მის თანმხლებ მაღალ, ჩაფსკვნილ პიროვნებებთან ერთად. (იხ ს.ფ.261-262, ტ-1);

 

2.27. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2019 წლის 22 თებერვალს, მოწმე მედიმ უმიტ აკაის მიერ, მასზე წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოცნობილი იქნა, მარცხნიდან მესამე და მარჯვნიდან N1 ადგილას, რომელიც ნახა 2019 წლის 21 თებერვალს, ქ. ბათუმში, ად-–-------------5-ში მდებარე, რესტორან ,,ბ-------ში“, რომელმაც იძულებით მოუხსნა ბარათიდან 6000 ლირა, ხოლო მის მეგობარ მეჰმეტ ჰალილს 4000 ლირა მის თანმხლებ მაღალ ჩაფსკვნილ პიროვნებასთან ერთად, აღნიშნული პიროვნება იყო ჩეჩენი ეროვნების, ასევე იყო მუსლიმანი, აღნიშნულმა პიროვნებამ, მის მეგობარ ჩაფსკვნილ მამაკაცთან ერთად ბარის გვერდით ოთახში გაიყვანა ის და მისი მეგობარი მეჰმეტ ჰალილი რომლებსაც იძულებით ათქმევინეს ბარათის კოდები. (იხ ს.ფ.263-264, ტ-1);

 

2.28. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2019 წლის 22 თებერვალს, მოწმე მედიმ უმიტ აკაიმ, წარდგენილ 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო N4, რომელმაც 2019 წლის 21 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ად-–-------------5-ში მდებარე, რესტორან ,,ბ-------ში“, მის თანმხლებ მამაკაცთან ერთად, მას და მე---------–--–ს იძულებით გამოართვა საკრედიტო ბარათები და მოხსნა 6000 (ექვსი ათასი) თურქული ლირა, ხოლო მე---------–--–ს საკრედიტო ბარათიდან მოუხსნა 4000 (ოთხი ათასი) თურქული ლირა, მის ხელთ არსებული ბანკის ტერმინალიდან. (იხ ს.ფ.266-267, ტ-1);

 

2.29. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2019 წლის 22 თებერვალს, მოწმე მე---------–--–ის მიერ, წარდგენილ 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო N3, რომელმაც 2019 წლის 21 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ად-–-------------5-ში მდებარე, რესტორან ,,ბ-------ში“, მის თანმხლებ მამაკაცთან ერთად, მას და მედიმ უმიტ აკაის იძულებით გამოართვა საკრედიტო ბარათები და მოხსნა 4000 (ოთხი ათასი) თურქული ლირა, ხოლო მე---------–--–ს საკრედიტო ბარათიდან მოუხსნა 6000 (ექვსი ათასი) თურქული ლირა, მის ხელთ არსებული ბანკის ტერმინალიდან. (იხ ს.ფ.268-270, ტ-1);

 

2.30. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2019 წლის 22 თებერვალს, მოწმე ეჯ----------- მიერ, წარდგენილ 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო N1, რომელმაც 2019 წლის 21 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ად-–-------------5-ში მდებარე, რესტორან ,,ბ-------ში“, მის თანმხლებ მამაკაცთან ერთად, მას მუქარით და იძულებით იძულებით გამოართვა საკრედიტო ბარათები და ერთ-ერთი საკრედიტო ბარათიდან მოხსნა 209 (ორას ცხრა) თურქული ლირა (იხ ს.ფ.271-273, ტ-1);

 

2.31. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2019 წლის 22 თებერვალს, მოწმე მე---------–--–ის მიერ, წარდგენილ 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო, რომელმაც 2019 წლის 21 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ად-–-------------5-ში მდებარე, რესტორან ,,ბ-------ში“, იძულებით გამოართვა 6000 ლირა , ხოლო მის მეგობარ მედიმ უმიტ აკაის 6000 ლირა, აღნიშნული პიროვნება იყო ,,ჩეჩენი“ ეროვნების, იყო მუსლიმანი, მან ამოუღო ბარათიდან საფულე და მიაწოდა ჩაფსკვნილ მამაკაცს, ასევე სწორედ ამ პიროვნებამ ჩაფსკვნილ მამაკაცთან ერთად მან და მისი მეგობარი მედიმ უმიტი ბარის გვერდით ოთახში იძულებით ათქმევინეს ბარათის კოდები და მოხსნეს ზემოაღნიშნული თანხები (იხ ს.ფ.274-275, ტ-1)

 

2.32. დადგენილია, რომ 2019 წლის 12 მაისს დაგტეკინ ომერის, მესურტ სქყლემსის და ყავუზ ტუფერგის განცხადების საფუძველზე, სადაც მიუთითებდნენ, რომ ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე N1---ში მდებარე დისკო კლუბ ,,პი---–-----ში“, რომ მათ იძულებით გადაახდევინეს 1450 ლარი და 1700 თურქული ლირა, ბათუმის საქალაქო სამმართველოში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ -ი ს 150- ე მულის პირველი ნაწილით; (იხ განცხადება, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ს-ფ282-283, ტომი 1);

 

2.33. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2019 წლის 13 მაისს, მოწმე ომერ დაღთექის მიერ, წარდგენილ 3 მამაკაცს შორის ამოიცნო მარცხნიდან N1, მარჯვნიდან N3 პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 12 მაისს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N1---ში მდებარე დისკო კლუბ ,,ფი---–-----ში“ იძულებით გადაახდევინა 600 ლირა, მის მეგობარს მე-----------–-----ს 500 ლირამდე თანხა, ია---------------ს 150 ლირამდე თანხა, ხოლო შემდგომ მისი და მე-----------–-----ის პლასტიკური ბარათიდან დისკო კლუბში არსებული ტერმინალიდან მოახსნევინა 1850 ლარი. (იხ ს.ფ.314-315, ტ-1)

 

2.34. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2019 წლის 13 მაისს, მოწმე ია---------------ის მიერ, წარდგენილ 3 მამაკაცს შორის ამოიცნო მარცხნიდან N1, მარჯვნიდან N3 პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 12 მაისს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N1---ში მდებარე დისკო კლუბ ,,ფი---–-----ში“ იძულებით გადაახდევინა მას 150 ლირა, მის მეგობარს ომე--------------ს 600 ლირა, მე-----------–-----ს კი 500 ლირამდე თანხა, ასევე, ომერის და მესუთს პლასტიკური ბარათიდან დისკო კლუბში არსებული ტერმინალიდან მოახსნევინა 1850 ლარი. (იხ ს.ფ.316-317, ტ-1)

 

2.35. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2019 წლის 13 მაისს, მოწმე მე-----------–-----ის მიერ, წარდგენილ 3 მამაკაცს შორის ამოიცნო მარცხნიდან N1, მარჯვნიდან N3 პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 12 მაისს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N1---ში მდებარე დისკო კლუბ ,,ფი---–-----ში“ გადაახდევინა მას 500 ლირა, მის მეგობარს ომე--------------ს 600 ლირა, ია---------------ის კი 150 ლირამდე თანხა, ასევე, მისი და ომერის პლასტიკური ბარათიდან დისკო კლუბში არსებული ტერმინალიდან მოახსნევინა 1850 ლარი. (იხ ს.ფ.318-319, ტ-1)

 

2.36. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2019 წლის 13 მაისს, მოწმე ომე--------------ის მიერ, წარდგენილ 3 მამაკაცს შორის ამოიცნო მარცხნიდან N1, მარჯვნიდან N3 პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 12 მაისს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N1---ში მდებარე დისკო კლუბ ,,ფი---–-----ში“ იძულებით გადაახდევინა 600 ლირა, მის მეგობარს მე-----------–-----ს 500 ლირამდე თანხა, ია---------------ს 150 ლირამდე თანხა, ხოლო შემდგომ მისი და მე-----------–-----ის პლასტიკური ბარათიდან დისკო კლუბში არსებული ტერმინალიდან მოახსნევინა 1850 ლარი. (იხ ს.ფ.314-315, ტ-1)

 

2.37. დადგენილია, რომ 2018 წლის 08 ივნისის მაჰირ მურაევის და ელ-------------ის განცხადების საფუძველზე, სადაც მიუთითებდა, რომ ქ. ბათუმში, ად-–--ს ქუჩაზე N----–- მდებარე დისკო კლუბში, რომ იძულებით გადაახდევინეს 700 აშშ დოლარი, ბათუმის საქალაქო სამმართველოში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ -ის 150- ე მულის პირველი ნაწილით; (იხ განცხადება, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ს-ფ1-2, ტომი 2);

 

2.38. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2019 წლის 09 ივნისს, მოწმე ელ-------------ის მიერ, წარდგენილ 3 მამაკაცს შორის ამოიცნო N2, რომელმაც 2018 წლის 08 ივნისს, კლუბ ბ-------ში აიძულა გადაეხადა 700 აშშ დოლარი. (იხ ს.ფ.26-27, ტ-2)

 

2.39. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2019 წლის 09 ივნისს, მოწმე მა------------ის მიერ, წარდგენილ 3 მამაკაცს შორის ამოიცნო N3, რომელმაც 2018 წლის 08 ივნისს, კლუბ ბ-------ში აიძულა გადაეხადა 700 აშშ დოლარი. (იხ ს.ფ.28-29, ტ-2)

 

2.40 2018 წლის 09 ივნისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის მიერ 2018 წლის 09 ივნის 03:00სთ-დან 03:30სთ-მდე პერიოდში, იძულებისა და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, რა---–------ძისგან ამოღებულ იქნა 700 აშშ დოლარი (იხ ს.ფ.32-36, ტ-2)

 

2.41. დადგენილია, რომ 2019 წლის 06 მარტს განცხადების საფუძველზე, სადაც მითითებული იყო, რომ ქ. ბათუმში, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა, გ ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩების კვეთაში თურქული ავტობუსის მძღოლმა ითხოვა დახმარება, მძღოლმა განუცხადა, რომ მას ძალის გამოყენებით წაართვეს ნივთები. ბათუმის საქალაქო სამმართველოში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ -ი ს 178- ე მულის პირველი ნაწილით, 2019 წლის 06 მარტს შეიცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. ; (იხ განცხადება, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ს.ფ.109-110, ტ-2);

 

2.42. 2019 წლის 06 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის მიერ დათვალიერებულ იქნა ქ. ბათუმში, დ. აღ--–-----–-------------ში მდებარე რესტორანი ,,რე----ი“, რომლიც მდებარეობს ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე, შიგნით არის პატარა დერეფანი, რომელშიც არის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს სავარძელი, მარცხენა მხარეს მაგიდა, კლუბში დგას სავარძლები, მრგვალი მაგიდები და სკამები, მაგიდებზე დევს თეფშები და ჭიქები, მენიუს და ანგარიშის ფურცლები, ბოლოში არის დინამიკები, არის კიბე მეორე სართულზე ასასვლელად, მეორე სართულზე დგას მაგიდები, მარჯვენა მხარეს დგას ბარი, ბარის ზედაპირზე დევს მონიტორი, რომელიც ახორციელებს ვიდეო ჩაწერას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა მენიუს და ანგარიშის ფურცელი, რომლებიც მოთავსდა და დაილუქა სპეციალურ პაკეტში, კარადის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი 100 ლირა, 1ც. 50 ლირა, 1ც. 20 ლირა, 1ც.10 ლირა, 1ც 5 ლარიანი კუპიურა, რომელიც დაილუქა სპეციალურ პაკეტში. (იხ ს.ფ.126-131, ტ-2)

 

2.43. ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 06 მარტს 11:20 საათიდან 11:30 საათამდე შუალედში მუ----------------სგან ამოღებული იქნა ყავისფერი ტყავის ქურთუკი და ღია ცისფერი ფერის ჯინსის შარვალი.(იხ ს.ფ.135-137, ტ-2)

 

2.44. ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 06 მარტს 05:40 საათიდან 05:55 საათამდე შუალედში სუ-–--------------სგან ამოღებული იქნა დუტის ქურთუკი და ღია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი.(იხ ს.ფ.145-147, ტ-2)

 

2.45. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2019 წლის 07 მარტს, მოწმე სუ-–---------–----ის მიერ, წარდგენილ 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო N1, რომელმაც 2019 წლის 05 მარტს, ქ. ბათუმში, დ. აღ--–-----–------------ა-ში მდებარე, რესტორანში გაეცნო, როგორც კლუბის მეპატრონე, ჩეჩენი ეროვნების ნო–------------------ად, აღნიშნულმა იძულებით ნების საწინააღმდეგოდ გამოართვა შეკვეთილი მაგიდისათვის შეუსაბამოდ მაღალი თანა 670 ლარის ოდენობით. გარეგნულად ნო–------------------ს აღწერს, როგორც დაახლოებით 180-185 სმ სიმაღლის, ს-–----–-- აღნაგობის, გრძელი კეხიანი ცხვირით, ჩვეულებრივი ტუჩებით, მუქი თვალებით. (იხ ს.ფ.165-167, ტ-2)

 

2.46. 2018 წლის 11 მარტის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ გამომძიებლის ავთანდილ გოგიაშვილის მიერ, 2019 წლის 11 მარტს, 13:50 საათიდან 14:15 საათამდე დროის შუალედში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქ. ბათუმში, აღ--–-----–ის ქუჩაზე მდებარე კლუბ ,,რე----ის’’, კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი იქნა 2019 წლის 05 მარტს 22:00 საათიდან 2019 წლის 06 მარტს 00:00 საათამდე ჩანაწერი, რაც გადაწერილ იქნა ლაზერულ დისკზე, რომელიც მოთავსებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში და დალუქული იქნა, გაკეთებული იქნა მონაწილე პირების ხელმოწერები. (ს/ფ 239-241, ტომი 2);

 

2.47. 2019 წლის 11 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ გამომძიებლის მიერ, კლუბი ,,რე----ის“ დირექტორის კრისტინა ჩიმპოეშის მონაწილეობით მოხდა ამოღებული ვიდეო სათვალთვალო კამერის მოწყობილობაზე ლუქის მოხსნა და დათვალიერება პაკეტში აღმოჩნდა გარე ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩამწერი მოწყობილობა, შავი ფერის კორპუსით და ადაფტორი თავისი გადამყვანით. (ს/ფ 243-244, ტომი 2);

 

2.48. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით 11.03.2019 წ დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ. ბათუმში, აღ--–-----–ის ქუჩაზე მდებარე დისკო კლუბ ,,რე----ი’’ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ნივთიერი მტკიცებულების გახსნა და დათვალიერება მიმდინარეობდა 2019 წლის 11 მარტს 14:20 საათიდან 15:40 საათამდე პერიოდში;

 

აღნიშნული დისკო კლუბიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები ერთ ცალ დისკზე მოთავსებული აღნიშნულ დისკებში ჩაწერილია შემდეგი ვიდეოფაილები:

 

1.ვიდეოფაილი სახელით HCVR-ch 1_main_2---------------------------- გახსნისას კადრში ჩანს კლუბ რე----ის დარბაზი მარჯვენა პირველ მაგიდასთან ზიან გო----------------–--ე და მოცეკვავე მ-----, 22:07:13 სთ-ზე კადრში ჩნდება მუ--------------ძე, 22:15:11 სთ-ზე მოცეკვავე მ----- გადის დარბაზიდან და 22:15:28 შემოდის, 22:24:30 სთ-ზე კლუბში შემოდიან უცნობი მამაკაცი და ქალბატონი და სხდებიან მარჯვენა მესამე მაგიდასთან, 22:24:45 მათთან მიდის მიმტანი, მოცეკვავე მ-----, 22:26:09 სთ-ზე მუ--------------ძე გადის კლუბის გარეთ,22:26:49 სთ-ზე მიმტანმა, მოცეკვავე მ-----მ მიუტანა შეკვეთა, 22:27:49 სთ-ზე მუ--------------ძე შემოდის კლუბში, 22:32:18 სთ-ზე ლუბიდან გადის უცნობი ქალბატონი, 22:34:18 სთ-ზე კლუბში შემოსული კლიენტი მიდის გასასვლელ კართან, სადაც ესაუბრება მ-----ს, გო----------------–--ეს და მუ--------------ძეს, 22:34:28 სთ-ზე კლუბში შემოსული კლიენტი მიდის მის მაგიდასთან, 22:34:45 სთ-ზე მასთან მიდის გო----------------–--ე, 22:34:57 სთ-ზე კლუბში შემოდის მ-----, 22:35:02 სთ-ზე შემოსული კლიენტი მიდის კლუბიდან გასასვლელში მდგარ გო----------------–--ესთან, მუ--------------ძესთან და მ-----სთან, 22:36:20 სთ-ზე აღნიშნული კლიენტი მიდის კვლავ გასასვლელთან, სადაც გო----------------–--ეს ბიძგავს ხელით, ხოლო გო----------------–--ემ კრა ხელი და მიუთითა მაგიდისკენ, რომ დამჯდარიყო, 22:38:40 სთ-ზე კლუბში შემოდის სუ-–------------ძე, რომელიც მიდის აღნიშნული კლიენტის მაგიდასთან, შემდეგ ჯდება კლუბში მარჯვენა პირველ მაგიდასთან, მასთან მიდის აღნიშული კლიენტი ესაუბრება მას და უბრუნდება თავის მაგიდას, 22:39:48 სთ-ზე კლუბში შემოდის ნოშრევან ორუჯოვი, ჯერ მიდის ბართან, შემდეგ კი 22:40:44 სთ-ზე მიდის აღნიშნულ კლიენტთან, რომელსაც ჩამოუჯდა მაგიდასთან და დაუწყო საუბარი, 22:41:46 სთ-ზე ნოშრევან ორუჯოვი მიდის ბართან, 22:46:51-ზე კლუბში შემოდის უცნობი ქალბატონი და ჯდება პირველ მაგიდასთან, 22:42:09 ზე კლიენტთან მიდის მ----- და მიაქვს ანგარიშის ფურცელი, 22:42:25 სთ-ზე აღნიშნულ კლიენტთან მიდის ნოშრევან ორუჯოვი, ჩამოუჯდა მაგიდასთან და ჟესტიკულაციით დაუწყო საუბარი, 22:45:01 ზე მაგიდიდან ნოშრევან ორუჯოვი დგება და მიდის ბარისკენ მას მიყვება შემოსული კლიენტი, სადაც ნოშრვან ორუჯოვი ხელით უხსნის აღნიშნულ კლიენტს და აბრუნებს მის მაგიდასთან, 22:46:55 სთ-ზე კლიენტის მაგიდასთან მიდის სუ-–------------ძე და ნოშრევან ორუჯოვი, სადაც ნოშრეან ორუჯოვი ხელით ესაუბრება კლიენტს, სადაც გამოდის ბართან და კვლავ ბრუნდება აღნიშნულ კლიენტთან, 22:56:49 სთ-ზე ნოშრევანი და აღნიშნული კლიენტი დგებიან მაგიდიდან და ერთმანეთს ხელების გაშლით ესაუბრებიან, 22:59:59 სთ-ზე ჩანაწერი მთავრდება.

 

2.ვიდეოფაილი სახელით HCVR_ch1_main_2----------------------------- გახსნისას კადრში ჩანს კლუბ რე----ის დარბაზი, ნოშრევან ორუჯოვი კლუბში შემოსული კლიენტი, გო----------------–--ე და მ-----, კლიენტთან მიდის ნოშრევან ორუჯოვი და ესაუბრება, მაგიდიდან გამოდის სუ-–------------ძე 23:24:51 სთ-ზე კლიენტი მიდის ბარისკენ სადაც ნო–------------------ს ელაპარაკება, რა დროსაც კლიენტი იხდის ქურთუკს და ზედა მაისურს და გადის ბარის მხარეს, აღნიშნული კლიენტი მიდის მის მაგიდასთან, მასთან მიდის ნო–------------------ი და ელაპარაკება, 23:29:43 სთ-ზე კლიენტი მიდის კლუბის გასასვლელში სადაც ესაუბრება ნო–------------------ს, გვერდით დგანან გო----------------–--ე და სუ-–------------ძე, 23:30:36 სთ-ზე კლიენტი და ნო–------------------ი გადიან კადრიდან, 23:43:30 სთ-ზე მთავრდება ჩანაწერი.

 

3.ვიდეოფაილი სახელით HCVR_ch1_main_2---------------------------- მასში შენახულია დისკო კლუბის რე----ის დარბაზი, დათარიღებული 2019 წლის 05 მარტით 23:44:36 საათიდან 23:59:59 საათამდე დროის პერიოდში.

 

4.ვიდეოფაილი სახელით HCVR_ch3_main_2----------------------------- დათარიღებულია 05.03.2019, საათი 22:00:00, ჩანს კლუბის დარბაზი ბართან ერთად, მარჯვენა პირველ მაგიდასთან სხედან გო-----------------–-ძე და მ-----, 22:07:13 სთ-ზე კადრში ჩნდება მუ--------------ძე, 22:15:11-ზე მოცეკვავე მ----- გადის კლუბიდან და 22:15:28-ზე შემოდის, 22:24:30სთ-ზე კლუბში შემოდიან უცნობი ქალბატონი და მამაკაცი, სხდებიან მარჯვენა მესამე მაგიდასთან, 22:24:45 სთ-ზე მათთან მიდის მიმტანი, მოცეკვავე, მ----- 22:26:09 სთ-ზე მუ--------------ძე გადის კლუბის გარეთ, 22:26:49 სთ-ზე გო----------------–--ემ გაატანა და მ-----მ მიუტანა შეკვეთა, 22:27:49ზე მუ--------------ძე შემოდის კლუბში, 22:32:18სთ-ზე კლუბიდან გადის უცნობი ქალბატონი, 22:34:18 სთ-ზე კლუბში შემოსული კლიენტი მიდის გასასვლელთან და ესაუბრება მ-----ს, გო----------------–--ეს და მუ--------------ძეს, 22:34:28 სთ-ზე კლუბში შემოსული კლიენტი მიდის მის მაგიდასთან, 22:34:45 სთ-ზე მასთან მიდის გო----------------–--ე, 22:34:57 სთ-ზე კლუბში შემოდის მ-----, 22:35:02 სთ-ზე კლიენტი მიდის გასასვლელში მდგარ გო----------------–--ესთან, მუ--------------ძესთან და მ-----სთან, 22:35:35 სთ-ზე კლუბში შემოსული კლიენტი ბრუნდება მაგიდასთან, 22:36:20 სთ-ზე კლიენტი მიდის კვლავ გასასვლელთან, სადაც გო----------------–--ეს ბიძგავს ხელით, ხოლო გო----------------–--ემ კრა ხელი და მიუთითა მაგიდისკენ რომ დამჯდარიყო, 22:38:40 სთ-ზე კლუბში შემოდის სუ-–------------ძე, მიდის აღნიშნული კლიენტის მაგიდასთან, შემდეგ ჯდება კლუბში მარჯვენა მხარეს პირველ მაგიდასთან, სადაც ასევე მოდის აღნიშნული კლიენტი, ესაუბრება და ჯდება მის მაგიდასთან, 22:39:48სთ-ზე კლუბში შემოდის ნო–------------------ი, რომელიც ჯერ ბართან, ხოლო 22:40:44 სთ-ზე მიდის აღნიშნულ კლიენტთან, რომელმაც ჩამოუჯდა მაგიდასთან და დაიწყო საუბარი, 22:41:46 სთ-ზე ნო–------------------ი მიდის ბართან, 22:42:09 სთ-ზე კლიენტთან მიდის მ----- და მიაქვს ანგარიშის ფურცელი, 22:42:25 სთ-ზე კლიენტთან მიდის ნო–------------------ი, ჩამოუჯდა მაგიდასთან და ჟესტიკულაციით დაუწყო საუბარი, 22:45:01 სთ-ზე ნოშრვან ორუჯოვი მიდის ბარისკენ, მიყვება შემოსული კლიენტიც, სადაც ნო–------------------ი ხელით უხსნის და აბრუნებს მის მაგიდასთან, 22:46:55 სთ-ზე კლიენტის მაგიდასთან მიდის სუ-–------------ძე და ნო–------------------ი, სადაც ნოშრევანი ხელით ესაუბრება აღნიშნულ კლიენტს, შემდეგ გამოდის ბართან და კვლავ ბრუნდება კლიენტთან, 22:56:49 სთ-ზე ნოშრევანი და აღნიშნული კლიენტი დგებიან მაგიდიდან და ერთმანეთს ხელების გაშლით ესაუბრებიან, 22:59:59 სთ-ზე ჩანაწერი მთავრდება

5.ვიდეოფაილი სახელით HCVR_ch3_main_2---------------------------- დათარიღებულია 05.03.2019, საათი 23:00:01, ჩანს კლუბის დარბაზი, კადრში ჩანს ნოშრევან ორუჯოვი, კლუბში შემოსული კლიენტი, რომელიც დგას მაგიდასთან, გო----------------–--ე და მ-----, აღნიშნულ კლიენტთან მიდის ნოშრევანი და ესაუბრება, რის შემდეგაც აღნიშნული მაგიდიდან გამოდის სუ-–------------ძე, 23:07:06 სთ-ზე კლიენტის მაგიდასთან მიდის ნო–------------------ი,23:24:51 სთ-ზე აღნიშნული კლიენტი მიდის ბარისკენ, სადაც ნო–------------------ი ელაპარაკება, რა დროსაც აღნიშნული კლიენტი იხდის ქურთუკს და ზედა მასიურს, რასაც არ ასრულებს და გადის ბარის მხარეს, სადაც სუ-–------------ძეს და გო----------------–--ეს ესაუბრება, მათთან მიდის ნო–------------------ი, ჩამოუჯდება და ესაუბრება, 23:29:43 სთ-ზე კლიენტი მიდის კლუბის გასასვლელში, ესაუბრება ნო–------------------ს, გვერდით დგანან სუ-–------------ძე და გო----------------–--ე, 23:30:36 სთ-ზე ნო–------------------ი და კლიენტი გადის დარბაზიდან, 23:43:30 სთ-ზე მთავრდება ჩანაწერი.

6.ვიდეოფაილი სახელით HCVR_ch3_main_2---------------------------- მასში შენახულია კლუბ რე----ის დარბაზი, დათარიღებული 2019 წლის 05 მარტი, 23:44:36 საათიდან 23:59:59 საათამდე დროის პერიოდში.

ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების შემდეგ დისკი დაილუქა. (იხ ს.ფ.247-250, ტ-2)

 

2.49. დადგენილია, რომ 2018 წლის 11 სექტემბრის რე---------–--ს განცხადების საფუძველზე, სადაც მიუთითებდა, რომ ითხოვდა პოლიციის დახმარებას ბათუმის საქალაქო სამმართველოში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ -ი ს 150-ე მულის პირველი ნაწილით; (იხ განცხადება, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ს.ფ.1-2, ტ-3);

 

2.50. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს მოწმე რეჯებ უსულმ, წარდგენილ 3 მამაკაცს შორის ამოიცნო მარცხნიდან N1, რომელმაც 2018 წლის 10 სექტემბერს ერთ-ერთ დისკო კლუბში მოსთხოვეს შეკვეთის შეუსაბამო ანგარიში (იხ ს.ფ.23-24, ტ-3)

 

2.51. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს მოწმე მუჰამმეთ უზუნმა წარდგენილ 3 მამაკაცს შორის ამოიცნო მარცხნიდან N3, რომელმაც 2018 წლის 10 სექტემბერს ერთ-ერთ დისკო კლუბში მოსთხოვეს შეკვეთის შეუსაბამო ანგარიში (იხ ს.ფ.26-27, ტ-3)

 

2.52. დადგენილია, რომ 2018 წლის 29 სექტემბრის სერდალ ჰაკის განცხადების საფუძველზე, სადაც მიუთითებდა, რომ ქ. ბათუმში, ად-–-------------2-ში მდებარე კლუბ ,,ბ-------ში“ თანხის გადახდასთან დაკავშირებით ითხოვდა პოლიციის დახმარებას ბათუმის საქალაქო სამმართველოში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ -ი ს 150- ე მულის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 2018 წლის 19 დეკემბერს შეიცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; (იხ განცხადება, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ს.ფ.33-36, ტ-3);

 

2.53. ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს 07:30 საათიდან 07:50 საათამდე შუალედში სე------–----ისგან ამოღებული იქნა პლასტიკური ბარათი, რომელიც მოთავსდა და დაილუქა შესაბამის ოაკეტში.(იხ ს.ფ.100-105, ტ-3)

 

2.54. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ

2018 წლის 11 ნოემბერს, მოწმე ნი------------ის მონაწილეობით მოხდა ნი------------ის მობილური ტელეფონის აიფონ 6S-ის ფირმის მობილური ტელეფონის მეხსიერებაში შენახული ფოტოსურათი, რომლის მიხედვითაც პლასტიკური ბარათით world gold, ნომრით 4921 30*****4284, 2018წლის 28 ნოემბერს ბათუმში, შპს ფი---–-----ში გადაირიცხა 1--205,21 თურქული ლირა, იმავე დღეს BOG ATM BATUMI ATM NAKIT AVANS-ATAM10451 ბანკნოტიდან გამოტანილი იქნა 1.020,53 თურქული ლირა სამჯერ. აღნიშული ფოტოსურათი ამობეჭდილ და დართულ იქნა ს.ს საქმეს (იხ.ს-ფ 112-114, ტ-3)

 

2.55. საქმეში არსებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ჯემალ ცეცხლაძის მიერ, ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, 2018 წლის 12 დეკემბერს 12:20 საათიდან 12:25 საათამდე შუალედში. დადგენილია, რომ მას შემდეგ რაც სე------–----მა თარჯიმნის მონაწილეობით, ხმამაღლა წაიკითხა მის მიერ მიცემული ჩვენება, გამოთქვა სურვილი, რომ მის მიერ მიცემული ჩვენება დადასტურდეს ადგილზე მისვლით, რის შემდეგაც მოხდა გასვლა ხელვაჩაურის რაიონში, სასაზღვრო პუნქტიდან 30 მეტრში სადაც შეხვდა ორი გოგონა, რომლებთანაც ერთად შემდეგ წავიდა სადაზღვევო დაწესებულებაში, აღნიშნულის შემდეგ სე------–----ის მითითებით საგამოძიებო ექსპერიმენტი გაგრძელდა, ქ. ბათუმში კახაბრის დასახლებაში, გაფორმების ეკონომიურ ზონასთან განთავსებულ სადაზღვეო ცენტრთან N405250473, სე------–----ის განმარტებით ის და ნი------------ი იქ მიიყვანა ზემოაღნიშნულმა ორმა გოგომ, აღნიშნულის შემდეგ წავიდნენ ქ. ბათუმში, ადლის ქუჩა N175-ში მდებარე შპს ,,ფი---–-----ში“ ღამის კლუბ ,,ბ-------თან“ სადაც პლასტიკური ბარათიდან მოახსნევინეს 5000 ლირა მომსახურებისთვის, იმავე საღამოს წამოიყვანეს და ბანკომატის საშუალებით პლასტიკური ბარათიდან მოახსნევინეს 1500 ლარი ღამის კლუბის თანამშრომლებმა, აღნიშნულის შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტი გაგრძელდა ქ. ბათუმში, ფ.ხალვაშის გამზირი N45-ში მდებარე შპს NASCAR-ში ბენზინგასამართ სადურთან, მდებარე საქართველოს ბანკის ბანკომატთან, საიდანაც სე------–----ის განმარტებით მოხსნა 1500 ლარი, შემდეგ სე------–----ის მითითებით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჯგუფი მივიდა ქ. ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა N1-ში მდებარე კაზინო fclipse, 1---------- და იამვე შენობაში განთავსებულ სასტუმრო ეუფორიასთან, მობლურის გააქტიურების შემდეგ, ის და ნიჰათი მივიდნენ პოლიციაში სადაც მივიდნენ ღამის კლუბის თანამშრომლებიც, რომლებმაც უთხრეს, რომ თანხას დაუბრუნებდნენ ოღონდ პოლიციაში არ ეთქვათ, აღნიშნულის შემდეგ სე------–----მა ისინი წაიყვანა ქ, ბათუმში ფ. ხალვაშის N2-ში მდებარე პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში სადაც მივიდნენ საჩივრის დასაწერად, აღნიშნულის შემდეგ დასრულდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. (იხ. ტომი 3 ს-ფ116-121)

 

2.56. საქმეში არსებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის მიერ მოწმე ნი------------თან ერთად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, 2018 წლის 12 დეკემბერს 13:35 საათიდან 14:30 საათამდე შუალედში, რომლის მიხედვითაც ნი------------მა თარჯიმნის მონაწილეობით, ხმამაღლა წაიკითხა მის მიერ მიცემული ჩვენება, გამოთქვა სურვილი, რომ მის მიერ მიცემული ჩვენება დადასტურდეს ადგილზე მისვლით, რის შემდეგაც მოხდა გასვლა, სადაც ნახა ორი გოგონა, რომლებმაც მიიყვანეს სადაზღვევო დაწესებულებაში, შემდეგ ღამის კლუბში სადაც მოხსნა თანხა, საიდანაც შემდეგ მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც ასევე მივიდნენ ღამის კლუბის თანამშრომლები და პოლიციაში განაცხადის არ შეტანის სანაცვლოდ შესთავაზეს თანხის უკან დაბრუნება, ნი------------მა აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად საგამოძიებო ექსპერიმენტის ჯგუფი მიიყვანა ყველა ზემო ჩამოთვლი ადგილზე. (იხ. ტომი 3 ს-ფ136-141)

 

2.57. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2019 წლის 12 დეკემბრის მოწმე სე------–----ის მიერ, წარდგენილ 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო N3, რომელმაც 2018 წლის 28 ნოემბერს ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ად-–-------------5-ში მდებარე, რესტორან ,,ბ-------ში“, მის თანმხლებ მამაკაცთან ერთად, მას და ნი------------ვს იძულებით გამოართვა საკრედიტო ბარათები და მოხსნა 5000 (ხუთი ათასი) ლარი, შემდეგ მუქარით შეშინებულმა გაყვა მის თანხმლებ მამაკაცს და ბანკომატიდანაც გამოიტანა 1500 ლარი, ხოლოო მას შემდეგ რაც პოლიციაში განაცხადეს აღნიშნულმა მამაკაცმა ნი------------ს გადასცა 10 000 ლირა, ის მამაკაცს ახასიათებს, როგორც დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლის, მსუქანი, მოსული აღნაგობის, გაუპარსავი წვერით, რომლის ამოცნობაშიც დარწმუნებულია. (იხ ს.ფ.162-163, ტ-3);

 

2.58. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2019 წლის 12 დეკემბრის მოწმე ნი------------ის მიერ, წარდგენილ 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო N4, რომელმაც 2018 წლის 28 ნოემბერს ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ად-–-------------5-ში მდებარე, რესტორან ,,ბ-------ში“, მის თანმხლებ მამაკაცთან ერთად, მის თანხმლებ მამაკაცს სე------–----ის იძულებით გამოართვა საკრედიტო ბარათები და მოხსნა 5000 (ხუთი ათასი) ლარი, შემდეგ მუქარით შეშინებულებმა გაყვნენ მის თანხმლებ მამაკაცს და ბანკომატიდანაც გამოიტანეს 1500 ლარი, ხოლოო მას შემდეგ რაც პოლიციაში განაცხადეს, აღნიშნულმა მამაკაცმა გადასცა 10 000 ლირა, სე------–----ზე გადასაცემად, ის მამაკაცს ახასიათებს, როგორც დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლის, მსუქანი, გაუპარსავი წვერით, რომლის ამოცნობაშიც დარწმუნებულია. (იხ ს.ფ.166-167, ტ-3);

2.59. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს მოწმე სე------–----ის მიერ, წარდგენილ 4 ფოტოსურათს შორის ამოიცნო N4, რომელმაც 2018 წლის 28 ნოემბერს კლუბ ,,ბ-------ში“ აიძულა გადაეხადა 5000 ლარი, რომლებმაც დამატებით მოახსნევინა ბანკომატიდან 1500 ლარი, ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, გაპარსული წვერით, (იხ ს.ფ.170-172, ტ-3)

 

2.60. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს, მოწმე ნი------------ის მიერ, მასზე წარდგენილი ოთხი მამაკაციდან ამოცნობილი იქნა N2 ფოტოსურათზე წარმოდგენილი მამაკაცი, რომელიც ნახა 2018 წლის 28 ნოემბერს ქ. ბათუმში, ად-–--ს ქუჩაზე მდებარე დისკო კლუბ ,,ბ-------ში’’. აღნიშნული პიროვნება ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, გაპარსული წვერით.(იხ ს.ფ.174-176, ტ-3);

 

2.61. 2018 წლის 21 დეკემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ გამომძიებლის მიერ, 2019 წლის 21 დეკემბერს, 15:30 საათიდან 16:10 საათამდე დროის შუალედში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ს-----ის“ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი იქნა 2018 წლის 28 ნოემბრის ჩანაწერი, სადაც ჩანს სე------–----ისა და ნი------------ის საზღვრის გადმოკვეთა, რაც გადაწერილ იქნა 6 ფაილად, 1 ცალ დისკზე, რომელიც მოთავსებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში და დალუქული იქნა. (ს/ფ 299-301, ტომი 3);

 

2.62. 2018 წლის 21 დეკემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ გამომძიებლის მიერ, 2019 წლის 21 დეკემბერს, 16:15 საათიდან 16:25 საათამდე დროის შუალედში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ინდ. მეწარმე რევაზ ირემაძის ვალუტის პუნქტის ვიდეოკამერების კომპიუტერული სისტემიდან 2018 წლის 28 ნოემბრის ჩანაწერი აღარაა შენახული და გამოთხოვა ვერ მოხერხდა. (ს/ფ 302-304, ტომი 3);

 

2.63. 2018 წლის 21 დეკემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ გამომძიებლის მიერ, 2019 წლის 21 დეკემბერს, 16:30 საათიდან 16:40 საათამდე დროის შუალედში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ინდ. მეწარმე გიორგი თანდილავას ვალუტის პუნქტის ვიდეოკამერების კომპიუტერული სისტემიდან 2018 წლის 28 ნოემბრის ჩანაწერი აღარაა შენახული და გამოთხოვა ვერ მოხერხდა. (ს/ფ 305-306, ტომი 3);

 

2.64. 2018 წლის 21 დეკემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ გამომძიებლის მიერ, 2019 წლის 21 დეკემბერს, 17:30 საათიდან 18:15 საათამდე დროის შუალედში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კახაბრის დასახლებაში მდებარე დაზღვევის ცენტრის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ჩაწერილ იქნა ერთ ცალ დისკზე და დაილუქა თეთრი ფერის კონვერტში, მრგვალი ბეჭდით.(ს/ფ 308-310, ტომი 3);

 

2.65. 2018 წლის 22 დეკემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ გამომძიებლის მიერ, 2019 წლის 22 დეკემბერს, 15:00 საათიდან 15:45 საათამდე დროის შუალედში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ლე----------------------------------–---------------------------–-----ს“ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები, ვიდეოჩანაწერის მიხედვით სე------–----ი და ნი------------ი კაზინოში შევიდნენ 2018 წლის 28 ნოემბერს 23:55 სთ-ზე, გამოვიდნენ 00:18 სთ-ზე, რომლებიც ჩაწერილ იქნა ორ ცალ დისკზე, ხუთ ფაილად და დაილუქა თეთრი ფერის კონვერტში, მრგვალი ბეჭდით.(ს/ფ 311-314, ტომი 3);

 

2.66. 2018 წლის 22 დეკემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ გამომძიებლის მიერ, 2019 წლის 22 დეკემბერს, 17:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის შუალედში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ლე----------------------------------–---------------------------------------ს“ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები, ვიდეოჩანაწერის მიხედვით სე------–----ი და ნი------------ი კაზინოში შევიდნენ 2018 წლის 28 ნოემბერს 23:55 სთ-ზე, გამოვიდნენ 00:18 სთ-ზე, რომლებიც ჩაწერილ იქნა ერთ ცალ დისკზე, ორ ფაილად და დაილუქა თეთრი ფერის კონვერტში, მრგვალი ბეჭდით.(ს/ფ 315-317, ტომი 3);

 

2.67. 2019 წლის 18 იანვარს ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ გამომძიებლის მიერ, 2019 წლის 18 იანვარს, 14:30 საათიდან 14:45 საათამდე დროის შუალედში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუ---–-–---–-------------ში მდებარე სს ,,თიბისი ბანკის“ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მოცემულია ერთი თაბახის ფურცელზე, დათარიღებულია 15.01.2019წ N23/124-02..(ს/ფ 318-320, ტომი 3);

 

2.68. 2018 წლის 18 იანვარს ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ გამომძიებლის მიერ, 2019 წლის 18 იანვარს, 17:30 საათიდან 17:50 საათამდე დროის შუალედში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მე--------–---------------ში მდებარე სს ,,საქართველოს ბანკის“ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, მოცემულია ერთი თაბახის ფურცელზე, დათარიღებულია 18.01.2019წ 19/491 (ს/ფ 323-325, ტომი 3);

 

2.69. 2018 წლის 18 იანვარს ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ გამომძიებლის მიერ, 2019 წლის 18 იანვარს, 18:30 საათიდან 19:15 საათამდე დროის შუალედში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ად-–-------------5-ში მდებარე შპს ,,ფი---–-----ს“ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი იქნა შავი ფერის კამერების შემნახველი, რომელის კომპიუტერთან მიერთების შემდეგ, ინფორმაციის გამოთხოვა ვერ მოხერხდა, რადგან ინფორმაცია არ გაიხსნა. (ს/ფ 327-331, ტომი 3);

 

2.70. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით 27.01.2019 წ დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ. ბათუმში, სასაზღვრო პუნქტის ,,ს-----ის’’ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ნივთიერი მტკიცებულების გახსნა და დათვალიერება მიმდინარეობდა 2019 წლის 27 იანვარს 13:00 საათიდან 20:55 საათამდე პერიოდში;

 

ვიდეოფაილისახელითNVR02_NVR02_IPCamera4_2-------------------------------------- მასში შენახულია საზღვრის ავტომობილებით გადაკვეთის ზოლის თვალთვალის კადრები, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 28 ნოემბერს, 21:22 საათზე, კიას ფირმის, შავი ფერის ჯიპის მოდელის ავტომობილით მივიდა ნი------------ი მესაზღვრე პატრულის-რეგისტრატორის კაბინასთან.

ვიდეოფაილისახელითNVR02_NVR02_IPCamera4_2-------------------------------------- ჩაწერილია საზღვრის გადმოსაკვეთი ზოლის ვიდეოკამერის მიერ, ასახულია 2018 წლის 28 ნოემბერს 21:28 სთ-ზე თუ როგორ დაასრულა ნი------------მა რეგისტრაცია თავისი ავტომობილით.

ვიდეოფაილისახელითNVR10_NVR10_IPCamera7_2------------------------------------- ჩაწერილია საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის ვიდეოკამერის მიერ, ასახულია 2018 წლის 28 ნოემბერს21:32 სთ-ზე თუ როგორ ტოვებს ს-----ის ტერიტორიას კია ფირმის ჯიპი და მიემართება ბათუმის მიმართულებით.

ვიდეოფაილისახელითNVR10_NVR10_IPCamera7_20-------------------------------------- ჩაწერილია საზღვრის გამშვები პუნქტის მისასვლელი მოედნის თვალთვალისათვის აღნიშნულ ფაილში გამოძიებისათვის მნიშვნელობის მქონე ჩანაწერი არ იძებნება.

ვიდეოფაილისახელითNVR10_NVR10_IPCamera8_2-------------------------------------6 ჩაწერილია თუ როგორ გადაკვეთა 2018 წლის 28 ნოემბერს, 21:10 საათზე ,,ს-----ის“ გამშვები პუნქტით საზღვარი სე------–----იმ.

ვიდეოფაილისახელითNVR10_NVR10_IPCamera10_2-------------------------------------- ჩაწერილია თუ როგორ გამოვიდა სასაზღვრო პუნქტის შენობიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსული სე------–----იმ, მასთან კომუნიკაცია არავის არ ქონია და გავიდა იმ მხარეს სადაც სასაზღვრო პუნქტის კამერები არაა.

დათვალიერებისას მოხდა ვიდეო კადრების დასურათება, რომელიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს

2) აიპი ,,სავალდებულო დაზღვევის ცენტრის“ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის გახსნისას აღმოჩნდა 1 დისკი მასზე ჩაწერილი სამი ვიდეოფაილით, ვიდეოჩანაწერების მიხედვით სე------–----ი და ნი------------ი, 2018 წლის 28 ნოემბერს, სავალდებულო დაზღვევის ცენტრთან მანქანით მივიდნენ 21:45 საათზე და დაზღვერვის ცენტრიდან წავიდნენ 21:52 საათზე, უკანა სავარძელზე მსხდომი პირები არ გადმოსულან მანქანიდან. დათვალიერებისას მოხდა ვიდეო კადრების დასურათება, რომელიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს

3) შპს ,,ალიუდ იუნიტას ჯორჯია“-ს კაზინო E-------ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის გახსნისას აღმოჩნდა 2 დისკი, ერთ დისკზე ჩაწერილია სამი ვიდეოფაილი: улица 1, улица 2, улица 3. ვიდეოფაილ улица 1 მიხედვით სე------–----ი და ნი------------ი კაზინოში მივიდნენ 2018 წლის 28 ნოემბერს 23:55 საათზე, ნი------------ის მანქანა კაზინოსთან მივიდა კობალაძის ქუჩის მხრიდან და გაჩერდა სადგომზე. ისინი კაზინოდან გამოვიდნენ 2018 წლის 29 ნოემბერს 00:18 საათზე, ქალთან ერთად, ვიდეოფაილ улица 2 დროის იგივე მონაკვეთში ასახული როგორ მივიდნენ სე------–----ი და ნი------------ი კაზინოში ქალთან ერთად, კადრში ჩანს ლურჯი სუბარუ ფორესტის ავტომანქანა. ვიდეოფაილ улица 3 იგივე კადრებია აღბეჭდილი.

დისკი წარწერით 2 ჩაწერილია улица 4 და форестер-ის სახელის ვიდეოფაილი, ვიდეოფაილ улица 4 დაფიქსირებულია 2018 წლის 28 ნოემბერს 23:57 საათზე აეროპორტის მხრიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე ლურჯი ფერის სუბარუ ფორესტის მარკის ავტომანქანა. ვიდეოფაილ форестер ასახულია 2018 წლის 28 ნოემბერს, 23:58 საათზე სასტუმრო ეუფორიას და კაზინოს წინ განთავსებულ ავტოსადგომზე კობალაძის ქუჩის მხრიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის მხრიდან შემოდის ლურჯი ფერის სუბარუ ფორესტი, რომელიც 2019 წლის 29 ნოემბერს 00:19 საათზე, როდესაც სე------–----ი და ნი------------ი გამოდიან კაზინოდან გაჩერებულია სე------–----ის და ნი------------ის სადგომთან ახლოს, სუბარუ წავიდა კობალაძის ქუჩის მხრისკენ, გაჩერდა ავტოსადგომზე, გამორთო შუქები, დაელოდა სერდალ ჰაქის და ნი------------ის ავტომანქანას, შემდეგ კი უგან გაყვა მას ჩამქრალი შუქებით, წავიდნენ ანგისის მიმართულებით. დათვალიერებისას მოხდა ვიდეო კადრების დასურათება, რომელიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს

4) შპს ,,მეტრო ეუფორია ფოსტელ ბათუმი’’-ს სასტუმრო ,,-------“-ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის გახსნისას აღმოჩნდა 1 დისკი, ორი ვიდეოფაილით, ვიდეოფაილებში 00:06 საათზე სასტუმროს წინ გაჩერდა სუბარუ ფორესტის მარკის ავტომანქანა, რომელთანაც მივიდა დაცვის თანამშრომელი, შემდეგ სუბარუ ფორესტი წავიდა აღნიშნული ადგილიდან. დათვალიერებისას მოხდა ვიდეო კადრების დასურათება, რომელიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

5) სს ,,საქართველოს ბანკის“ გამოთხოვილი ინფორმაცია 1 დიკზე ჩაწერილია 13 ფოტოფაილი, დაფიქსირებული ბანკომატის ვიდეოთვალის მიერ. დათვალიერების შემდეგ აღნიშნული ვიდეო ჩანაწერებიანი 5 დისკი, საქართველოს ბანკის 1 დისკი მოთავსებული და დალუქული იქნა თეთრი ფერის კონვერტში ,,პაკეტებისათვის 26/10“. (ს/ფ 368-371, ტომი 3);

 

2.71. 2019 წლის 13 მარტის ბრალდებულის დაკავებისა ოქმით დადგენილია, რომ რაულ ო-----ის ძე ბერიძის დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო: 2019 წლის 13 მარტს, 21:20 საათზე და დასრულდა 22:00 საათზე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო - 2019 წლის 13 მარტი, 21:15 საათი. დაკავება განხორციელდა ქ. ბათუმში, ად-–-------------5-ში, მდებარე დისკო კლუბი ,,ბ-------ის’’ შენობაში. ბრალდებულის დაკავების ოქმი შეადგინა საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა ჯემალ ცეცხლაძემ (იხ. ს/ფ 26-30, ტომი N4);

 

2.72. 2019 წლის 13 მარტის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ რამაზ თე------ს ძე ბიაძის დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო: 2019 წლის 13 მარტს, 21:23 საათზე და დასრულდა 22:05 საათზე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო - 2019 წლის 13 მარტი, 21:20 საათი. დაკავება განხორციელდა ქ. ბათუმში, ად-–-------------5-ში, მდებარე დისკო კლუბი ,,ბ-------ის’’ შენობაში. ბრალდებულის დაკავების ოქმი შეადგინა საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა ავთანდილ გოგიაშვილმა (იხ. ს/ფ 72-77, ტომი N4);

 

2.73. 2019 წლის 13 მარტის ბრალდებულის დაკავებისა ოქმით დადგენილია, რომ ნო–------------------ის დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო: 2019 წლის 13 მარტს, 23:15 საათზე და დასრულდა 23:41 საათზე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო - 2019 წლის 13 მარტი, 23:10 საათი. დაკავება განხორციელდა ქ. ბათუმში, გ. ლო-------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრალდებულის დაკავების ოქმი შეადგინა საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა ჯარჯი მელაძის (იხ. ს/ფ 148-153, ტომი N4);

 

2.74. ამდენად, ბრალდების მახრის მიერ სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში“ რა---–------ძის და რა--------ძის მიერ სე------–----ის (S----------) და ნი------------ის (N----------) მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების დასადასტურებლად წარმოდგენილია მოწმე სე------–----ის (S----------), ნი------------ის (N----------), სუ-–--------------------–------–--–----------–----------–---------------–-----------–------ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმები, ამოღების ოქმები ამოცნობის ოქმები; 2019 წლის 21 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში ად-–----------------ში რესტორან ,,ბ-------ში რა---–------ძის და ნო–------------------ის მიერ ჰა-–--–------თის (H-----------) და ეჯ-----------ის (E----------) მიმართ, განხორციელებული ძალადობრივი ქმედების დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ეჯ-----------ის (E----------), ჰა-–--–------თის (H-----------), უმით აკაის (M--------------), რომან ფუტკარაძის გამოკითხვის ოქმები, ამოცნობის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი. 2019 წლის 23 თებერვალს რა---–------ძის და ნოშრევან ორუჯოვის მიერ იბ--------------ის (I--------------) და ფე--------------ის (F-------------) მიმართ განხორციელებული ქმედების დასადასტურებლად წარმოდგენილა: იბ--------------ის (I--------------), ფე--------------ის (F-------------), მა-------–-ძის, ფა---------------ის და თა----------ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტები, ამოცნობის ოქმები და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ასევე რა---–------ძის მიერ აზერბაიჯანის მოქალაქის მა------------ის (M------------) მიმართ, 2018 წლის 08 ივნისს, განხორციელებული ძალადობრივი ქმედების დასადასტურებლად სასამართლოს წარმოდგენილია მა------------ის(M------------), ელ-------------ის(E------------), იმ-------------------------------–-ძის გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; 2019 წლის 5 მარტს ქ. ბათუმში, დ. აღ--–-----–------------ა-ში, მდებარე ღამის კლუბ ,,რე----ში’’ ნო–------------------ის მიერ სუ-–---------–----ის (S-------------) მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების დასადასტურებლად წარმოდგენილია: სუ-–---------–----ის (S-------------), გო----------------–--ის, მა-----–--------ის, სუ-–--------------ს, მუ----------------ს გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ამოცნობის ოქმები, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი.

 

სასამართლო იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, უნდა შეფასდეს: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

2.75. სასამართლოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით , რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, უტყუარად არ უდასტურდება საქართველოს სსსკ-ის 181-ე მუხლით თითოეული ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ვინაიდან ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს;

 

2.76. სასამართლო სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ იმ საკითხზე, ჩნდება თუ არა პრობლემა, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულება არ დასტურდება საქმის სხვა მასალებით, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება სავსებით დამაჯერებელია და არ არსებობს საფრთხე, რომ იგი არასანდოა, გამამყარებელი მტკიცებულებების საჭიროება, შესაბამისად ნაკლებია. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia, №4378/02; 10/03/2009; § 90)

 

2.77. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია და, რაც წონად მტკიცებულებებად უნდა შეფასდეს, - წარმოადგენს, ინფორმაციის გამოთხოვით მოპოვებული ვიდეოჩანაწერები, მათი დათვალიერების ოქმები, დაზარალებულთა ჩვენებები და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის პირთა ამოცნობის შედეგად, მიღებული ინფორმაცია, რომლებიც თანხვედრაშია ჩვენებებთან; აღნიშნულით უდავოდ დადასტურებულია, რომ კამათის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ რესტორანში თუ კლუბში მყოფი სტუმრები არ ეთანხმებოდნენ მათთან წარდგენილ ანგარიშს; ბრალდებულები თავს არ ცნობენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა დაცვის მხარე არაპირდაპირ მიუთითებს რა ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, ის უკავშირდება მათი მხრიდან მუქარისა და ზეწოლის განხორციელებას იქ მყოფი სტუმრების მიმართ შეკვეთილი საფასურის გადაუხდელობის გამო; წარდგენილი მენიუ, რომლებშიც ცალსახად განმარტავენ დაზარალებულები , რომ დაფიქსირებული იყო მაღალი ფასები, ის წარმოადგენდა კლუბის შემოსავალს და თავიდანვე იყო გაწერილი; დაზარალებულების მხრიდან ფიქსირდება ყველა შემთხვევაში პრეტენზია და იქ მომუშავე პასუხისმგებელი პირების მიმართ თხოვნა, რომ დაკმაყოფილებულიყვნენ იმით, რისი გადახდის შესაძლებლობაც ჰქონდათ ან იმით, რაც თან გააჩნდათ; პრეტენზია რომ არსებობდა შეკვეთილსა და მენიუს ფასებზე ასევე დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ან უდანაშაულოდ ცნობისათვის მტკიცებულებათა შეფასების დროს არც ერთი მტკიცებულება არ უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებისაგან მოწყვეტით, არამედ მხოლოდ მათთან ერთობლიობაში და რომ მისი მტკიცებულებითი ძალა, სარწმუნოობა და დამაჯერებლობა იმის შესაბამისად განისაზღვროს, რამდენად ეთანხმება მისი შინაარსი სხვა მტკიცებულებებს პირდაპირ ან არაპირდაპირ.როდესაც საქმეზე ორი ურთიერთსაპირისპირო მტკიცებულება არსებობს, და ამათგან ერთი ისეთი შინაგანი წინააღმდეგობის შემცველია, რის გამოც მისი მიღება შეუძლებელია, არ შეიძლება ამის გამო მეორე, საპირისპირო მტკიცებულება ავტომატურად მიჩნეული იქნეს უტყუარად და მისაღებად. გათვალისწინებული იქნა, რომ ურთიერთსაპირისპირო მტკიცებულებებიდან რომელიმე მათგანისათვის უპირატესობის მინიჭებაში საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დასაბუთებული დასკვნის გასაკეთებლად, გარდა უტყუარობისა, არსებით როლს თამაშობს მათი მტკიცებულებითი ძალა. სწორედ მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი წარმოშობის წყაროს სანდოობა და მტკიცებულებითი ძალა წარმოადგენენ გადამწყვეტი მნიშვნელობის იმ ფაქტორებს, რომლებიც პირდაპირ ახდენენ გავლენას პირის ბრალეულობის თუ უდანაშაულობის შესახებ მოსამართლის შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებაზე, ხოლო ეს უკანასკნელი არ შეიძლება წარმოადგენდეს თვითნებური წარმოსახვისა და წინასწარ შეუმოწმებლად, თუნდაც ერთი შეხედვით, გარეგნულად ერთობ დამაჯერებელი ვერსიის ჭეშმარიტებად აღიარების ნაყოფს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით, გამოძალვა, არის სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები.

 

ბრალდებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ მასში ,რომ მათ ჩაიდინეს გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა ჯგუფურად, რასაც ერთვოდა დაზარალებულების მიმართ ძალადობის გამოყენება და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა; ან გამოძალვა, რასაც ერთვოდა დაზარალებულების მიმართ ძალადობის გამოყენება და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა;

 

სასამართლო განმარტავს, რომ გამოძალვის საგანს წარმოადგენს როგორც ქონება, ისე ქონებაზე უფლება, რომლის თანახმადაც განსაზღვრული ქონებრივი უფლება ან ქონებით სარგებლობა დამნაშავეზე გადადის.

 

ობიექტური მხრივ გამოძალვა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი მიმართულ მოთხოვნაში გადასცეს ნივთი ან მასზე უფლება. ასევე ქონებით სარგებლობის უფლება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გამოძალვა არის სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, მის სუბიექტურ მხარეს რომელიც პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, დამნაშავემ იცის, რომ უკანონოდ მოითხოვს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემას, ან ქონებრივი სარგებლობის მიღებას და სურს იგი. ამავდროულად იგი მოქმედებს ანგარებითი მოტივით.

 

ამ მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად დაზარალებულის იძულება მუქარის სხვადასხვა სახით გამოიხატება. გამოძალვის დროს მუქარა მომავლისკენაა მიმართული. ამიტომაც ქონების დაუფლება მაშინვე კი არ ხდება, არამედ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულთა მხრივ დაზარალებულებთან მიმართებაში მოთხოვნა გამომდინარეობდა მათი უფლებიდან, მიეღოთ მომსახურების ღირებულება.

 

3.3. დადგენილია, რომ დისკო კლუბის პერსონალის მიერ წარდგენილი ანგარიშის შესაბამისად მომსახურების ღირებულება შეადგენდა სხვადასხვა დროს შეადგენდა სხვადასხვა თანხას; დაზარალებულები მიიჩნევდნენ რომ მათ მიერ მიღებული მომსახურების ღირებულება იყო გაცილებით ნაკლები და გამოთქვამდნენ მზაობას ამ თანხის გადახდისათვის;

 

როგორც დაზარალებული, ისე მოწმეები განმარტავდნენ, რომ მოთხოვნას შეადგენდა მომსახურების ღირებულებას და არა მათი ნივთის, ან მათი ქონების საკუთრების უფლების გადაცემა. შესაბამისად არ არსებობს ბრალდებულთაგან გამოძალვის ფაქტი. არც ჯგუფურად, არც ინდივიდუალურად, რის გამოც ბრალდების მხარის მიერ ბრალის დადგენილებით წარდგენილი კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს;

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარისაგან არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულთათვის დისკო კლუბისაგან მიწოდებული სერვისის კანონშეუსაბამობას მოთხოვნასთან, ან მხარეთა შორის ზეპირი გარიგების შედეგად მიღწეული შეთანხმების უსაფუძვლობას, რის გამოც მოთხოვნა მართლზომიერია და ბრალდებულთა ქმედებაში გამოძალვის ელემენტები არ აღინიშნება.

 

3.5. სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან ბრალდებულების რა---–------ძის, რა--------ძის და ნო–------------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 181-ე მუხლი პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, მითითებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის, აღნიშნულ მუხლებით დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

3.6. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.7. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით კრიმინალიზირებულია იძულება - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება,საქმეზე დაკითხული მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული რომ დისკო კლუბ ,,ბ-------ში” ბრალდებულთა და დაზარალებულთა შორის დავის საფუძველი გახდა გაწეული მომსახურების რაოდენობასა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მხარეთა პრეტენზიები. ბრალდებულები კატეგორიულად მოითხოვდნენ დანახარჯის დაზარალებულთაგან ანაზღაურებას, წარუდგინეს შესაბამისი ანგარშიც, დაზარალებულები კი ასევე კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ გადასახდელი თანხის ოდენობას და მოითხოვდნენ პოლიციის გამოძახებას;

 

კონკრეტულ შემთხვევაში რა---–------ძის, რა--------ძის და ნო–------------------ის დაზარალებულთა მიმართ კლუბისაგან გაწეული დანახარჯის ამოღებისათვის ჩადენილი ქმედება გადაიზარდა ამ პირთა იძულებაში გადაეხადათ მოხმარებულის ღირებულება.

 

ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში -ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში კერძოდ პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება ან და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება.

 

ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების შეზღუდვა უნდა იყოს უკანონო. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფიზიკურ იძულებაში, პირის ფსიქიკურ იძულებაში,-პირის ფიზკურ იძულებაში იგულისხმება მისი გათოკვა, ხელების გაკავება, ხელიდან რაიმე დოკუმენტების ან საგნების გამოგლეჯა, ცემა, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება

 

-ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის; მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების, და სხვა ამდენად სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლში მუქარა უფრო ფართოდაა გაგებული.

 

ამ მუხლის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს, ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგანაც თავის შეკავება მისი უფლებაა. ესე იგი კანონით მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას ჩაიდენს თუ არა.

 

ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების მიზანია სხვა პირს ჩაადენინოს რაიმე ქმედება ან საკუთარ თავზე განაცდევინოს მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ქმედება.

 

ბრალდებულთა ყველა ქმედება მიმართული იყო დაზარალებულების იძულებისათვის გადაეხადათ დანახარჯი , რადგან ნებაყოფლობით არ იხდიდნენ მას;

 

3.8. ჯგუფურად იძულების ჩადენისატვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც თითოეული მათგანის ერთიან განზრახვას დაადასტურებდა, რაც არ იკვეტება რაულ ბერძისა და რა--------ძის მიმართ წარდგენილ 2019 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდში, დადგენილია, რომ რა---–------ძე აიძულებდა რა დაზარალებულებს თანხის გადახდას, რა--------ძის მხრიდან ეს განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ რაც ისინი წაიყვანა რესტორნის გარეთ ბანკომატთან თანხის მოხსნის მიზნით; რაც შეეხება თავად კლუბ „ბ-------ში“ დაზარალებულების მიმართ რა--------ძის ქმედება რაიმე სახის იძულების განხორციელებით არ იკვეთება; შესაბამისად ამ ეპიზოდით რა---–------ძისა და რა--------ძის მხრიდან ჯგუფურად განხორციელებულ იძულებას ადგილი არ აქვს;

 

3.9. ამდენად სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათი შეფასებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულებმა რა---–------ძემ და ნო–------------------მა ჩაიდინეს იძულება ჯგუფურად, ასევე რა---–------ძემ , რა--------ძემ და ნო–------------------მა იძულება, - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ ბ“ ქ/პუნქტით, და 150-ე მუხლი პირველი ნაწილით რის გამოც ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ბრალდებულებს სასჯელის სახით ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოებს ორ წლამდე ვადით ან თვრამეტ თვემდე თავისუფლების აღკვეთას.

 

5.4. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პიროვნებებს, მახასიათებლებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას - აღნიშნული დანაშაული (იძულება) წარმოადგენს ერთ-ერთი ძალადობრივი ხასიათის დანაშაულს, მიმართულს ადამიანის ნებისა და თავისუფლების წინააღმდეგ; სასამართლო ასევე ითვალისწინებს სასჯელის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის მიზნებს და მიიჩნევს, რომ ამ მიზნებისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ერთი მხრივ უნდა იყოს ადეკვატური ჩადენილი დანაშაულისა და ბრალდებულების პიროვნებისა, ხოლო მეორე მხრივ არ უნდა იყოს წამახალისებელი როგორც ბრალდებულებისთვის, ასევე სხვა პირთათვის და უნდა უზრუნველყოს კერძო/ზოგადი პრევენციის მიზნები. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, რათა მსჯავრდებულებმა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების მიმართ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - განსაზღვრული ვადით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს რა---–------ძის, რა--------ძის და ნო–------------------ის რესოციალიზაციას.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდებული რა---–------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’ ქვეპუნქტიდან (2018 წლის 29 ნოემბრის სე------–----ის და ნიჰატ ბუდაქის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ბრალდებული რა---–------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

ბრალდებული რა---–------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’ ქვეპუნქტიდან (2019 წლის 21 თებერვლის ჰა-–--–------თის და მე---------------ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.

 

ბრალდებული რა---–------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 02 (ორი) თვის ვადით.

 

ბრალდებული რა---–------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’ ქვეპუნქტიდან (2019 წლის 21 თებერვლის, ეჯამან არაზის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.

 

ბრალდებული რა---–------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 02 (ორი) თვის ვადით.

 

ბრალდებული რა---–------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’ ქვეპუნქტიდან (2019 წლის 23 თებერვლის იბ--------------ის და ფე--------------ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე;

 

ბრალდებული რა---–------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 02 (ორი) თვის ვადით.

 

ბრალდებული რა---–------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2018 წლის 12 მაისის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

ბრალდებული რა---–------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით.

 

ბრალდებული რა---–------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2018 წლის 08 ივნისის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

ბრალდებული რა---–------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით რა---–------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 02 (ორიი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ რა---–------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა გაუქმდეს

 

მსჯავრდებულ რა---–------ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 13 მარტიდან.

 

2. ბრალდებული რა--------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’ ქვეპუნქტიდან (2018 წლის 29 ნოემბრის სე------–----ის და ნიჰატ ბუდაქის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ბრალდებული რა--------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ რა--------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ რა--------ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 13 მარტიდან.

 

3. ბრალდებული ნო–------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’ ქვეპუნქტიდან (2019 წლის 21 თებერვლის ჰა-–--–------თის და მე---------------ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.

 

ბრალდებული ნო–------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ბრალდებული ნო–------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’ ქვეპუნქტიდან (2019 წლის 21 თებერვლის ეჯ-----------ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.

 

ბრალდებული ნო–------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ბრალდებული ნო–------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’ ქვეპუნქტიდან (2019 წლის 23 თებერვლის, იბ--------------ის და ფე--------------ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.

 

ბრალდებული ნო–------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ბრალდებული ნო–------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2019 წლის 05 მარტის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

ბრალდებული ნო–------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ნო–------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნო–------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა გაუქმდეს

 

მსჯავრდებულ ნო–------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 13 მარტიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2019 წლის 23 თებერვალს, რესტორან ,,ბ-------ის“ დათვალიერების დროს ამოღებული მენიუს ფურცელი 1 (ერთი) პაკეტად დალუქული შსს პაკეტში N FCD1------, ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, მისამართზე ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N11, კანონით დადგენილი წესით განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ნივთიერი მტკიცებულება - რესტორან ,,ბ-------ის“ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები 1 (ერთი) ლაზერულ დისკზე რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს ამავე საქმეს - საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ფა---------------ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი 1 (ერთი) პაკეტად დალუქული თეთრი ფერის კონვერტში N26/10 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2019 წლის 21 თებერვალს, რესტორან ,,ბ-------ის“ დათვალიერების დროს ამოღებული დროს ამოღებული მენიუს ფურცელი 1(ერთი) პაკეტად დალუქული შსს პაკეტში N F-------------------------------–----------------------------–------–--–---------–--------------- ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, მისამართზე ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N11; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2019 წლის 21 თებერვალს, რესტორან ,,ბ-------ის“ დათვალიერების დროს ამოღებული დროს ვიდეო ინფორმაციის შემკრი კონტეინერი DVR 1 (ერთი) პაკეტად დალუქული, რომელიც გადაგზავნილია, შსს საექპერტო -კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - გო----------------–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი 1 (ერთი) პაკეტად დალუქული პოლიეთილენის პაკეტში N26/10 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - სუ-–--------------საგან ამოღებული ტანისამოსი 1 (ერთი) პაკეტად დალუქული პოლიეთილენის პაკეტში N26/10 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2019 წლის 06 მარტს დაზარალებულ სუ-–---------–----ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ანაწმენდი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად N FCD1------, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2019 წლის 06 მარტს, ქ. ბათუმი აღ--–-----–------------ა-ში მდებარე კლუბი ,,რე----ის“ დათვალიერების დროს ამოღებული მენიუსა და ანგარიშის ფურცლები N FCD11----- პაკეტში 1 (ერთი) პაკეტად დალუქული და ფულადი თანხა FCD1------ პაკეტში 1 (ერთი) პაკეტად დალუქული, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2018 წლის 29 ნოემბერს ქ. ბათუმში ად-–-------------5-ში შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მენიუს ლამინირებული ფურცელი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად N FCI------ პაკეტში; მაგიდის მომსახურების ანგარიშის ფურცელი, მასზე მიმაგრებული 2 (ორი) ქვითრით, ასევე ტერმინალიდან ამობეჭდილი ქვითრით დალუქული 1 (ერთი) პაკეტად N FCD6----- პაკეტში, - დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - სს "თი ბი სი" ბანკის ტერმინალი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად N FC------- პაკეტში და ვიდეო ჩანაწერის შემნახველი მოწყობილობა დალუქული 1 (ერთი) პაკეტად N FCI------, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს

 

ნივთიერი მტკიცებულება - სე------–----ისგან ამოღებული პლასტიკური ბარათი დალუქული 1(ერთი) პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ს-----ის“ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთი) ლაზერულ დისკზე, აიპი ,,სავალდებულო დაზღვევის“ ცენტრის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთი) ლაზერულ დისკზე, კაზინო ,,E------”-ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 2 (ორი) ლაზერულ დისკზე და შპს ,,მე--------------------------–--------ის“ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთი) ლაზერულ დისკზე, სს ,,საქართველოს ბანკის’’ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთი) ლაზერულ დისკზე, 1 (ერთი) პაკეტად, რომელიც დალუქული ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2019 წლის 25 თებერვალს ფე--------------ის სასამართლოში დაკითხვის სხდომის აუდიო ჩანაწერი 1 (ერთი) ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2019 წლის 25 თებერვალს იბ--------------ის სასამართლოში დაკითხვის სხდომის აუდიო ჩანაწერი 1 (ერთი) ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2018 წლის 09 ივნისს ელ-------------ის სასამართლოში დაკითხვის სხდომის აუდიო ჩანაწერი 1 (ერთი) ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2019 წლის 07 მარტს სუ-–---------–----ის სასამართლოში დაკითხვის სხდომის აუდიო ჩანაწერი 1 (ერთი) ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - კლუბ ,,რე----ის“ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 (ერთი) ლაზერულ დისკზე, (1 ერთი) პაკეტად დალუქული, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2018 წლის 22 დეკემბერს სე------–----ის სასამართლოში დაკითხვის სხდომის აუდიო ჩანაწერი 1 (ერთი) ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2018 წლის 11 დეკემბერს ნიჰატ ბუთაქის სასამართლოში დაკითხვის სხდომის აუდიო ჩანაწერი 1 (ერთი) ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2019 წლის 21 თებერვალს რესტორან ,,ბ-------ის“ დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ლაზერულ დისკზე, დაულუქავ მდგომარეობაში 1 (ერთი) პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე