სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ
ორი ათას თორმეტი წლის 9 თებერვალს „ბენქ ოფ ჯორჯია ჰოლდინგზ პლს”-ს (Bank of Georgia Holdings Plc) (2011 წლის 14 ოქტომბერს ინგლისსა და უელსში დაფუძნებული და რეგისტრირებული კომპანიის, რეგისტრაციის ნომრით 7811410) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და, შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი:
1. სს „საქართველოს ბანკის“ იურიდიული მისამართის ცვლილება და წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;
2. სს „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურების შესახებ.
დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
1 საკითხი – სს „საქართველოს ბანკის“ იურიდიული მისამართის ცვლილება და წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება:
1. შეიცვალოს სს „საქართველოს ბანკის“ იურიდიული მისამართი და იურიდიულ მისამართად განისაზღვროს მისი ადმინისტრაციის ფაქტ ობრივი ადგილსამყოფელი: საქართველო, თბილისი 0160, გაგარინის ქ. №29ა;
2. სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 1.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.4 „ბანკის“ იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი 0160, გაგარინის ქ. №29ა;“.
2 საკითხი – სს „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურების შესახებ:
1. 2012 წლის 1 მარტიდან სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურება განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა. წლიური ანაზღაურება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისათვის (გადასახადების დაქვითვამდე):
●სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – 107,500 აშშ დოლარის ე კ ვივალენტი;
●სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე – 40,000 აშშ დოლარის ე კ ვივალენტი;
●სამეთვალყურეო საბჭოს წევრი – 30,000 აშშ დოლარის ე კ ვივალენტი;
●სამეთვალყურეო საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც არიან ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეების წარმომადგენლები, არ გადაეხდებათ ანაზღაურება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისათვის.
ბ. დამატებითი წლიური ანაზღაურება კომიტეტის წევრობისათვის (გადასახადების დაქვითვამდე):
●აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე – 15,000 აშშ დოლარის ე კ ვივალენტი;
●აუდიტის კომიტეტის წევრი – 11,000 აშშ დოლარის ე კ ვივალენტი;
●სხვა კომიტეტის თავმჯდომარე - 11,000 აშშ დოლარის ე კ ვივალენტი;
●სხვა კომიტეტის წევრი – 7,500 აშშ დოლარის ე კ ვივალენტი;
●სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ან/და სამეთვალყურეო საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც არიან ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეების წარმომადგენლები, არ გადაეხდება თ დამატებითი ანაზღაურება კომიტეტის წევრობისათვის.
2. ანაზღაურების გადახდა მოხდება ყოველი კალენდარული კვარტ ა ლის დასრულების შემდეგ 20 დღის განმავლობაში.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიმართ 2012 წლის 1მარტამდე არსებული დავალიანების გადახდა განხორციელდება ფულადი ფორმით, აუნაზღაურებელი პერიოდის პროპორციულად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!“?
- დიახ, განცხადება „სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!“?
- „სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!“ მიღებულია 09.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ბანკი. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!“, №0, 09.03.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1607624/